ექიმმა განმარტა, სხეულის როგორი მასის დროს  არის ადამიანის სახე ყველაზე მიმზიდველი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმმა განმარტა, სხეულის როგორი მასის დროს არის ადამიანის სახე ყველაზე მიმზიდველი

ადამიანთა სახეები უფრო მიმზიდველად აღიქმება, თუ სხეულის მასის ინდექსი (BMI) ნორმალურ დიაპაზონშია, 18,5-დან 24,9 ერთეულამდე. ამის შესახებ WellnessPulse-ს ამერიკელმა პლასტიკურმა ქირურგმა ლეონარდ გროსმანმა განუცხადა.

ექსპერტის აზრით, სახის ფორმასა და სტრუქტურას დიდწილად გენეტიკა განსაზღვრავს და ასაკთან ერთად შეიძლება შეიცვალოს. ახალგაზრდა ასაკში, განსაკუთრებით ნორმალური ან ოდნავ მომატებული წონის მქონე ადამიანებში, ლოყის მიდამოში ხშირად ნარჩუნდება ეგრეთ წოდებული „ბავშვობის ცხიმი“. ასაკთან ერთად მისი რაოდენობა ჩვეულებრივ მცირდება, რაც სახეს უფრო გამოხატულ კონტურებს აძლევს. ლოყაზე ცხიმის მოცილების პროცედურების პოპულარობის მიუხედავად, დოქტორი გროსმანი გვაფრთხილებს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი შევიკავოთ.

ის, რაც ახლა „ზედმეტად“ გვეჩვენება, ხშირად თავისთავად ქრება ასაკთან ერთად“, - განმარტა ექიმმა.

ექსპერტმა დასძინა, რომ გარეგნობის მიმზიდველობის აღქმა არ არის დაკავშირებული სახეზე ცხიმის ხაზოვან რაოდენობასთან. ეს ნიშნავს, რომ მისი სიჭარბე, ისევე როგორც გამოხატული დეფიციტი, დაკავშირებულია ჯანმრთელობის პრობლემების ნიშნებთან და არღვევს ნაკვთების ჰარმონიას.

დოქტორმა გროსმანმა ასევე მოიხსენია საერთაშორისო კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ყველაზე მიმზიდველი სახეებია ცხიმის ფენის ოპტიმალური სისქის მქონე სახეები. ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკისა და მალაიზიის მეცნიერთა მუშაობამ დაადასტურა, რომ სახეზე ცხიმის ჯანსაღი რაოდენობა ასოცირდება 18,5-24,9 BMI-სთან.

სხეულის მასის ინდექსი (Body Mass Index, BMI) არის მარტივი ანთროპომეტრიული ფორმულა, რომელიც გამოიყენება სხეულის წონის შესაბამისობის შესაფასებლად სიმაღლესთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით, BMI 18,5-დან 24,9 ერთეულამდე მაჩვენებელი, შეესაბამება ნორმას.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ სილამაზის აღქმა ასევე დამოკიდებულია სახის ამა თუ იმ ნაკვთების გავრცელების სიხშირეზე: ნაცნობი ტიპაჟები უფრო მიმზიდველად გამოიყურება შეცნობის ეფექტის გამო.

ჭარბი წონის ადამიანები გამხდარ ინდივიდებზე ბედნიერები არიან?

აღიარებულია, რომ ჭარბი წონა ადამიანის განცდებთან, საკუთარი თავის უკმაყოფილებასა და ჯანმრთელობის პრობლემებთანაა დაკავშირებული, რაც ზოგადად ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.

თუმცა, როგორც ბრისტოლის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ აჩვენა, ჭარბწონიანი ადამიანები, მიუხედავად კიბოს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების და დიაბეტის მომატებული რისკისა, თავს უფრო ბედნიერად მიიჩნევენ.

კვლევის საფუძველი გახდა Biobank-ის მონაცემების ანალიზი, რომელშიც 40-70 წლის ასაკის ნახევარი მილიონი ქალისა და მამაკაცის გენოტიპი და ფენოტიპი ინახება. გამოვლინდა სხეულის მასის ინდექსს, ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ სიჯანსაღეს შორის ცალსახა კავშირი.

  • აღმოჩნდა, რომ მაღალი მასისი ინდექსის მქონე ადამიანებს მაღალი წნევის, დიაბეტის განვითარების მომატებული რისკი აღენიშნებათ, რამაც უნდა დააქვეითოს ცხოვრების ხარისხი. ამასთან, სქესობრივი მომწიფება მათთან უფრო ნაადრევად ხდება. მიუხედავად ამისა, ჭარბწონიანი ადამიანები, ნაკლებად არიან მიდრეკილი სტრესისადმი და, ზოგადად, მეტად კმაყოფილები არიან ცხოვრებით.

ექსპერტები ამ ფაქტს ასე ხსნიან: მსუქანი ადამიანები საკმარისი რაოდენობით ღებულობენ ვიტამინებსა და საკვებ ნივთიერებებს, რაც ცხოვრებისეული პრობლემების მიმართ, გამხდრებთან შედარებით, მათ მდგრადობას ზრდის.