როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ზურგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ზურგი

ესპანეთის ხერხემლის პრობლემების საზოგადოების (GEER) ექიმებმა ხანგრძლივი ფრენის მსურველ ადამიანებს რჩევები მისცეს, თუ როგორ შეინარჩუნონ ჯანსაღი ზურგი. მათ სიტყვებს გამოცემა Infosalus ციტირებს.

„ადექით, როცა ნებას დაგრთავენ, იარეთ დერეფანში, გააკეთეთ წრიული მოძრაობები ტერფებით და მსუბუქი გაჭიმვა. რეკომენდებულია კისრისა და მხრების მსუბუქი მოხრა ჯდომისას ან დგომისას, ტორსის ბრუნვა, ბარძაყისა და წვივის კუნთების დაჭიმვა“, - აცხადებენ ექიმები.

ასევე, ექსპერტების აზრით, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად პერიოდულად ღირს ქუსლებისა და ფეხის თითების აწევა. ფრენის დროს და მის შემდეგ დიდი რაოდენობით საკვების მიღება უარყოფითად მოქმედებს ზურგის ჯანმრთელობასა და საერთო კეთილდღეობაზე, ხოლო წყალი, პირიქით, დაგეხმარებათ ფრენის უფრო ადვილად გადატანაში. დასკვნის სახით, GEER-ის ექსპერტები დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე რამდენიმე წუთით გასეირნებას გვირჩევენ.

ვისთან ერთადაა საშიშია თვითმფრინავით ფრენა

ასეთმა ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ ფრენას.

თვითმფრინავით ფრენა მგზავრობის ყველაზე სწრაფი გზაა, მაგრამ არა ყველაზე უსაფრთხო ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. განსაკუთრებით საშიშია ტურბულენტობა და წნევის ვარდნა. ამიტომ, უმჯობესია თვითმფრინავში ასვლამდე წინასწარ იცოდეთ ყველა რისკი.

რა არის თვითმფრინავში სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი?

ყველაზე ხშირად, ადამიანები თვითმფრინავში თრომბოზის გამო იღუპებიან. წნევის ვარდნისა და ჰაერში ჟანგბადის შემცველობის შემცირების გამო, გულზე დამატებითი დატვირთვა იქმნება, რის გამოც ტრაგედიები ხდება.

სალონში მშრალი ჰაერი ხელს უწყობს სისხლის შესქელებას. გარდა ამისა, ფრენის დროს ადამიანი რამდენიმე საათის განმავლობაში პრაქტიკულად უმოძრაოდ ზის, რაც სისხლის სტაზს იწვევს. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს თრომბების - სისხლის კოლტების წარმოქმნაზე, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ვენის ან არტერიის დახშობა და ინსულტის, ინფარქტის, ფილტვის ემბოლიის გამოწვევა.

სამეცნიერო ჟურნალ Thieme Medical Publishers-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მათ, ვინც რეგულარულად მოგზაურობს დიდ ან საშუალო დისტანციებზე, თრომბოზის 2-4-ჯერ მაღალი რისკი აქვთ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, იშვიათი ფრენებიც კი შეიძლება კატასტროფით დასრულდეს.

მგზავრებს შორის ვინ არის რისკის ქვეშ?

თვითმფრინავში თრომბოზის მაღალი რისკი არსებობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჭარბი წონის, სისხლის შედედებისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანებში, ასევე ხანდაზმულ მოგზაურებში. ამიტომ, ორსულმა ქალებმა, ფრენამდე უნდა მიმართონ ექიმს, ასევე მათაც, ვისაც აწუხებს:

  • დიაბეტი;
  • სისხლის შედედების დარღვევები;
  • სასუნთქი გზების პათოლოგია;
  • ვარიკოზული ვენები;
  • ქრონიკული ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;
  • გულ-სისხლძარღვთა დარღვევები.

ვინ უნდა მოერიდოს ფრენას?

ზოგიერთ შემთხვევაში, უმჯობესია უარი თქვათ ფრენაზე და აირჩიოთ მანქანით ან მატარებლით მგზავრობა.

სასუნთქი გზების გარკვეული დაავადებების, ფსიქიატრიული დარღვევების, ფეხების ღრმა ვენების თრომბოზის, შიდა და შუა ყურის დაზიანების, მაღალი ქალასშიდა წნევის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ფრენისგან თავის შეკავება.

საჰაერო მგზავრობის უკუჩვენებებია ბოლო დროს გადატანილი ინფარქტი, ინსულტები და ოპერაციები. მოგზაურობისთვის მომზადებისას, უნდა იფიქროთ არა მხოლოდ თქვენს კეთილდღეობაზე, არამედ მათზედაც, ვინც ფრენისას თქვენთან ახლოს ზის. ამიტომ, უმჯობესია ფრენის გადადება, თუ ადამიანს აქვს გრიპი ან სხვა ინფექცია, რომელიც გადადის საგნებით ან ჰაერწვეთოვანი გზით.

პირველ რიგში, ფრენა უარყოფითად იმოქმედებს მის ჯანმრთელობაზე, გაამწვავებს უსიამოვნო სიმპტომებს და მეორეც, თვითმფრინავის ვიწრო სალონში, მშრალ ჰაერში, ვირუსები და ბაქტერიები ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ერთ ავადმყოფ მგზავრს შეუძლია ადვილად დააინფიციროს მრავალი სხვა მგზავრი.

რა უნდა გააკეთოთ, თუ თვითმფრინავში თავს ცუდად გრძნობთ

თვითმფრინავში ჯანმრთელ ადამიანმაც კი შეიძლება თავი ცუდად იგრძნოს. ხანგრძლივმა ფრენამ შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ნორმალური მოვლენაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

სალონში მშრალი ჰაერი აშრობს ორგანიზმს, ადამიანი თავს ცუდად გრძნობს: ცხვირსა და თვალებში სიმშრალის შეგრძნება აქვს, კანი კი დაჭიმულია. წნევის უეცარმა ცვლილებებმა შეიძლება ყურებსა და ცხვირში შეგუბება გამოიწვიოს. ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს თავის ტკივილს და მეტეორიზმს, ხოლო იძულებითი უმოძრაობა - ფრხების შეშუპებას და სიმძიმეს.

თუმცა, თუ მგზავრი გრძნობს, რომ მისი ჯანმრთელობა უარესდება, მაშინ არ არის საჭირო თავგანწირვა და ტკივილის ატანა. უპირველეს ყოვლისა, უნდა შეატყობინოთ ბორტგამცილებელს პრობლემის შესახებ.

თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები გაწვრთნილები არიან პირველადი დახმარების გაწევისთვის და თვითმფრინავში ყოველთვის არის პირველადი დახმარების ნაკრები. თუ მგზავრი ფრენის დროს თავს ცუდად გრძნობს, მაშინ საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაეხმაროთ ადამიანს უფრო კომფორტულად დაჯდომაში ან დაწოლაში, შეუხსნათ მჭიდრო ტანსაცმელი, შესთავაზოთ წყალი.

მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟმა იცის, როგორ გაუწიოს პირველადი დახმარება, ჰაერში სრული სამედიცინო დახმარების გაწევა მათ არ შეუძლია. ნებისმიერი ქრონიკული დაავადების გამწვავებამ შეიძლება ტრაგედია გამოიწვიოს, ამიტომ რისკების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურობის წინ თქვენი ჯანმრთელობის შეფასება.