რომელი სამი ნივთი შეიძლება აღმოჩნდეს საძინებელში ჯანმრთელობისთვის საზიანო
ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა საურაბ სეთიმ საძინებელში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო სამი ნივთი დაასახელა. მის სიტყვებს ციტირებს New York Post.
პირველ რიგში, სეთიმ ძველი ბალიშების მოშორება ურჩია მოსახლეობას - ისინი მტვრის ტკიპებს, ოფლს და ალერგენებს აგროვებენ, რამაც შეიძლება საძინებლის ეს ნაწილი ბაქტერიების გამრავლების ადგილად აქციოს. ეს, თავის მხრივ, უსიამოვნო სუნს და კანის ინფექციებსაც კი იწვევს. დაღვრილი სითხეებიდან, ნერწყვიდან, ოფლიდან, ტენიანობა ან სველი თმიდან წამოსული სისველე ასევე ხელს უწყობს ბალიშზე ობის და სოკოს გაჩენას, რაც არა მხოლოდ უსიამოვნო სუნით გამოირჩევა, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. გარდა ამისა, ექიმმა მკითხველები გააფრთხილა, რომ ბალიშების შიგთავსი დროთა განმავლობაში იშლება, რაც მათ ბრტყელ, ხორკლიან და არაკომფორტულს ხდის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კისრის, თავის ტკივილი და უძილობა.
მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას საძინებელში ჰაერის გამწმენდების გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ. „ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ შემოწმებული ჰაერის გამწმენდების 86 პროცენტი შეიცავდა ფტალატებს, ქიმიკატებს, რომლებიც დაკავშირებულია რეპროდუქციული ჯანმრთელობის რისკებთან და ასთმასთან“, - განმარტა სეთიმ. მან განაგრძო, რომ ბევრი ასეთი პროდუქტი გამოყოფს აქროლად ორგანულ ნაერთებს, როგორიცაა ფორმალდეჰიდი, ბენზოლი და ტოლუოლი, რომლებსაც შეუძლიათ სასუნთქი გზების გაღიზიანება, ხველა, ხიხინი და ქოშინი გამოიწვიოს, რაც ზრდის ქრონიკული დაავადებების და კიბოს რისკსაც კი.
და ბოლოს, ექიმმა გამომწერებს ლეიბების რეგულარულად შეცვლა ურჩია. ბალიშების მსგავსად, ისინი აგროვებენ კანის მკვდარ უჯრედებს, მტვერს, ტენიანობას, ტკიპებს და სხვა ალერგენებს, რითაც აბინძურებენ ჰაერს საძინებელში და პოტენციურად იწვევენ ჯანმრთელობის პრობლემებს.
რომელია საძინებლის მთავარი ნივთი
საძინებლის ეს მთავარი ნივთი ხელს შეუწყობს უძილობასთან ბრძოლას.
ძილის ნიღაბი თქვენი საძინებლის მთავარი ნივთი უნდა გახდეს, ამიტომ გამოიყენეთ ეს ღამის აქსესუარი.
იმისათვის, რომ ძილის ჰორმონი - მელატონინი - ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობით გამოიმუშაოს, საჭიროა სრული სიბნელე, რომლის უზრუნველყოფაც ნიღაბს შეუძლია. ასევე, არ მოიხსნათ აქსესუარი, მაშინაც კი, თუ ღამით გაიღვიძებთ. უეცარი გამოღვიძებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანი კვლავ დაიძინებს, რადგან ნიღბის წყალობით ორგანიზმს საკმარისი მელატონინი ექნება.
გასათვალისწინებელია, მხრის სახსრის ტკივილის შემთხვევაში თუ რომელია ძილის სამკურნლო პოზა. ამ დროს საუკეთესო ვარიანტია გვერდზე ძილი.