რატომ იწვევენ კონდიციონერები მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს და თავის ტკივილს?
კონდიციონერების არასწორი გამოყენება საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, მათ შორის შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, თავის ტკივილი, ალერგია და სხვა პრობლემები.
კეთილდღეობაზე ეს გავლენა აიხსნება იმით, რომ კონდიციონერის მუშაობა იწვევს ჰაერის ტენიანობის შემცირებას. ამავდროულად, თუ ეს მაჩვენებელი 40%-ზე ნაკლებია, მაშინ ხდება ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის დეჰიდრატაცია, ანუ ცხვირისა და ყელის ლორწოვანი გარსი შრება და კარგავს დამცავ ფუნქციას.
მშრალი ჰაერი ამცირებს ლორწოს გამომუშავებას და ანელებს სასუნთქი გზების ლორწოვან ზედაპირზე არსებული უმცირესი წამწამების მუშაობას, რაც აადვილებს ვირუსების, მათ შორის რინოვირუსების და კორონავირუსების, ორგანიზმში შეღწევას.
როდესაც კონდიციონერი ჩართულია, ადამიანები ხშირად განიცდიან ტემპერატურის უეცარ ცვლილებებს სიცხიდან გრილ ოთახში გადასვლისას. ეს ზრდის კაპილარული სპაზმების რისკს თავისა და კისრის არეში, რაც თავის ტკივილს იწვევს. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ნეიროვეგეტატიური რეგულაციის დარღვევის მქონე ადამიანები. თუ ასეთი ზემოქმედება მუდმივად ხდება, შეიძლება განვითარდეს მეორეული იმუნური დისფუნქციები, რომელთა მიმართ ორგანიზმი მგრძნობიარე გახდება. ასეთია ორგანიზმის მგრძნობელობის მომატება ARVI (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია) მიმართ.
კიდევ ერთი რისკ-ფაქტორია ალერგენების და პათოგენური მიკროორგანიზმების გავრცელება. მაგალითად, ლეგიონელას (Legionella) ბაქტერია - მიკროორგანიზმი, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს სისტემის შიგნით მაღალი ტენიანობის გამო და შემდეგ გამოიწვიოს პნევმონიის მძიმე ფორმები. ამის პრევენცია შესაძლებელია კონდიციონერების რეგულარული გაწმენდით, რის გამოც მათში ბიოლოგიური დამაბინძურებლები აღარ დაგროვდება.
კონდიცირებული ოთახიდან სიცხეში უეცრად გასვლისას იზრდება სითბური დარტყმის რისკი
კონდიციონერმა შეიძლება გააუარესოს იმუნური სისტემის ფუნქციონირება.
კონდიციონერს შეუძლია გაზარდოს სხეულის მგრძნობელობა სითბოს მიმართ, თუ დიდხანს დავტოვებთ მას ჩართულ მდგომარეობაში. კონდინციონერით გაგრილებული ოთახიდან გარეთ გასვლისას ადამიანს შეიძლება დაემართოს სითბური დარტყმა ტემპერატურის ძლიერი კონტრასტის გამო.
ასეთი შედეგები ყველაზე საშიშია ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და თერმორეგულაციის დარღვევები. ამ შემთხვევაში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება იწვევს არტერიული წნევის მატებას და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებს. გარდა ამისა, ცივმა ჰაერმა შეიძლება გააუარესოს იმუნური სისტემის ფუნქციონირება.
ამის თავიდან ასაცილებლად, კონდიციონერი ისე უნდა ვამუშაოთ, რომ სხვაობა გარე და შიდა ტემპერატურას შორის არ აღემატებოდეს ხუთ-შვიდ გრადუსს.
როგორ დავიცვათ თავი სიცხეში და შევინარჩუნოთ კარგი განწყობა
ვინც ცუდად იტანს სიცხეს, უნდა ატაროს ბამბის ქსოვილის ტანსაცმელი.
სამოსი უნდა ატარებდეს ჰაერს და ტენს, რათა ზედმეტი ტენი დაუბრკოლებლად გამოვიდეს ორგანიზმიდან.
სითბური დარტყმის თავიდან ასაცილებლად უნდა მივიღოთ მეტი წყალი მცირე მოცულობის ულუფებად ქუჩაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. დღეში დაახლოებით 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ.
ცხელ ამინდში ყველაზე საშიში დროა 12-დან 18 სთ-მდე პერიოდი. ამ დროს სჯობს არ გამოვიდეთ ქუჩაში და დავრჩეთ კარგად განიავებულ შენობაში.
ასევე მნიშვნელოვანია ოთახის გასაგრილებლად კონდენციონერის სწორად გამოყენება. მოწყობილობაზე ტემპერატურა უნდა იყოს გარემოს ტემპერატურაზე 5 გრადუსით ნაკლები.
სიცხეში უნდა მოვერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას, რადგანაც კუნთები დამატებით სითბოს გვანიჭებს.
როგორ გავაგრილოთ სიცხეში სახლი კონდენციონერის გარეშე
გთავაზობთ კონდიციონერის გარეშე სახლის გაგრილების რამდენიმე საშუალებას:
დაბნელება
პირველ რიგში წინაღობა უნდა შევუქმნათ მზის სხივებს, რადგანაც მზის სინათლე აცხელებს სახლს. სწორედ ფანჯრები ატარებს ბინაში ყვლაზე მეტ სინათლეს, ამიტომ ძალისხმევის კონცენტრირება მასზე უნდა მოვახდინოთ.
- ფარდები - გამოიყენეთ ღია ფერის ქსოვილის ფარდები, ის რადგანაც უკეთესად აირეკლავს სინათლეს;
- ჟალუზი - რკინის ან ქსოვილის. მისი საშუალებით შესაძლებელია სინათლის 90%-ის შეკავება.
ფარდების ფანჯრებზე ჩამოფარება რეკომენდებულია დილის 07:00-08:00სთზე. სწორედ ამ დროიდან მზის სხივები იწყებს სახლის გაცხელებას.
ვენტილატორები და დამატენიანებლები
ვენტილატორი საკმოდ ბიუჯეტური საყოფაცხოვრებო ტექნიკაა. ვენტილატორი უნდა გამოვიყენოთ დახურული და ფარდებჩამოფარებული ფანჯრებში. მეტი ეფექტისათვის ვენტილატორის წინ დავდგათ ყინულიანი ჭურჭელი ან ბოთლი ცივი წყლით. ვენტილატორის მიერ დაბერილი ჰაერის ნაკადის წყალობით ცივი ორთქლი გავრცელდება ოთახში და გააგრილებს მას.
სიცხეში გაგრილება ასევე შესაძლებელია დამატენიანებლით. ის ერთდროულად ასუფთავებს და ატენიანებს ჰაერს წლის ფილტრის საშუალებით.
ყინულიანი ჭურჭელი ან ბოთლი ცივი წყლით შეიძლება დავდგათ ფანჯრის რაფაზე. ეს გარედან შემოსული ჰაერის გაგრილებას შეუწყობს ხელს.
ბინის განიავება
სიცხისგან დაგვიცავს ასევე სახლის სწორი განიავება, რომელიც გარკვეულ დროს უნდა მოვახდინოთ როდესაც ტემპეტრატურა მინიმალურია.
სველი წესით დალაგება და მცენარეები
სიცხეში უმჯობესია შევამციროთ სახლში ტექსტილის როადენობა (ხალიჩები, პლედები და მსგავსი საგნები), რადგანაც ისინი იზიდავენ სითბოს. რეგულარულად დავალაგოთ სახლი სველი წესით. ამით დავატენიანებთ ჰაერს და გავაგრილებთ სახლს. გაგრილებას ხელს უწყობს ასევე ოთახის მცენარეები. ისინი არა მარტო ასუფთავებენ, არამედ ატეენიანებენ ჰაერს.
იზოლაცია
საყოფაცხოვრებო და ელექტრონული მოწყობილობები გამოიმუშავებენ სითბოს და აცხელებენ ჰაერს. განსაკუთრებით ეს ზაფხულში შეიგრძნობა. ამიტომ სიცხეში რაც შეიძლება ნაკლებად ისარგებლეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
სითბო ყველაზე მეტად გამოიყოფა სამზარეულოში - ქურა, ჰაერღუმელი, ჩაიდანი. სწორედ ამის გამო ზაფხულში სამზარეულო ნამდვილ აბანოდ იქცევა. რეკომენდებულია სამზარეულოს განიავება, ხოლო საჭმლის მომზადების მომენტში საჭიროა მისი იზოლირება სხვა ოთახებისგან კარების საშუალებით.