როგორ შევინახოთ საკვები მაცივარში სწორად
პროდუქტები უნდა ინახებოდეს მაცივარში კვების პროდუქტების სამეზობლო პრინციპით. ხილი და ბოსტნეული მოთავსებული უნდა იყოს ერთ თაროზე, ხორცი მეორეზე, თევზი მესამეზე.
კარაქი და ყველი არ უნდა შევინახოთ სოსისებთან და შებოლილ ხორცთან სიახლოვეს, რადგან ისინი სწრაფად იღებენ ხორცისა და თევზის სუნს. გარდა ამისა, ნახევარფაბრიკატები არ უნდა ინახებოდეს მზა საკვების გვერდით: უმი ხორცი და თევზი შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებს, რომლებიც შესანიშნავად გრძნობენ თავს მაცივარშიც და იღუპებიან მხოლოდ მოხარშვისას.
პური არ შეინახოთ მაცივარში, რადგან დაბალ ტემპერატურაზე ის სწრაფად ხმება და შეფუთვაში წარმოიქმნება კონდენსატი, რაც ხელსაყრელი გარემოა ობის ზრდისთვის.
რატომ არ უნდა იყიდოთ პროდუქტები, რომელთა შენახვის ვადა მალევე იწურება.
ყოველთვის არ არის შესაძლებელი ერთი შეხედვით, პროდუქტის ხარისხისა და სიახლის დადგენა, რადგან ბაქტერიები ხშირად არ მოქმედებს პროდუქტის ვიზუალურ მხარეზე, სუნსა და გემოზე.
ასეთი ვადის საკვები შეიძლება ახალი ჩანდეს, მაგრამ საჭმელად საშიშია.
მაცივარში საკვების შენახვის წესები
ხშირად ადამიანები ყიდულობენ საკვების მარაგს, მაგრამ საბოლოოდ ყრიან, რადგანაც უფუჭდებათ.
მაცივარში არ უნდა შეინახოთ:
-
კარტოფილი,
-
ზეითუნის ზეთი,
-
ბანანი,
-
პური,
-
ვაშლი,
-
ციტრუსი,
-
ავოკადო,
-
ეგზოტიკური ხილი,
-
ნიორი და ხახვი,
-
პომიდორი,
-
გოგრა,
-
შოკოლადი,
-
თაფლი,
-
გაუხსნელი კონსერვი.
გარდა ამისა, აუცილებელია საკვების ან მზა კერძების სწორად შეფუთვა.
შენახვის ყველაზე მავნე მეთოდი ცელოფანის პარკებია. მის ქვეშ კონდენსანტი ძალიან სწრაფად წარმოიქმნება, ამიტომ ბოსტნეული იწყებს ლპობას, ყველი სველდება და ხორცპროდუქტებზე იქმნება ლორწოვანი აპკი.
ცელოფანი მხოლოდ დროებით დააფარეთ კონტეინერებს მზა კერძებით, რომელთა ჭამას აპირებთ შემდეგ კვებაზე.
-
ბოსტნეული პარკის გარეშე შეინახეთ პლასტმასის სათავსოში ანტიბაქტერიული ხალიჩით,
-
მოათავსეთ მწვანილი წყალთან ერთად კონტეინერში,
-
ძეხვეული ან ყველი შეფუთეთ პერგამენტის ქაღალდში,
-
თევზი ან ხორცი შეფუთეთ ფოლგაში.
მზა კერძები ან გახსნილი კონსერვები მოათავსეთ მინის ჭურჭელში, რძე კი შუშის ქილებში ან ბოთლებში.
მძაფრი სუნის პროდუქტები, ან ისეთი საკვები, რომელიც შთანთქავს სუნს, არ უნდა განთავსდეს ერთმანეთთან ახლოს. გარდა ამისა, ნაწლავური ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უმი თევზი, ხორცი და უკვე მოხარშული კერძები ახლოს არ უნდა ინახებოდეს.
იდეალური ვარიანტია პროდუქტების ჯგუფებად შენახვა: ხორცის პროდუქტები ცალკე, რძე ცალკე, ხილი და ბოსტნეული ცალკე, მომზადებული კერძები ცალკე.
მნიშვნელოვანია გაფუჭებული საკვების რეგულარულად გამოღება მაცივრიდან, მაცივრის საკნების გარეცხვა და თაროების გასუფთავება.