ზაფხულის 5 სიამოვნება, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულის 5 სიამოვნება, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს

  1. დალიეთ ყავა მეგობრებთან ერთად საზაფხულო ვერანდაზე

პირველ რიგში, მზის სხივები და მისი საშუალებით გამომუშავებული D ვიტამინი კარგია ჩვენი იმუნიტეტისთვის: და რაც უფრო ნაკლებად ვავადდებით, მით უფრო დიდხანს ვცოცხლობთ.

მეორეც, მეგობრებთან ურთიერთობა ცხოვრებას სიხარულით ავსებს (და ადამიანები, რომლებიც ყველაზე რთულ სიტუაციებში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, პესიმისტებზე დიდხანს ცოცხლობენ).

და ბოლოს, მესამე, ყავა თავად ახანგრძლივებს სიცოცხლეს: დღეში ორი ფინჯანი ყავა სიცოცხლის ხანგრძლივობას 9 წუთს მატებს. ეს ყველაფერი განპირობებულია ყავის ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომელიც ამცირებს დიაბეტის, კიბოს და გულის დაავადებების რისკს.

სხვათა შორის, უკოფეინო ყავაც მოქმედებს!

  1. უფრო ხშირად დაკავდით სექსით

ზაფხულში ჩვენი ლიბიდო უფრო ძლიერდება და უფრო ხშირად გვინდა სექსი. შესაბამისად, არ უნდა მოაკლოთ საკუთარ თავს ეს სიამოვნება! რეგულარულმა და ხშირმა (კვირაში რამდენჯერმე მაინც) სექსმა შეიძლება რამდენიმე წლით გაახანგრძლივოს ჩვენი სიცოცხლე - მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სექსი ორგაზმით დასრულდება.

ოქსიტოცინი, რომელიც სექსის დროს გამოიყოფა, ხელს უწყობს სტრესის მოხსნას, ამცირებს ჰორმონ კორტიზოლის დონეს და ინარჩუნებს ჩვენი გულის ჯანმრთელობას - ძალიან სასარგებლო აქტივობაა!

  1. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის გამოყენება

კანის კიბო უფრო მეტ ადამიანს აწუხებს, ვიდრე ამ დაავადების ყველა სხვა ფორმა ერთად. ყოველ საათში მსოფლიოში ამ დაავადებით ერთი ადამიანი იღუპება.

მზისგან დამცავი კრემის და სათვალის გამოყენება არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ დაავადების რისკის შესამცირებლად.

ნუ ჩაიყენებთ თავს ზედმეტი რისკების ზემოქმედების ქვეშ!

  1. წადით საყიდლებზე

დადგენილია, რომ მათ, ვინც ყოველდღე დადის საყიდლებზე, ნაადრევი სიკვდილის მნიშვნელოვნად დაბალი შანსი აქვთ. როგორც ტაივანში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 65 წელს გადაცილებული 2000 მამაკაცი და ქალი მონაწილეობდა. კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც მოზრდილ ასაკში დამოუკიდებელი შოპინგით ტკბობას ამჯობინებდნენ, 28%-ით ჰქონდათ გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობის შანსი.

სოციალური ურთიერთობები, ფიზიკური აქტივობა და მეხსიერების მუდმივი ვარჯიში ის სამი ფაქტორია, რაც ორგანიზმს ამუშავებს და სიბერეს უწევს წინააღმდეგობას. შოპინგი არა მხოლოდ სასიამოვნოა, არამედ ძალიან, ძალიან სასარგებლოც!

  1. ითამაშეთ სუფთა ჰაერზე

რამდენიმე ფაქტორის ერთდროულად კომბინაცია: ფიზიკური აქტივობა (რაც უფრო მეტს ვმოძრაობთ, მით უფრო დიდხანს ვიცოცხლებთ), სუფთა ჰაერი და მზე, მეგობრებთან ურთიერთობა და ასევე სტრესის შემცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის.

ასე რომ, ისიამოვნეთ ზაფხულით - და ცხოვრებით ერთდროულად!