მარტოხელა ადამიანები ზედმეტად კვებავენ საკუთარ კატებსა და ძაღლებს
მარტოხელა მეპატრონეები უფრო მეტად ავლენენ ზრუნვას თავიანთ შინაურ ცხოველებზე საკვების საშუალებით: ყოველი მესამე აძლევს საკვებს საკუთარ შინაურ ცხოველს დღეში ორჯერ ან უფრო ხშირად - 11%-ით მეტს, ვიდრე ისინი, ვინც თავს მარტოსულად არ გრძნობს.
მკვლევარების კითხვებს უპასუხა 2400 რესპონდენტმა, კვლევის მონაწილეთაგან 1779 არის კატების ან/და ძაღლების პატრონი.
როგორც გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ მარტოხელა ადამიანები უფრო ხშირად კვებავენ საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს, არამარტოხელა მეპატრონეები უფრო აქტიურად ურთიერთობენ შინაურ ცხოველებთან: 74% მათთან ყოველდღიურად თამაშობს. მარტოხელები ცხოველებთან ყოველდღიურ თამაშებს ნაკლებ დროს უთმობენ და ეს ციფრი შეადგენს - 66%.
გემრიელობებით გადაჭარბებული გამასპინძლება ხშირად ხდება შინაური ცხოველისადმი ზრუნვისა და სიყვარულის გამოვლენის საშუალება. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ცხოველის გადაჭარბებულმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სიყვარულის გამოხატვა სხვა გზითაც შეგიძლიათ - ერთობლივი თამაშებით, სეირნობით, სიყვარულით და შინაური ცხოველის კეთილდღეობაზე ყურადღების მიქცევით.
ჭარბი წონა აღიარებულია შინაური ცხოველების გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და თირკმელების დაავადებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რაც მნიშვნელოვნად აისახება შინაური ცხოველის სიცოცხლის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე.
ასევე, გამოკითხვის დროს გაირკვა, რომ რაც უფრო აქტიურია შინაური ცხოველის პატრონის ცხოვრების წესი, მით უფრო აქტიურია შინაური ცხოველი. მფლობელები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ ან ეწევიან აქტიურ ცხოვრების წესს, უფრო ხშირად თამაშობენ შინაურ ცხოველთან და წვრთნიან მას: აქტიურ მეპატრონეებს შორის 73% თამაშობს ცხოველთან ყოველდღე, ხოლო 47% ვარჯიშობს კვირაში რამდენჯერმე. ნაკლებად აქტიურ ადამიანებს შორის ეს მაჩვენებლები უფრო დაბალია - შესაბამისად 67 და 31%.
გარდა ამისა, აქტიური ცხოვრების წესის მქონე მფლობელებს შორის ჭარბწონიანი შინაური ცხოველების წილი 18%-ია, ხოლო ნაკლებად აქტიურებს შორის - 23%.
რაც შეეხება შინაურ ცხოველებთან დასვენებას, რესპონდენტები ირჩევენ:
- სახლში დასვენება — 35%;
- თამაშები— 24%;
- სეირნობა— 17%;
- ფილმების ყურება — 6%;
- წვრთნა— 4%;
- მოგზაურობა— 4%.
როგორ უნდა ჩავატაროთ ბინის დეზინფექცია, როცა შინაური ცხოველები გვყავს
თუ სახლში არის კატა ან ძაღლი, მფლობელებმა უნდა შეიძინონ ან დაამზადონ საკუთარი სპეციალური საწმენდი საშუალებები.
ეს აუცილებელია დეზინფექციისთვის, ბაქტერიებისა და ბეწვის, ასევე მძაფრი სუნის მოსაშორებლად.
ექსპერტები გვირჩევენ, ფრთხილად მოვაშოროთ ცხოველების შარდი ზედაპირებიდან, რადგან ის შეიცავს ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიებს. სუნის მოსაშორებლად რეკომენდებულია ლაქის მოცილების შემდეგ ზედაპირზე სოდა ან დაფქული ყავა მოვაფრქვიოთ. შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.
გააჩერეთ პროდუქტი მთელი ღამის განმავლობაში, რათა შეიწოვოს სუნი და მოწმინდეთ დილით.
ასევე რეკომენდებულია წყალბადის ზეჟანგის გამოყენება, შემდეგ კი საპნის ხსნარი. ასევე იატაკი შეიძლება გაირეცხოს სპეციალური პროდუქტებით, რომლებიც იყიდება შინაური ცხოველების მაღაზიებში. ასეთი გელები და აეროზოლები ხელს უწყობს ზედაპირების დეზინფექციას და ეფექტურად აღმოფხვრის სუნს.
შეგიძლიათ დაამზადოთ იატაკის გამწმენდი საკუთარი ხელით.
- ამისათვის შეურიეთ 300 მლ ვაშლის ძმარი, 15 მლ თხევადი სარეცხი საშუალება, 5 მლ ლავანდის და ფიჭვის ეთერზეთები და 15 მლ ლიმონის ზეთი. ეს პროდუქტი ხელს უწყობს არა მხოლოდ იტაკის იმ ადგილის გაწმნედას, სადაც ცხოველის შარდი მოხვდა, არამედ მის დეზინფექციას.
ვეტერინარები გვაფრთხილებენ, რომ სასეირნოდ მყოფმა აუცრელმა და პარაზიტებზე დაუმუშავებელმა ცხოველებმა შეიძლება ქუჩიდან ადამიანებზე გადამდები დაავადებები მოიტანონ. მათ შორისაა ცოფი, ჯილეხი ან ლეპტოსპიროზი.