რა შედეგები მოჰყვება არასწორ ტანდეგობას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შედეგები მოჰყვება არასწორ ტანდეგობას?

ტანდეგობას სერიოზულად უნდა მოეკიდოთ, რადგან ის არა მხოლოდ გარეგანი დეფექტია, არამედ ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის პოტენციური წყაროც. მას შეუძლია გამოიწვიოს ზურგის ტკივილი, ხერხემლის ცვლილებები და შინაგანი ორგანოების ფუნქციის დარღვევაც კი. მნიშვნელოვანია ტანდეგობის კორექცია ბავშვობიდანვე, რადგან წარმატებული შედეგის შანსები ზრდასრულ ასაკში მცირდება.

ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა კიფოზით, სქოლიოზით და ზურგის სხვა პრობლემებით დაავადებული ადამიანების რიცხვი, რაც უმოძრაო ცხოვრების წესის, სმარტფონებისა და კომპიუტერებისადმი გატაცების შედეგია. უფრო მეტიც, ტანდეგობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია ბავშვობაში ცხოვრების წესზე, ასევე სხვა ფაქტორებზე - გენეტიკაზე, ძვალში კალციუმის მეტაბოლიზმზე და ა.შ.

მნიშვნელოვანია ტანდეგობაზე მუშაობა ბავშვობიდანვე. ზრდასრულ ასაკში ჩონჩხი და კუნთოვანი კორსეტი საბოლოოდ ყალიბდება, ამიტომ მხოლოდ მდგომარეობის სტაბილიზაცია და სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილებაა შესაძლებელი, რაც ნიშნავს, რომ ბავშვობაში განვითარებული პრობლემები მთელი ცხოვრება დარჩება.

გარდა ამისა, ზრდასრულ ასაკში, არასწორმა ტანდეგობამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი ხერხემლის ასაკობრივი დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებების გამო, ხოლო თუ ამას თიაქარი დაემატება, მოტორული აქტივობის შეზღუდვა.

ფიზიკური ვარჯიშების გარდა, არსებობს ტანდეგობის დარღვევების კორექციისა და პრევენციის ორთოპედიული საშუალებებიც.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან გამკლავება ადრეულ ასაკშივე დავიწყოთ პირველი პრობლემების აღმოჩენისთანავე.

არასწორ ტანდეგობას იწვევს ტერფის არასწორი მუშაობა, რაც ზრდის დატვირთვას მუხლის, მენჯ-ბარძაყის და კოჭის სახსრებზე. ამ ფონზე, პაციენტებს აღენიშნებათ ოსტეოართრიტი, სახსრებისა და ხერხემლის პრობლემები, ასევე თავის ტკივილი. ასევე, არასწორმა ტანდეგობამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჟანგბადის დეფიციტის პროვოცირება.

რა მოხდება, თუ მოვიხრებით - როგორ მოქმედებს ტანდეგობა ჯანმრთელობაზე

რა მოხდება, თუ მოვიხრებით, თავსა და მხრებს ჩამოვწევთ და მუცელის გამოვზნიქავთ.

როგორ არის დაკავშირებული ჩვენი ჯანმრთელობა ტანდეგობასთან და რა შეიძლება გაკეთდეს მის გასაუმჯობესებლად.

ტანდეგობა არის ადამიანის სხეულის ჩვეულებრივი, ვერტიკალური პოზიცია - დგომის, ჯდომის, სიარულის, სირბილის ან ფიზიკური სამუშაოს შესრულების დროს. ითვლება, რომ ტანდეგობას გააჩნია გარკვეული გენეტიკური დეტერმინირება, მაგრამ ტანდეგობის ფორმირება ხდება მრავალი გარემო ფაქტორების გავლენის ქვეშ. ისევე როგორც პირობითი მამოძრავებელი რეფლექსების და ნერვული აქტივობის ფორმირება, ტანდეგობის ფორმირება იწყება ადრეულ ასაკში და ამიტომ აუცილებელია ამ პროცესზე აქტიური ზემოქმედება და, ნორმალური ტანდეგობის განვითარება.

ქვედა კიდურები დიდ გავლენას ახდენს ტანდეგობის ფორმირებაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც არის ბრტყელტერფიანობა, რომლის დროსაც ტერფის თაღის (გრძივი ან განივი) სიმაღლე დაქვეითებულია. ბრტყელტერფიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის კუნთების და მყესების სისუსტე, რაც გამოწვეულია არასაკმარისი დატვირთვით. ბრტყელტერფიანობა იწვევს დაღლილობას სირბილის, სიარულის დროს და შესაბამისი მკურნალობის გარეშე ტერფის დეფორმაციამდე შეიძლება მივიდეს საქმე.

ტანდეგობა და ადამიანის ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია. ოპტიმალური ტანდეგობით, კუნთები და მყესები ყველაზე ნაკლებად იძაბება, ინარჩუნებენ ერგონომიულ პოზას კონკრეტული აქტივობის შესასრულებლად.

  • არსებობს ოპტიმალური ტანდეგობა სიარულისთვის, სირბილისთვის და სიმძიმის ასაწევად. ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ კუნთოვანი სისტემა, არამედ შინაგანი ორგანოებიც მუშაობენ რაც შეიძლება შეუფერხებლად და ზედმეტი დატვირთვის გარეშე. ადამიანი დიდხანს რჩება ჯანმრთელი, რა საქმიანობითაც არ უნდა იყოს ის დაკავებული.
  • არაოპტიმალური ტანდეგობისას, ადამიანი ინარჩუნებს ვერტიკალურ პოზას კუნთების და მყესების მუდმივი გადატვირთვის პირობებში. ეს იწვევს კუნთების დაჭიმულობას, მათში ქრონიკული ტკივილის წერტილების წარმოქმნას და მყესების გაჭიმვას ან დამოკლებას, რაც იწვევს სახსრების არასტაბილურობას ან არასაკმარის სიმტკიცეს.

შინაგანი ორგანოები და ნერვები შეკუმშულია გულმკერდისა და მუცლის მუდმივი დეფორმაციის გამო, რაც იწვევს ქრონიკულ დაავადებებს.

თავის, გულმკერდის და მენჯის პათოლოგიური პარამეტრები იწვევს გულმკერდის, სახის და დუნდულოების კონტურის არაესთეტიკურ დეფორმაციას. თუ ადამიანი საკმაოდ რეგულარულად ეწევა რაიმე სახის აქტივობას, მაშინ დროთა განმავლობაში მისი კუნთების და მყესების ერთი ნაწილი მოკლდება და სქელდება, ხოლო მეორე იჭიმება და ატროფირდება.

ამის გამო ადამიანი ადვილად დგას დიდხანს, მაგრამ სწრაფად დაიღლება, თუ მოუწევს სირბილი ან ხტომა. ეს არის ეგრეთ წოდებული „პროფესიული პოზა“ (ოფისის თანამშრომელი, მჭედელი, ლექტორი, მოკრივე).

შესაბამისად, თუ ადამიანს სურს, ჰქონდეს სწორი ტანდეგობა ჯდომისას, დგომისას და მოძრაობის დროს, მაშინ მას სჭირდება რეგულარულად შეცვალოს აქტივობების სახეები, დაიცვას მოძრაობების შესრულების სწორი ტექნიკა. ეს არის ჰარმონიული განვითარებისა და ჯანმრთელობის გასაღები.