როგორ გრძნობს ადამიანი თავს თრომბოზის დროს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გრძნობს ადამიანი თავს თრომბოზის დროს?

როდესაც ვსაუბრობთ ვენების თრომბოზზე, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რომელ ვენურ თრომბოზზეა საუბარი - ზედაპირულ თუ ღრმა ვენების თრომბოზზე, რადგან ამ მდგომარეობების მკურნალობის ტაქტიკა ფუნდამენტურად განსხვავებული იქნება მრავალი თვალსაზრისით.

ზედაპირული ვენების თრომბოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც თრომბების წარმოიქმნა ხდება ზედაპირულ ვენებში, რასაც შეითლება თან ახლდეს კანისა და კანქვეშა ქსოვილის ანთებითი რეაქციის განვითარება.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ მდგომარეობას ტერმინით „თრომბოფლებიტი“ იხსენიებდნენ.

თრომბოფლებიტი ყველასათვის კარგად ცნობილი ქვედა კიდურების ვარიკოზული ვენების ერთ-ერთი გართულებაა, თუმცა ზედაპირული ვენების თრომბოზი შეიძლება განვითარდეს ისეთ ვენებშიც, რომლებსაც არ აქვთ ვარიკოზული ტრანსფორმაცია. აქ შეიძლება იყოს ბევრი ნიუანსი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.

როგორ შეიძლება გამოვლინდეს ზედაპირული ვენების თრომბოზი?

უპირველეს ყოვლისა, ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი ანთებითი რეაქცია ზედაპირული სისხლძარღვის შეზღუდულ სეგმენტში ანთების დამახასიათებელი სუბიექტური სიმპტომებით (ტკივილი, კანის სიწითლე, ქვედა კიდურის შეშუპება, კანის ტემპერატურის ადგილობრივი მატება).

ამ ნიშნებიდან გამომდინარე შეიძლება თრომბოფლებიტზე ეჭვის მიტანა. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ზოგადი სისუსტე და სხეულის ტემპერატურის მომატება.

გაცილებით დიდი პრობლემაა ღრმა ვენების თრომბოზი.

ღრმა ვენების თრომბოზის კლინიკური სურათი არის ნიშნების საკმაოდ ფართო სპექტრი: სიმპტომების სრული არარსებობიდან (რაც შეინიშნება წვივის ღრმა ვენების თრომბოზის დროს), ტკივილამდე, კუნთების დაძაბულობამდე, ფეხის მოძრაობის დიაპაზონის დაქვეითებამდე, შეშუპებამდე. მთელი ქვედა კიდური (ისე, რომ მისი მოცულობა შეიძლება იყოს 1,5–2 ან მეტჯერ მეტი, ვიდრე მეორე ფეხი).

ღრმა ვენების თრომბოზის კლინიკური გამოვლინების სიმძიმე დაკავშირებულია თრომბის სიგრძესთან და მისი ლოკალიზაციის ანატომიურ სეგმენტთან - ანუ იმ ადგილთან, სადაც ის მდებარეობს. ვითარების არახელსაყრელ პირობებში წარმართვისას, ღრმა ვენების თრომბოზმა შეიძლება გამოიწვიოს ფეხის გალურჯება, კიდურის განგრენა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.

ზედაპირული ან ღრმა ვენების თრომბოზის ოდნავი ეჭვის შემთხვევაში - ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს! იდეალურ შემთხვევაში, მიმართეთ სისხლძარღვთა ქირურგს, ფლბოლოგს ან ზოგად ქირურგს.

მთავარია არ დაკარგოთ დრო! რაც უფრო ადრე დადგინდება მიზეზი და დიაგნოზი, მით უფრო მალე დაინიშნება საჭირო მკურნალობა, ასევე უფრო ეფექტური იქნება თერაპია და რეაბილიტაცია.