რა არის და რატომ იზრდება «ლუდის მუცელი»? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის და რატომ იზრდება «ლუდის მუცელი»?

როგორ მოქმედებს ქაფიანი ცივი სასმელი (ზაფხულის ცხელ დღეებში სასიამოვნო დასალევი) ჩვენს ჯანმრთელობაზე და რატომ აქვთ ლუდის მოყვარულებ ხშირად ჭარბი წონა.

ლუდს არ შეიძლება ეწოდოს დაბალკალორიული პროდუქტი (100 მლ ლუდი შეიცავს დაახლოებით 43 კკალს). ლუდი შემადგენლობაში შედის მარცვლეულ, საფუარ და სვია. ის ხელს უწყობს მადის გაზრდ და შეიძლება გამოიწვიოს დისპეფსიური მოვლენები (მაგალითად: გართულებული საჭმლის მონელება, ყაბზობა, გულისრევის შეგრძნება, აირების დაგროვება მუცელში ან დიარეა). ლუდი არ უნდა მიირთვან ფსიქიკური აშლილობის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებმა, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებში ორსულებ დროს და ლაქტაციის პერიოდში.

არსებობს კვლევები, რომლთა საშუალებითაც დასტურდება რომ ლუდის დალევ აუცილებია შარდკენჭოვანი დაავადების დროს (საშარდე გზებიდან წვრილი ქვების მოსაშორებლად). თუმცა, აქ შეიძლება ბევრი "მაგრამ" იყოს. მოკლედ რომ ვთქვათ: ლუდის გახანგრძლივებული მოხმარებით, მას, პირიქით, შეუძლია ხელი შეუწყოს თირკმელებში ურატული ქვების წარმოქმნას (ანუ ეფექტი იქნება საპირისპირო, რაც მოსალოდნელი იყო).

სვია შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც შემადგენლობით ქალის სასქესო ჰორმონების მსგავსია - ეს არის ეგრეთ წოდებული ფიტოესტროგენები. რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ფიტოესტროგენები? ლუდის მცირე რაოდენობით დალევა ჯანსაღ ორგანიზმს არ დააზარალებს და ფიტოესტროგენები მასზე სერიოზულ გავლენას არმოახდენს.

  • შეშუპების, წონის მომატებისა დალუდის მუცლისგაჩენის მთავარი მიზეზი ფიტოესტროგენები არ არის. მაშინ რა შეიძლება იყოს?

ლუდი მაღალკალორიული პროდუქტია. გარდა ამისა, ის შეიცავს მალტოზას, ალაოს შაქარს, რომლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ხელ შეუწყოს ჭარბი წონის და სიმსუქნის განვითარებას. გარდა ამისა, ლუდი გაზრდის თქვენს მადას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანების უმეტესობა, ვინც ლუდს სვამს, აქტიურადმიირთმევს არაჯანსაღ საკვებს: ცხიმიან, შემწვარ, მარილიან საკვებს - თხილეულ, კრეკერს, ჩიფსს, ცხელ სოუსებში ფრთებს, შებოლილ, მარილიან თევზს.

ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი შეიცავს ადვილად მოსანელებელ ნახშირწყლებს, „ცარიელკალორიებს, ტრანსცხიმებს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას, რის გამოც ჩნდება შეშუპება დალუდის მუცელი იზრდება და ყალიბდება.

ასევე - და არანაკლებ მნიშვნელოვანი - ლუდის რეგულარული მოხმარება იწვევს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას. ლუდი ალკოჰოლია და მეტი არაფერი. ბევრი უფრო ჯანსაღი და სასიამოვნო სასმელია ვიდრე ლუდი.