მავნებელია თუ არა ძლიერი სიცილი? - რა უნდა იცოდეთ აუცილებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მავნებელია თუ არა ძლიერი სიცილი? - რა უნდა იცოდეთ აუცილებლად

თუ კონკრეტულად უკონტროლო სიცილის შეტევებზე ვისაუბრებთ, მაშინ ასეთ შემთხვევებს ნამდვილად შეიძლება უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს - სიკვდილიც კი. სხვათა შორის, ისტორიკოსებს აქვთ ვერსია, რომ ბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპოსი გარდაიცვალა, მაშინ, როცა საკუთარ ხუმრობაზე ძალიან იცინოდა. ეს შეიძლება ნაკლებად სავარაუდო ჩანდეს, მაგრამ ფაქტები აჩვენებს, რომ ადამიანები ნამდვილად შეიძლება მოკვდნენ ძალიან ძლიერი სიცილისგან.

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს საშიში გადაჭარბებული, ძლიერი სიცილი?

არსებობს სიცოცხლისთვის საშიში რამდენიმე შედეგი, რასაც ძლიერი სიცილი იწვევს. თუმცა, აქ ექსპერტები აკეთებენ დათქმას: ასეთი შედეგები, პირველ რიგში, შესაძლებელია ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების დროს იმ ადამიანში, რომელსაც ხმამაღალი სიცილის შეტევები აწუხებს.

ტვინის სისხლძარღვის გამსკდარი ანევრიზმა

თავის ტვინის ანევრიზმა არის გამობერილობა, რომელიც წარმოიქმნება თავის ტვინის არტერიებში (ჩვეულებრივ, ტრავმის ან ჰიპერტენზიის შედეგად).

თუ ანევრიზმის დიაგნოსტირებული არ არის, საბოლოოდ შეიძლება გასკდეს და გამოიწვიოს სისხლდენა ტვინში. ეს, თავის მხრივ, სწრაფად იწვევს ტვინის დაზიანებას და ასევე იწვევს ქალასშიდა წნევის მატებას. თუ დროულად არ მოხდება მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს კომა ან სიკვდილი.

ასთმის შეტევა

ასთმის სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ემოციით, მათ შორის ტირილით, სტრესით, შფოთვით და სიცილითაც კი. ზოგიერთ ადამიანს ასთმის მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. სხვებისთვის ხმამაღალი სიცილი იწვევს მძიმე შეტევას, რაც სუნთქვას ართულებს. დროული მკურნალობის გარეშე, სიცილით გამოწვეული ასთმის შეტევა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს და გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა ან გულის გაჩერება.

მოხრჩობა

ძალიან ძლიერი სიცილი ხელს უშლის ნორმალურ სუნთქვას ან იწვევს სუნთქვის გაჩერებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოხრჩობა.

გონების დაკარგვა

გონების დაკარგვა ყველაზე ხშირად გამოწვეულია დაბალი არტერიული წნევით, მაგრამ ზოგჯერ ის სიტუაციურია და შეიძლება გამოწვეული იყოს ხველით ან ძალიან ძლიერი სიცილით. სიცილით გამოწვეულმა გონების დაკარგვამ შესაძლოა გულის გაჩერება არ გამოიწვიოს, მაგრამ თეორიულად, თუ ადამიანი დაცემისას თავს ძლიერად დაარტყამს, მას შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები გამოიწვიოს.

მართლა ცუდია თუ არა ზედმეტი სიცილი?

საშიში გართულებების იშვიათი შემთხვევების მიუხედავად, სიცილი კარგია ჯანმრთელი ადამიანისთვის. როდესაც იცინით, ორგანიზმში დაძაბულობა მცირდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და კუნთები დუნდება. სიცილს შეუძლია ჟანგბადის მიწოდებაც კი გაზარდოს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ტვინის, გულისა და ფილტვებისთვის. რაც შეეხება გრძელვადიან სარგებელს, სიცილს შეუძლია შეამსუბუქოს დეპრესია და შფოთვა, რაც დაგეხმარებათ თავი უკეთ იგრძნოთ. სტრესის შემცირება ასევე ამცირებს ავადმყოფობის რისკს. გარდა ამისა, რაც უფრო მეტს იცინით, მით უფრო მეტი ენდორფინი გამოიყოფა თქვენს ტვინში - ე.წ. კარგი განწყობის ჰორმონები, რომლებიც არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენს განწყობას, არამედ ამსუბუქებს ტკივილს.