რომელი ნუტრიენტები გვჭირდება ენერგიის წარმოებისთვის
ჯანმრთელი მიტოქონდრიები, საკმარისი ძილი, სტრესის მართვა, ვიტამინები და მინერალები.
ვიტამინები და მინერალები, რომლებიც ენერგიის წარმოქმნაში მონაწილეობენ
- B ჯგუფის ვიტამინები
ხელს უწყობენ ნახშირწყების, ცხიმების, და ცილების ენერგიად გადაქცევას
B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს: მარცვლეული, კვერცხი, რძის ნაწარმი, ხორცი.
- რკინა
ხელს უწყობს უჯრედებამდე ჟანგბადის მიტანას.
რკინით მდიდარია: ოსპი, ხორცი, ღვიძლი, კვერცხი, გოგრის თესლი, ისპანახი, შავი შოკოლადი.
- მაგნიუმი
მაგნიუმის გარეშე ATP ენერგიას ვერ გამოიმუშავებს
მაგნიუმს შეიცავს: ნუში, გოგრის თესლი, სელის და ჩიას თესლი, მზესუმზირა, წიწიბურა, შვრია, ლობიო, ავოკადო, შავი შოკოლადი.
- იოდი
არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ჰორმონების მხარდაჭერით.
იოდს შეიცავს: იოდიზირებული მარილი და ზღვის მცენარეები
- სელენი
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ჰორმონების გამართულ ფუნქციონირებას.
სელენს შეიცვას: ბრაზილიური კაკალი, კვერცხი, მზესუმზირა
- CoQ10
ეხმარება მიტოქონდრიებს ენერგიის გამომუშავებაში
CoQ10-ს შეიცავს ცხიმიანი თევზი, მარცვლეული, მიწისთხილი, შესაძლებელია დანამატის სახით მიღება.
თუმცა, ენერგიის შესაქმნელად მხოლოდ დანამატები საკმარისი არ არის, აუცილებელია ჯანსაღი და დაბალანსებული კვება.