დაუმწიფებელი ბანანი კიბოსგან იცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაუმწიფებელი ბანანი კიბოსგან იცავს

ეს უჩვეულო აღმოჩენა ნიუკასლისა და ლიდსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტების მკვლევარებმა გააკეთეს, რომელთა სტატიაც გამოქვეყნდა ჟურნალ Cancer Prevention Research.

  • დაუმწიფებელი ბანანი, შვრიის ფაფა და სიმინდის ფანტელები, მოხარშული ცივი კარტოფილი, მაკარონი და ბრინჯი, მთლიანი ხორბლის პური, ასევე ლობიო, ოსპი და მწვანე ბარდა შეიცავს რეზისტენტულ (საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მოქმედების მიმართ რეზისტენტულ) სახამებელს.

ასეთი სახამებელი, ისევე როგორც ბოჭკო, არ შეიწოვება წვრილ ნაწლავში, არამედ აღწევს მსხვილ ნაწლავში, სადაც ის იქ მცხოვრები სასარგებლო ბაქტერიების საკვებად იქცევა.

რეზისტენტული სახამებლის დამცავი ეფექტი აღმოაჩინეს საერთაშორისო კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა დაახლოებით 1000 პაციენტი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ აღენიშნებოდათ ლინჩის სინდრომი, გენეტიკური დარღვევა, რომელიც 50 წლამდე ასაკში მკვეთრად ზრდის გარკვეული სახის კიბოს, მათ შორის ნაწლავის კიბოს, განვითარების რისკს

1999-2005 წლებში დაიწყო კვლევა, რომელიც გაგრძელდა ორიდან ოთხ წლამდე. ზოგიერთ მონაწილეს ყოველდღიურად აძლევდნენ 30 გრამ რეზისტენტულ სახამებლის ფხვნილს, რაც დაახლოებით ერთი მწვანე ბანანის ეკვივალენტია, ხოლო დანარჩენებს პლაცებოს. არავინ, არც მონაწილეებმა და არც მეცნიერებმა, არ იცოდნენ, ვინ რომელ ჯგუფში შედიოდა.

როდესაც მეცნიერებმა გააანალიზეს მონაწილეთა ჯანმრთელობის მონაცემები კვლევის ექსპერიმენტული ნაწილის დასრულებიდან 10-20 წლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ რეზისტენტული სახამებლის მიღება გავლენას არ ახდენდა ნაწლავის კიბოს რისკზე, მაგრამ 60%-ით ამცირებდა კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის კიბოს რისკს. უფრო მეტიც, ეს საოცარი ეფექტი გაგრძელდა რეზისტენტული სახამებლის მიღების შეწყვეტის შემდეგ სულ მცირე ათი წლის განმავლობაში.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ რეზისტენტული სახამებელი ცვლის ნაღვლის მჟავების ბაქტერიულ მეტაბოლიზმს, რაც იწვევს იმ ტიპის ნივთიერებების რაოდენობის შემცირებას, რომლებიც აზიანებენ უჯრედულ დნმ-ს და იწვევენ კიბოს. თუმცა, ამ ჰიპოთეზის სისწორის დასადასტურებლად დამატებითი კვლევაა საჭირო.

  • პროდუქტები, რომლებსაც ყველაზე კარგად ითვისებს ორგანიზმი

ავადმყოფობის შემდეგ არ უნდა დატვირთოთ ორგანიზმი ძნელად მოსანელებელი საკვებით და აიძულოთ ის, დახარჯოს რესურსები ამგვარი საკვების მოსანელებლად. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მწვავე ვირუსული რესპირატორული დაავადებებით ავადობის შემდეგ, გამოჯანმრთელების პერიოდში.

რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ:

პურის ტოსტები

გამხმარი პური, მდიდარია სწრაფი ნახშირწყლებით, ადვილად ასათვისებელია, გააძლიერებს ორგანიზმს, ასევე დაგეხმარებათ გულისრევისა და გულძმარვისგან თავის დაღწევაში. მაგრამ ამ შემთხვევაში უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ არა მარცვლოვან პურს, რომელსაც ბევრი ბოჭკოვანი აქვს და, შესაბამისად, უფრო ძნელად მოსანელებელია, არამედ თეთრი პურის ტოსტს, კარაქის გარეშე.

თეთრი ბრინჯი

ბრინჯი ორგანიზმისთვის ენერგიის კარგი წყაროა. მაგრამ თუ ავად ხართ, უმჯობესია აირჩიოთ არა ბოჭკოებით მდიდარი ყავისფერი ბრინჯი, არამედ თეთრი ბრინჯი. ბოჭკოვანი ძნელად მოსანელებელია და შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა, მეტეორიზმი და დიარეა. თეთრი ბრინჯი, ყავისფერი ბრინჯისგან განსხვავებით, ადვილად შეიწოვება.

ბანანი

ეს ხილი, განსაკუთრებით მწიფე, მდიდარია ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებით და ადამიანების უმეტესობა კარგად იტანს. გარდა ამისა, ბანანი არის კალიუმის კარგი წყარო, რომლის დეფიციტიც ორგანიზმს შეიძლება ჰქონდეს ავადმყოფობის შემდეგ.

კვერცხი

კვერცხი მოგაწვდით მაღალი ხარისხის ცილას, ვიტამინებს და მინერალებს, რაც დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში. მაგალითად, ერბო-კვერცხი მარტივი, დიეტური და ადვილად მოსანელებელი კერძია.

ქათამი

ქათმის უცხიმო ხორცი ცილის კარგი წყაროა, რომელიც სასარგებლოა ძალების აღსადგენად. გარდა ამისა, ქათამი ადვილად ასათვისებელია და საჭმლის მონელების პრობლემას არ ქმნის. უმჯობესია ქათამი მიირთვათ კანგაცლილი და არა შემწვარი, არამედ მოხარშული ან გამომცხვარი. შემწვარმა ქათამმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობასა და ფუნქციონირებაზე.

რა შეიძლება იყოს შებერილობის მიზეზები

შებერილობა ძალიან არასპეციფიკური სიმპტომია და შეიძლება იყოს მრავალი მდგომარეობის შედეგი: ჭარბი გაზების წარმოქმნა, ჭარბი კვება.