გადახედეთ მენიუს. მეცნიერებმა ჭაღარა თმის მოცილების გზა დაასახელეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გადახედეთ მენიუს. მეცნიერებმა ჭაღარა თმის მოცილების გზა დაასახელეს

ეს ბუნებრივი დაბერების პროცესია. მაგრამ მაინც ყველას არ შეუძლია შეეგუოს იმას, რომ მათი თავი ჭაღარა თმით იფარება.

მეცნიერებმა დაიწყეს ჭაღარა თმის ამოსვლის მიზეზებისა და ამ პროცესის გამკლავების გზების შესწავლა. ჩვეულებრივ, ჭარარა თმასთან ბრძოლა შეღებვით სრულდება. თუმცა, იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს საინტერესო კავშირი თმის პიგმენტის დაკარგვასადა საკვებს შორის. ირკვევა, რომ ანტიოქსიდანტმა ლუტეოლინი შესაძლოა შეანელოს თმის ჭაღარად შეფერილობის პროცესი. ექსპერიმენტი ჩატარდა თაგვებზე. ახლა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ადამიანებზე შესაბამისი ექსპერიმენტის ჩატარება, მაგრამ მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ შედეგები მსგავსი იქნება.

ეს ანტიოქსიდანტი გვხვდება ისეთ საკვებში, როგორიცაა ბოსტნეული, მათ შორის ნიახური, ბროკოლი, სტაფილო, ხახვი და წიწაკა.

სტატისტიკის მიხედვით, გაჭაღარავების პროცესი შეიძლება დაიწყოს 35 წლის ასაკში, ხოლო 50 წლის ასაკში ბევრ ადამიანს უკვე აქვს ჭაღარა თმის მნიშვნელოვანი რაოდენობა.

პიგმენტი მელანინი ანიჭებს თმას ფერს. ასაკთან ერთად, უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან მას, კვდებიან, თმა კი ფერს კარგავს. კვლევამ გამოიკვლია სამი ანტიოქსიდანტი - ლუტეოლინი, ჰესპერეტინი და დიოსმეტინი - თმის პიგმენტზე მათი ზემოქმედებისთვის. თაგვებს აძლევდნენ ერთ ანტიოქსიდანტს ადგილობრივად ან პერორალურად. თაგვებმა, რომლებმაც მიიღეს ლუტეოპინი, შეინარჩუნეს შავი ბეწვი, ხოლო თაგვებმა, რომლებიც ამ ანტიოქსიდანტს არ ღებულობდნენ რჩებოდნენ მონაცრისფრო.

გაჩნდა თეორია, რომ ლუტეოლინის ჭაღარის საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია მისი გავლენით თმის ზრდის ციკლზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. „საინტერესოა, რომ ლუტეოლინს ჰქონდა შეზღუდული გავლენა თმის ზრდის ციკლებზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისი ძირითადი ეფექტი პიგმენტაციაზე ზემოქმედებაა და არა თმის ზრდაზე ან ცვენაზე“, - განმარტავენ ექსპერტებ.

ადამიანებში გაჭაღარავების პროცესი თაგვების მსგავსია, რის გამოც მომავალში, კვლევის მონაცემების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვცადოთ ამ პროცესის შენელების გზა.

თმის ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი დასახელდა

სტრესისა და ანემიის გამო თმა შეიძლება ნაადრევად გაჭაღარვდეს.

ჭაღარა თმა ახალგაზრდებში შეიძლება გამოჩნდეს ანემიის, სტრესის ან გენეტიკური მიდრეკილების გამო.

პირველი შესაძლო მიზეზი, ორგანიზმში საკვები ნივთიერებების დისბალანსი და ანემია. გარდა ამისა, ნაადრევი ჭაღარა თმა შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით. აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ ემოციური გამოცდილება, არამედ გაზრდილი ფიზიკური აქტივობა, ძილის რეჟიმის და კვების წესების შეუსრულებლობა იწვევს ორგანიზმს სტრესს.

და ბოლოს, ჭაღარა თმა შეიძლება ადრე გამოჩნდეს გენეტიკური მიდრეკილების გამო.

თუ შეამჩნევთ ჭაღარა თმას, არ უნდა დაიწყოთ დიეტური დანამატების, ვიტამინების ან სხვა მედიკამენტების მიღება დამოუკიდებლად. ექიმს შეუძლია დაეხმაროს პრობლემის ეფექტურად გადაჭრაში ნაადრევი ჭაღარა თმის მიზეზის დადგენის შემდეგ.