სიარული გიხსნით დიაბეტისა და ჰიპერტენზიისგან
- მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესწავლის ამერიკული ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინეს. კონფერენცია ჩატარდა მარტის დასაწყისში ფენიქსში, არიზონა.
მკვლევარებმა გააანალიზეს ორი ათასი მამაკაცისა და ქალის ჯანმრთელობაზე ცხრა წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები. ყველა ამ ადამიანს 2005-2006 წლებში, როდესაც ისინი დაახლოებით 45 წლის იყვნენ, ეკეთათ ელექტრონული სამაჯური მაჯაზე, რომელიც აღრიცხავდა დღეში რამდენ ნაბიჯს გადიოდნენ. მოწყობილობა მონაწილეთა მაჯაზე დღეში მინიმუმ ათი საათის განმავლობაში, მინიმუმ ოთხი დღის განმავლობაში იყო.
- ყველა შეგროვებული ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ იმ მონაწილეებს, რომლებიც დღეში მაქსიმალური რაოდენობის ნაბიჯბს დგამდნენ, 43%-ით ნაკლები ჰქონდათ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში და 31%-ით ნაკლები ჰიპერტენზიის განვითარების რისკი, ვიდრე მათ, ვინც უპირატესად უმოძრაო ცხოვრების წესს ეწეოდა.
გარდა ამისა, დღეში ყოველი დამატებითი ნაბიჯი ასოცირებული იყო სიმსუქნის რისკის 13 პროცენტით შემცირებასთან, მაგრამ მხოლოდ ქალებში. მონაწილეებს, რომლებიც ყველაზე ხშირად დადიოდნენ, ჰქონდათ 61%-ით ნაკლები სიმსუქნის რისკი, ვიდრე ქალები, რომლებიც ძალიან ცოტას ვარჯიშობდნენ. მამაკაცებში სიარულისა და სიმსუქნის რისკს შორის ასეთი კავშირი არ აღმოჩნდა.
"სიარული ფიზიკური აქტივობის ყველაზე ხელმისაწვდომი ფორმაა. გადადგმული ნაბიჯების რაოდენობის აღრიცხვა ძალიან მოტივაციურია და ახლა არის ტექნოლოგიების რეალური ბუმი, რომლებიც მათ დათვლას უწყობს ხელს. მათთვის, ვისაც აფრთხობს ყოველდღიური ვარჯიშის იდეა, ყოველდღიური ნაბიჯების დათვლა დაეხმარებათ გახდნენ უფრო აქტიური. რაც მეტი ნაბიჯია გადადგმული, მით უკეთესი, თქვა წამყვანმა ავტორმა ამანდა ე. პალუჩმა ((Amanda E. Paluch). „ჩვენი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს რეგულარული ფიზიკური დატვირთვის სარგებელს და მის ეფექტურობას, როგორც ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, მაშინაც კი, თუ სიარული ზრდასრულ ასაკში ან სიბერეში დაიწყეთ.“
თავის ტკივილის შესამსუბუქებელი საკვები
მიირთვით გოგრა, თუ გაქვთ მაღალი წნევა.
ზოგიერთმა საკვებმა შეიძლება ხელი შეუწყოს თავის ტკივილის შემსუბუქებას.
შეიძლება გლუკოზის ნაკლებობის გამო შიმშილისგანაც გტკივათ თავი - მაშინ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დაგეხმარებათ. თუ თავის ტკივილი ვითარდება რკინის ნაკლებობის გამო, უნდა შეიტანოთ ხორცი რაციონში, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებულიფუნქციონირების გამო განვითარებული ტკივილისთვის - ზღვის თევზი.
თუ თავის ტკივილი გამოწვეულია ცერებროვასკულარული შეტევით და დაბალი არტერიული წნევით, შეგიძლიათ დალიოთ წყალი და მიირთვათ რაიმე მარილიანი. მაღალი არტერიული წნევის დროს კალიუმით მდიდარი ან შარდმდენი მოქმედების მქონე საკვების მიღებაა მნიშვნელოვანი არტერიული წნევის შესამცირებლად - მაგალითად, გოგრა, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თხილი, კაკაო, ფინიკი, პომიდორი. პომიდორი ასევე შეიცავს სეროტონინს, რომელიც ამსუბუქებს ტკივილს, ის ასევე გვხვდება სოკოში, ფერმენტირებული რძის პროდუქტებში. ეს უკანასკნელი მდიდარია ტრიპტოფანით.
უძილობის გამო თავის ტკივილის დროს რაციონში დაამატეთ ალუბალი და კივი, რომელიც შეიცავს მელატონინს, ასევე ბანანი, რომელიც შეიცავს სეროტონინს. ხანდახან, შეიძლება თავის ტკივილი გამოწვეული იყოს წყლის ნაკლებობის. ამ დროს აუცილებელია წყლის ბალანსის შევსება.