რომელი მედიკამენტები არ უნდა მიიღოთ ყავასთან ერთად
- ყავამ შეიძლება შეაფერხოს ანტიბიოტიკების, ალცჰაიმერის დაავადების, დიაბეტის, ჰიპერტენზიის და ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატების შეწოვა. ამის შესახებ Daily Mail-ს მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ფარმაცევტმა ჰევი ნგო-ჰამილტონმა განუცხადა.
ექსპერტის აზრით, ნებისმიერი კოფეინიანი სასმელის მიღებამ შეიძლება გაზარდოს სისხლში ინსულინისა და შაქრის დონე. ამან შეიძლებაშეამციროს დიაბეტის სამკურნალო ისეთი მედიკამენტების ეფექტურობა, როგორიცაა მეტფორმინი. ასევე არ შეიძლება ასეთი მედიკამენტების მიღება ნაღებიანი და შაქრიანი ყავით.
ფარმაცევტი გვირჩევს არ მივიღოთ ყავასა და ჩაისთან ერთად ანტიბიოტიკები, რადგან ამ პრეპარატებს შეუძლიათ კოფეინის მეტაბოლიზმის შენელება. ეს იწვევს სისხლში ამ ნივთიერების დონის ხანგრძლივ ზრდას და, შედეგად, გულისცემის სიხშირის მატებას და ნერვულ აღგზნებადობას.
კოფეინი ზრდის გულისცემის სიხშირეს. ეს კი არასასურველია მათთვის, ვინც ჰიპერტონული დაავადების სამკურნალო წამლებს ღებულობს.
ექსპერტი გვირჩევს ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო მედიკამენტების მიღებას ყავის დალევამდე ორი საათით ადრე ან ოთხი საათის შემდეგ. მათი ერთდროულად მიღება აძლიერებს ჰემატოენცეფალური ბარიერის მოქმედებას, რაც ართულებს მედიკამენტის აქტიურინი ვთიერებების ტვინში შეღწევას.
კოფეინმა ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს ოსტეოპოროზის, ძვლის მეტაბოლური დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შეწოვას. ნგო-ჰამილტონი გვირჩევს ამ მედიკამენტების მიღებას ყავის დალევამდე ან ჭამამდე დაახლოებით ორი საათით ადრე.
მთელ მსოფლიოში ყავის ვაჭრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაქვეითებულია.
ყავის მარცვლების საცალო შემსყიდველებმა შეამცირეს ყავის მარცვლების შესყიდვები
ყავის მსოფლიო ვაჭრობა პრაქტიკულად შეჩერებულია. ყავის ტრეიდერებმა შესყიდვები მინიმუმამდე შეამცირეს ფასების უპრეცედენტო ზრდის გამო, იტყობინება Reuters. ეს გამოწვეულია წარმოების მოცულობის შემცირებით ყავის ტრადიციულ რეგიონებში, მათ შორის ბრაზილიაში.
გასულ კვირას ტეხასში ყავის ეროვნული ასოციაციის ყოველწლიურ ყრილობაზე დამსწრეებმა განაცხადეს, რომ შოკირებულები არიანარაბიკას ყავის ფიუჩერსების 70%-იანი ზრდით ICE ბირჟაზე. ეს არის ორიენტირი ყავასთან დაკავშირებული საქმიანი გარიგებებისთვის. წელს, პირველად, Elcafe-მ ვერ გაყიდა საქონლის მთელი მოცულობა, რომელიც უნდა გაეყიდა მარტისთვის, განაცხადა ხსნადი ყავის მწარმოებლის აღმასრულებელმა დირექტორმა, რენან ჩუეირიმ.
ზოგიერთი პროგნოზით ვარაუდობენ, რომ არაბიკას ფასები 2025 წლის ბოლოსთვის შეიძლება 30%-ით დაეცეს, რადგან მაღალი ხარჯები მოთხოვნილებას ზღუდავს. გარდა ამისა, მომავალ წელს ბრაზილიაში მოსალოდნელია ყავის მარცვლის კარგი მოსავალი. თუმცა, სანამფასები მნიშვნელოვნად შემცირდება, ყავის ინდუსტრიის მოთამაშეთა უმეტესობას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას.
სუპერმარკეტებმა და სპეციალიზებულმა მაღაზიებმა ყავის მწარმოებლების მიერ დაწესებული მაღალი ფასების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. ამ ფონზე, აშშ-ს ყავის ზოგიერთი მაღაზია განიცდის "კოშმარულ" დეფიციტს.
ყავის ფასი რამდენიმე ფაქტორის გამო გაიზარდა. მათ შორისაა კლიმატის ცვლილება: არაბიკას უმსხვილესი მწარმოებელი ბრაზილიაში აღინიშნა გვალვა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოსავალზე. მეორე უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში კოლუმბიაში ასევე იყო ყავის მოსავლისთვის არასასურველი ამინდი, რამაც წარმოების შემცირება გამოიწვია.