/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი თევზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი თევზი

როგორ განვასხვაოთ ხარისხიანი პროდუქტი ცუდი ხარისხის პროდუქტისგან და როგორ ამოვიცნოთ ნამდვილად ახალია თუ არა თევზი?

ბრენდის როლი მომხმარებლის ნდობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა თევზეული, რომლის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე მყიდველის ნდობა პირდაპირ გავლენას ახდენს. კომპანია „ოკეანე“ ამ სფეროში გამორჩეულია, რადგან ის არა მხოლოდ გლობალურად აღიარებულ, უმაღლესი კატეგორიის ნედლეულს იყენებს, არამედ მომხმარებელს გამჭვირვალე და სანდო წარმოების პროცესს სთავაზობს. ნორვეგიის სანაპიროებიდან მოპოვებული თევზი და ოზურგეთში არსებული საკალმახე მეურნეობა ბრენდის ხარისხისა და მუდმივობის გარანტიაა, რაც მომხმარებელს იმედს აძლევს, რომ ყოველ შეძენილ პროდუქტში მიიღებენ საუკეთესო გემოს, სისუფთავესა და სანდოობას. სწორედ ამიტომ, კომპეტენტური რჩევების მისაღებად, „ოკეანეს“ ტექნოლოგს, ლევან თომაშვილს დავუკავშირდით.

როგორ აარჩიოთ ხარისხიანი თევზი:

პირველად რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ცოცხალი თევზის შეძენისას?

ცოცხალი თევზის შეძენისას, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა დავრწმუნდეთ, რომ თევზი ჯანსაღია და უსაფრთხოა მისართმევად:

თევზის თვალები უნდა იყოს ნათელი და სუფთა. თუ თვალები მუქია, ეს ნიშნავს, რომ თევზი შეიძლება იყოს დაავადებული.

კანი და ფარფლები უნდა იყოს გლუვი და მბზინავი. თუ კანს აქვს მუქი ლაქები, ეს შეიძლება მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის მაჩვენებელი იყოს.

როგორ უნდა გავიგოთ შებოლილი თევზის ხარისხი? შენახვის ვადები როგორი აქვს?

შებოლილი თევზის ხარისხის განსაზღვრისას რამდენიმე ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება:

  • შებოლილი თევზის პირველი ნიშანი მისი სუნია. თუ სუნი ძლიერი და უარყოფითია (არომატი გაუარესებულია), ეს ნიშნავს, რომ თევზი აღარ არის კარგი ხარისხის და შეიძლება უსაფრთხო არ იყოს;
  • შებოლილი თევზის კანი უნდა იყოს გლუვი და მბზინავი, თუ კანი გამხმარია ან ფენები დაზიანებულია, ეს შეიძლება გულისხმობდეს დაბალი ხარისხის თევზს;
  • კარგი ხარისხის შებოლილი თევზი უნდა იყოს მყარი სტრუქტურის, თუ შეფუთვაში წვენია დაგროვილი, ან სითხე უჩვეულოდ მეტია, მაშინ ეს ტემპერატურის საკმაოდ ცვლილებას ნიშნავს და უნდა მოვერიდოთ შეძენას;
  • სწორი შენახვის პირობები უზრუნველყოფს თევზის გემოსა და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას, ასევე დაბალი რისკით ინფექციებისა და დაბინძურებისგან;
  • შებოლილი თევზი უნდა ინახებოდეს მაცივარში სადაც ტემპერატურა არის (0 +8°C) 45 დღის განმავლობაში (შეფუთულ მდგომარეობაში, ვაკუუმ გარემოში);
  • შეფუთვის გახსნის შემდეგ, აუცილებლად უნდა შევინახოთ მინის ჭურჭელში, თავზე დავახურავთ, რათა ჰაერთან ნაკლებად იყოს შეხებაში. ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევინახოთ 2 დღის მანძილზე;
  • შებოლილი თევზის შენახვა მოიცავს გადამუშავებული თევზის სწორ პირობებში შენახვას: ან გაყინვას (-18°C ან დაბალ ტემპერატურაზე) ან გრილ ადგილას (0+8°C), სადაც ის სწორ შეფუთვაში იქნება.

skumbria-1741774709.jpg

რა უნდა ვიცოდეთ პრესერვების სწორად შენახვის შესახებ, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი გემო და კვებითი ღირებულება?

როცა პრესერვს იძენთ, დარწმუნდით, რომ პრესერვს აქვს ვარგისიანობის ვადა. მნიშვნელოვანია შეფუთვაში იყოს. რჩევაა, რომ შეარჩიოთ ისეთი პრესერვები, რომლებიც ჰერმეტულად არის დახურული და შეფუთვა არ არის დაზიანებული. დაზიანებული შეფუთვა ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი შესაძლოა განიცდიდა ზემოქმედებას ან ჰაერის შეჭრას, რამაც შესაძლოა გააფუჭოს პროდუქტი.

მწარმოებლის შემოწმება: დარწმუნდით, რომ პრესერვები წარმოებულია ნდობით აღჭურვილ მწარმოებელთან. მოძებნეთ ცნობილი და სანდო ბრენდები, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხი.

პრესერვის გახსნის შემდეგ, უმჯობესია, გამოიყენოთ იგი 72 საათის განმავლობაში, ხშირად, გახსნილი პროდუქტი კარგავს ხარისხს, და მათი გემო და კვებითი ღირებულება თანდათანობით მცირდება.

პრესერვები უნდა ინახებოდეს მაცივარში ( 0 + 8°C). გახსნილი პრესერვის კონტეინერიდან პროდუქტი(სადაც შემორჩა პროდუქტი) უნდა გადაიტანოთ ჰერმეტულ პლასტმასის ან მინის ჭურჭელში, რათა შესანახად უფრო უსაფრთხო იყოს და თავიდან აიცილოთ კონტაქტი ჰაერსა და სხვა ბაქტერიებთან.

skumbria-qashayi-1741774747.jpg

არსებობს თუ არა მარკირების ნიშნები, რომლებიც მიგვანიშნებს თევზის ხარისხზე და წარმოების სტანდარტებზე?

არსებობს მარკირების რამდენიმე სისტემა, რომლებიც მიგვანიშნებს თევზის ხარისხსა და წარმოების სტანდარტებზე. ამ ნიშნების მიზანი არის იმის დამტკიცება, რომ თევზი წარმოებულია შესაბამისი წესებისა და რეგულაციების დაცვით, რაც გონივრული და უსაფრთხოა მოხმარებისთვის.

ISO (International Organization for Standardization): ISO სერტიფიკაცია, რომელიც ეხება ხარისხის მართვისა და სტანდარტების დონეს, შეიძლება შეხვდეთ თევზის პროდუქტებში. ეს აჩვენებს, რომ თევზი წარმოებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით

HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points): HACCP-ის სერტიფიკატი მიუთითებს, რომ თევზის წარმოება და დამუშავება მოხდა მკაცრი კვებითი უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

ზოგიერთი თევზის პროდუქტების შეფუთვაზე შეიძლება იყოს ნიშანი, „ნატურალური“, „დამარინადებული“, „ორგანული“ და სხვა მსგავსი ტერმინები. ეს მარკირებები შეიძლება მიუთითებდეს, რომ თევზი გამოყვანილია ან დამუშავებულია განსაკუთრებული მეთოდებით, რათა შეინარჩუნოს მისი გემო, ტექსტურა და კვებითი ღირებულება.

NS