გაფრთხილება და რჩევა ფარმაცევტისგან - რომელ სასმელებთან ერთად არ შეიძლება აბების მიღება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაფრთხილება და რჩევა ფარმაცევტისგან - რომელ სასმელებთან ერთად არ შეიძლება აბების მიღება

  • ფარმაცევტ ანდრეუ პრადოსაფრთხილებს არ მივიღოთ აბები რამდენიმე პოპულარულ სასმელთან ერთად. ამის შესახებ მან გამოცემა La Razon-ს განუცხადა.
  • როგორც პრადოსმა აღნიშნა, ანტიბიოტიკები და ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატები რძესთან ერთად არ უნდა მივიღოთ, რადგან რძეში შემავალი კალციუმი ხელს უშლის ამ მედიკამენტების მუშაობას და აქვეითებს ეფექტს. ამ მიზნით ასევე არ უნდა გამოიყენოთ ხილის წვენი, განსაკუთრებით გრეიფრუტის წვენი, რადგან მას აქვს მჟავე pH, ხოლო ზოგიერთ პრეპარატს აქვს ტუტე გარემო. რაც შეეხება ყავას, ცხელი სასმელის მოხმარებისას, მას შეუძლია შეცვალოს მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობა.
  • გარდა ამისა, სპეციალისტმა გვირჩია, არ დალიოთ ენერგეტიკული სასმელები საძილე აბებთან, სტიმულატორებთან და ლითიუმის შემცველ პრეპრატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ. ფაქტია, რომ სასმელი შეიცავს კოფეინს, რაც ხშირად იწვევს ნერვულ აღგზნებადობას, კანკალს, გაღიზიანებას და უძილობას. დაბოლოს, პრადოსმა გვირჩია მედიკამენტების მიღება მხოლოდ გაზიან ან ჩვეულებრივ წყთან ერთად.

რომელი სანელებელი საუკეთესო წონის დაკლებისა და გულის ფუნქციის გასაუმჯობესებლად

  • კვების ექსპერტ კვინტას გვირჩევს წონის დაკლებისთვის კვების რაციონში დარიჩინის ჩართვა.
  • კვების ექსპერტმა ანჯელა კვინტასმა განაცხადა, რომ დარიჩინ ეფექტურია წონის დაკლების დროს და შეუძლია გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება. მან გამოცემასთან Telva ინტერვიუში სანელებლის სხვა სასარგებლო თვისებებიც დაასახელა.

როგორც კვინტასმა განმარტა, მეცნიერთა კვლევის მიხედვით, დარიჩინი ამცირებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს, რითაც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ეს სანელებელი ასევე ამცირებს ტკბილეულისადმი ლტოლვას და დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ამიტომ მისი დახმარებით შეგიძლიათ წონაში დაკლება. გარდა ამისა, დარიჩინი ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას და ამცირებს სხვადასხვა ნეიროდეგენერაციული პათოლოგიების განვითარების რისკს, როგორიცაა მაგალითად ალცჰიმერის დაავადება.

კვინტასმა იმ ადამიანებს ურჩია, ვისაც აწუხებს ანთებასთან დაკავშირებული ტკივილი, სანელებლების კვების რაციონში ჩართვა, რადგან ის შეიცავს ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე ნაერთებს. დარიჩინი ასევე დადებითად იმოქმედებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებზე, რადგან ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. თუმცა, როგორც სპეციალისტი განმარტავს, ის ზომიერად უნდა მიირთვათ, რადგან დარიჩინი შეიცავს კუმარინს. ეს ნივთიერება კი ღვიძლისთვის შეიძლება ტოქსიკური ღმოჩნდეს.