15 ფაქტი მოწევის შესახებ, რომელიც მასზე უარს გათქმევინებთ
2. მოწევა ყოველწლიურად რვა მილიონზე მეტ ადამიანს კლავს, რაც ნიშნავს, რომ დედამიწაზე ყოველ ხუთ წამში, თამბაქოს მოხმარების შედეგად, ერთი ადამიანი იღუპება.
ეს მილიონით მეტია ყოველწლიურად აივ-ით, ტუბერკულოზით და მალარიით გარდაცვალების რიცხვზე.
3. მოწევა, სიცოცხლის ხანგრძლივობას, საშუალოდ,13 წლით ამცირებს.
4. ფილტვის კიბო ონკოლოგიური დაავადებებიდან მხოლოდ ერთადერთი არ არის, რომელიც შეიძლება მოწევისგან შეიძლება განვითარდეს. სხვა სიმსივნეებს მიეკუთვნება: შარდის ბუშტის, სისხლის, ძვლის ტვინის, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის, საყლაპავის, თირკმელების, ხორხის, ღვიძლის, პირის ღრუს, პანკრეასის, სწორი ნაწლავის, კუჭისა და ყელის კიბო.
5. ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მაღალი რისკის გარდა, მოწევა ასევე 200-დან 400 პროცენტამდე ზრდის გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის განვითარების შანსს.
6. მოწევა არის პრობლემა, რომელიც პირველ რიგში აწუხებს დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს. მწეველთა 80 პროცენტი ცხოვრობს მსოფლიოს ყველაზე ღარიბ და ღატაკ ქვეყნებში. შეერთებულ შტატებშიც კი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების 24,3 პროცენტი ეწევა, ხოლო სიღარიბის ზღვარს ზემოთ შემოსავლის მქონეთა 14,3 პროცენტი.
7. ჩინეთში 300 მილიონი მწეველია, რომლებიც ეწევიან დაახლოებით 1,7 ტრილიონ სიგარეტს წელიწადში, ანუ დაახლოებით სამ მილიონ სიგარეტს წუთში. მსოფლიოში ყოველი მესამე სიგარეტი მოწეულია ჩინეთში.
8. მსოფლიოში ადამიანები წუთში დაახლოებით ათ მილიონ სიგარეტს ყიდულობენ, დღეში 15 მილიარდ სიგარეტს და წელიწადში ხუთ ტრილიონ სიგარეტს.
9. თამბაქოს კვამლი შეიცავს შვიდი ათასზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან სულ მცირე 250 საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სულ მცირე 69 ნივთიერება იწვევს კიბოს. უფრო მეტიც, მათგან 11 ყველაზე საშიშ კანცეროგენების ჯგუფს მიეკუთვნება.
10. სიგარეტის კვამლი არის ბენზოლის წყარო, რომელიც იწვევს მწვავე მიელოლეიკემიას.
11. სიგარეტის კვამლი ასევე შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა რადიოაქტიური ტყვია, პოლონიუმი და ჰიდროციანმჟავა (წყალბადის ციანიდი). ეს უკანასკნელი ნაერთი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში გამოიყენებოდა გაზის კამერებში ტყვეების განადგურების მიზნით.
12. მოწევასთან დაკავშირებული რვა მილიონი სიკვდილიდან, რომელიც ყოველწლიურად ხდება მსოფლიოში, დაახლოებით 1,2 მილიონი სიკვდილი პასიური მოწევის შედეგია. თუმცა, არ არსებობს პასიური მოწევის ზემოქმედების უსაფრთხო დონე.
13. მხოლოდ 1,6 მილიარდი ადამიანი (მსოფლიოს მოსახლეობის 22%) არის კანონიერად დაცული პასიური მოწევისგან, ძირითადად მდიდარი ქვეყნების მაცხოვრებლები.
14. მოსალოდნელია, რომ თუ მოწევის წინააღმდეგ სათანადო ღონისძიებები არ განხორციელდება, თამბაქო 21-ე საუკუნეში, მსოფლიოში, მინიმუმ მილიარდ ადამიანს მოკლავს.
15. ჯანმო პროგნოზირებს, რომ ამჟამინდელი მწეველთა ნახევარი მოკვდება მოწევის შედეგად განვითარებული პათოლოგიებით.