საზიანოა თუ არა კოღოს ნაკბენის მოქავება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზიანოა თუ არა კოღოს ნაკბენის მოქავება?

როდესაც კოღო გვკბენს, ჩვენი ორგანიზმი მწერის ნერწყვს უცხო ნივთიერებად აღიქვამს. ეს იმუნური სისტემის რეაქციას იწვევს.

ნაკბენის შემდეგ მოქმედებაში მოდის ჰისტამინი, ორგანული ნაერთი. მას იმუნური სისტემა გამოიმუშავებს, რაც ზრდის სისხლის მიმოქცევას და დაზიანებული ადგილის გარშემო ლეიკოციტების რაოდენობას - ეს იწვევს ქავილს და შეშუპებას.

ნაკბენის მოქავებისას, კიდევ უფრო მეტად რატომ გვინდა მოქავება?

ნაკბენის ადგილის მოქავება მსუბუქ ტკივილს იწვევს, ამიტომ ზურგის ტვინის ნეირონები ტკივილის სიგნალებს გადასცემენ ტვინს და არა ქავილის სიგნალებს. თუმცა, შემდეგ ტვინი ტკივილის შესამსუბუქებლად გამოყოფს სეროტონინს, რაც ააქტიურებს ზურგის ტვინის გარკვეულ ნეირონებს, რაც ქავილის კიდევ უფრო ძლიერ შეგრძნებას იწვევს.

კანის დაზიანება ქავილის გაძლიერების კიდევ ერთი მიზეზია. როდესაც კანი დაზიანებულია, ორგანიზმის ანთების საწინააღმდეგო ფუნქცია აქტიურდება, რაც ამძიმებს ქავილს სენსორული ნერვული ბოჭკოების სტიმულირებით. ამგვარად, ნეირონები ტკივილის სიგნალებს ტვინს გადასცემენ და ჩვენი სხეული საპასუხოდ ტკივილგამაყუჩებელ ქიმიურ ნივთიერებებს აგზავნის და ეს მოქმედება სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს.

kogo.jpgkogo.jpg

ქავილის ზიანის შესახებ

ქავილით ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს არ მივაყენებთ, მაგრამ ნაკბენი ადგილის მოქავება ანთებას ზრდის. ეს, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტ ქავილს იწვევს - იქმნება მანკიერი წრე. მოქავება აზიანებს კანს, ამიტომ კანის დაზიანებულ ადგილებში ბაქტერიების შეყვანის რისკი იზრდება.

თუ დაზიანებული ადგილი ინფიცირებულია, ის გაცილებით მეტად მოიქავება და შეხორცებას მეტი დრო დასჭირდება. ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ: ასეთ სიტუაციებში უმჯობესია ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება ან მალამოების გამოყენება, რომლებიც სპეციალურად მწერის ნაკბენისგან გამოწვეული ქავილის შესამსუბუქებლად არის შექმნილი.

ფუმიგატორისა და რეპელენტის გარეშე: როგორ დავიცვათ თავი ღამით კოღოებისგან

ღამით კოღოს ნაკბენი არ არის ისეთი საშინელი, როგორც უსიამოვნო წუილის ხმა, რომელიც ხელს უშლის ძილს.

თუ არ გაქვთ დაყენებული კოღოს საწინააღმდეგო ბადეები და არ გსურთ რეპელენტების ან ფუმიგატორის გამოყენება, სცადეთ ეს საშუალებები რომ დაიცვათ თავი და ძილი კოღოებისგან.

დაიძინეთ წინდებში

კოღოებს ოფლის სუნი იზიდავთ – ეს ცნობილი ფაქტია. ფეხები ყველაზე მეტად ღამით ოფლიანდება. ძილის წინ ჩაიცვით რბილი, ოფლის შთამნთქმელი ქსოვილისგან დამზადებული სუფთა წინდები: და თქვენი ტერფები კოღოებისთვის ნამდვილად შეუმჩნეველი გახდება.

შხაპის მიღება

კიდევ ერთხელ, ოფლისა და რძემჟავას სუნი ყველაზე სასურველი კოქტეილია კოღოებისთვის. მიიღეთ შხაპი ძილის წინ და კარგად გაიმშრალეთ კანი.

გამოიყენეთ სუნამო

კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტი: კოღოებს სძულთ სუნამოები ძლიერი ყვავილოვანი ან ხილის სურნელებით. სინამდვილეში, ისინი მოქმედებენ მათზე ისეთივე ეფექტურად, როგორც სპეციალიზებული სპრეი-რეპელენტი, რაც უზრუნველყოფს დაცვას გამოყენების შემდეგ ორ საათამდე.

სხვათა შორის, სუნამო შეგიძლიათ დააპკუროთ არა კანზე, არამედ თეთრეულზე.

შეიძინეთ მაგიდის ვენტილატორი

და მოათავსეთ საწოლის მაგიდაზე (ოღონდ ისე, რომ ჰაერის ნაკადი თქვენგან იყოს მიმართული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაცივდეთ).

  • უპირველეს ყოვლისა, თეთრი ხმაური, რომელსაც გაშვებული ვენტილატორი გამოსცემს, თავისთავად მოგერიებს საზიზღარ მწერებს.
  • და მეორეც, ჰაერის უმნიშვნელო მოძრაობაც კი საკმარისია, რომ არ მოგიახლოვდნენ და არ დაგკბინონ.

...და სინათლის მაღვიძარა

ცირკადული რითმები არსებობს არა მხოლოდ ჩვენში, არამედ მწერებშიც. კოღოები ყველაზე აქტიურები არიან შებინდებისას და გათენებამდე, მაგრამ ჩვენთვის საბედნიეროდ, მათი ბიოლოგიური საათი ადვილი მოსატყუებელია: უბრალოდ აანთეთ კაშკაშა შუქი 10 წუთის განმავლობაში შუაღამისას. გამოცემა Parasites and Vectors-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ათწუთიანი სინათლის პულსი საკმარისი იყო კოღოს აქტივობის შესაჩერებლად 4 საათის განმავლობაში.