როგორ ავდგეთ საწოლიდან სწორად, ისე რომ არ დავაზიანოთ ზურგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავდგეთ საწოლიდან სწორად, ისე რომ არ დავაზიანოთ ზურგი

თუ ადამიანს აქვს ზურგის ან წელის პრობლემები, მაშინ ძალიან სწრაფად აწევამ შეიძლება ტკივილი და ხერხემლის დაავადებების გამწვავებაც კი გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ჯობია ადგომის პროცესი რამდენიმე ეტაპად დავყოთ.

ჯანმრთელ ადამიანებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ საწოლიდან ადგომა ისე, როგორც მათთვის ყველაზე კომფორტული და ჩვეულია. თუ ადამიანს აქვს ზურგის ან წელის პრობლემები, მაშინ ჯერ ფრთხილად უნდა მოტრიალდეს გვერდით, შემდეგ დაეყრდენოს ხელს, ნელა ასწიოს ტანი ვერტიკალურ მდგომარეობაში, წამოჯდეს და ჩამოუშვას ფეხები ქვემოთ. თუ საწოლი ან დივანი საკმარისად მაღალია, შეგიძლიათ უბრალოდ ადგეთ და გასწორდეთ. დაბალი მოდელები ხშირად საჭიროებენ ოდნავ უფრო რთულ მანიპულაციებს. მაგალითად, ფეხზე დადგომამდე შეგიძლიათ ჯდომის დროს ზურგის ქვედა ნაწილი, წელის მიდამოში მოხაროთ და მუხლებს დაეყრდნოთ.

პროტრუზიის გამწვავების, დისკის თიაქრის ან ხერხემლის სხვა დაავადებების დროს სასარგებლო იქნება სპეციალური წელის კორსეტის გამოყენება.

ის აჭიმავს მუცელს, რაც აშორებს დაძაბულობას ზურგიდან და წელის მიდამოდან. უმჯობესია კორსეტი ჩაიცვათ დილით საწოლში წოლისას - ადგომამდე. მნიშვნელოვანია, რომ ის მჭიდროდ მოერგოს მუცლის მიდამოებს, მაგრამ არ უნდა მოახდინოს ზეწოლა მუცლის ღრუს ორგანოებზე, არ შეუშს ხელ სუნთქვას და არ იწვევდეს ზოგადად დისკომფორტს. ამ შემთხვევაშიდაც საწოლიდან უნდა წამოდგეთ გვერდზე დაწოლილი პოზიციიდან.

როგორც კი საწოლში დაჯდებით, ეცადეთ ძალიან სწრაფად არ ადგეთ. სხეულის პოზიციის უეცარი ცვლილების გამო თავბრუსხვევის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია იჯდეთ ცოტა ხნით, მინიმუმ ერთი წუთით ან თუნდაც ნახევარი წუთის განმავლობაში.

ეს განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულებს, რომლებსაც ხშირად აწუხებთ ცერებროვასკულური პრობლემები ათეროსკლეროზის ან სისხლძარღვთა დარღვევების გამო. წამოდგომისას მეტი უსაფრთხოებისთვის მათ უნდა გამოიყენონ დამატებითი საყრდენი: საწოლისთავი, საყრდენი ან ხელჯოხი.

მარტივი ყოველდღიური ვარჯიშები, როგორიცაა გაჭიმვა, დაგეხმარებათ ზურგისა და წელის ტკივილის შემსუბუქებაში. გარდა ამისა, დისკომფორტის მოხსნაში დაგეხმარებათ თვით მასაჟი წელის და კისრის არეში ბურთის ან ხელების გამოყენებით.

ზურგისა და კისრის ტკივილი ჩნდება ხანგრძლივი ჯდომის, ცუდი პოზისა, დარღვეული დტანდეგობისა და უმოძრაო ცხოვრების წესის გამო.

ჩართეთ მარტივი ვარჯიშები თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, როგორიცაა ზურგისა და მუცლის კუნთების გაჭიმვა და გამაგრება.

გირჩევთ, დარწმუნდეთ, რომ სამუშაო ადგილი ოფისში სწორად არის ორგანიზებული.