რატომ უნდა გარეცხოთ აუცილებლად ახალი ტანსაცმელი ყიდვის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა გარეცხოთ აუცილებლად ახალი ტანსაცმელი ყიდვის შემდეგ

პირველად გამოყენებამდე არა მხოლოდ საცვლების გარეცხვაა საჭირო, არამედ სხვა ტანსაცმელიც, მათ შორის პერანგები, შარვლები, ზედა ტანსაცმელი და ქუდები.

ტანსაცმელი თაროზე მოხვედრამდე, გადის წარმოების მრავალ ეტაპს, როგორიცაა შეღებვა, ანტისეპტიკური გაჟღენთვა და ნაკეცების საწინააღმდეგო დამუშავება. ხშირად ამ პროცესებისთვის გამოიყენება ფორმალდეჰიდი - კონსერვანტი, რომელმაც კანთან შეხებისას შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, აქერცვლა და კონტაქტური დერმატიტიც კი.

გარდა ამისა, ტანსაცმლის წარმოებაში ხშირად გამოიყენება ანილინის საღებავები და ნიკელი, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებში. აღსანიშნავია, რომ ალერგიული რეაქცია შეიძლება მოხდეს ტანსაცმელთან კანის ხანმოკლე კონტაქტის, ერთი მოზომვის შემდეგაც კი.

მყიდველამდე მისვლამდე ტანსაცმელი შეიძლება იდეალურ სისუფთავესგან შორს იყოს: მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია მოხდეს სპეციალური შეფუთვის გარეშე, მტვრიან საწყობებში ინახებოდეს და დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტში აღმოჩნდეს. მაგალითად, ქსოვილების ზედაპირზე შეიძლება დარჩეს Staphylococcus aureus ბაქტერია და Candida albicans სოკო, რომელსაც შეუძლია კანის ინფექციების გამოწვევა.

ბავშვების კანი გაცილებით თხელი და მგრძნობიარეა, ვიდრე მოზრდილების, ამიტომ ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ მთელი გარდერობის, მათ შორის ქუდების, წინდებისა და კომბინიზონის გარეცხვა, არამედ ნებისმიერი ნივთის, რომელიც ბავშვის სხეულთან კონტაქტში შედის, როგორიცაა რბილი სათამაშოები, საბნები. კვლევის თანახმად, გაურეცხავი ქსოვილის გამოყენება ზრდის ბავშვებში ატოპიური დერმატიტის რისკს.

ახალი ტანსაცმლით კონტაქტისგან ალერგიული რეაქციების, კანისა და ვირუსული სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია შემდეგი ზომების დაცვა.

  • ტანსაცმლის გასინჯვისთანავე მიიღეთ შხაპი ან სულ მცირე კანი სველი ხელსახოცებით გაწმინდეთ.
  • ყიდვისას სასურველია უპირატესობა მიანიჭოთ „ organic “ ეტიკეტით მონიშნულ პროდუქტებს, რაც ნიშნავს, რომ წარმოების პროცესში არ იყო გამოყენებული მავნე ქიმიკატები.
  • ყველა შეძენილი ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს პირველ ჩაცმამდე ჰიპოალერგიული სარეცხი საშუალებების გამოყენებით.

ასევე წაიკითხეთ:

არ შეიძინოთ პროდუქტები, რომელთა შენახვის ვადაც იწურება

ვადაგასული პროდუქტების ყიდვა სახიფათოა.

პროდუქტის ხარისხისა და სიახლის „თვალით“ განსაზღვრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რადგან ბაქტერიები ხშირად არ მოქმედებს გარეგნობაზე, სუნსა და გემოზე.

პირველი, რასაც პროდუქტების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის შეფუთვა. თავსახურები, ქილები და შესაფუთი მასალები უნდა იყოს ხელუხლებელი, გაჟონვისა და ჩაღრმავებების გარეშე, ხოლო ვაკუუმურ შეფუთვაში ჰაერი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, ყოველთვის უნდა დააკვირდეთ წარმოების თარიღს და ვარგისიანობის ვადას.

თუ ვარგისიანობის ვადა იწურება ან უკვე გასულია, უმჯობესია ასეთი პროდუქტი თაროზე დატოვოთ. „მოსაზღვრე“ პროდუქტები შეიძლება ახალიც კი ჩანდეს, მაგრამ მათი ჭამა უკვე საშიშია. უმჯობესია შეამოწმოთ შეფუთვაზე მითითებული თარიღი.

რატომ არ უნდა მიიღოთ ვადაგასული მედიკამენტები

დროთა განმავლობაში, პრეპარატის ქიმიური შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს, რაც გამოიწვევს თერაპიული ეფექტის დაკარგვას ან ტოქსიკური ნაერთების წარმოქმნას. მაგალითად, ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება. გარდა ამისა, წამლების თხევადი ფორმები, როგორიცაა სიროფები, წვეთები ან სუსპენზიები, დროთა განმავლობაში შეიძლება ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლების კერად იქცეს, რაც მათ არა მხოლოდ არაეფექტურს, არამედ საშიშსაც ხდის.