/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

აღმოჩენილია კავშირი კლიმატის ცვლილებასა და ახალ პანდემიებს შორის

აღმოჩენილია კავშირი კლიმატის ცვლილებასა და ახალ პანდემიებს შორის
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგნეს კავშირი კლიმატის ცვლილებასა და ახალი პანდემიების გაჩენას შორის, რომლებიც ცხოველებიდან ადამიანებზე ვრცელდება.

ამისათვის მეციერებმა პირველად ჩაატარეს პლანეტის ტემპერატურული ცვლილებების გავლენის დეტალური შეფასება ძუძუმწოვრების გლობალურ დაავადებებზე. ამასთან ექსპერტები ძირითადად ორიენტირებული იყვნენ ცხოვრების არეალის გეოგრაფიულ ცვლილებეზე ანუ საით მიგრირებენ ცხოველები თავიანთი ჩვეული საცხოვრებელი გარემოდან. ასეთი გადაადგულება ახალ რაიონებში მეტ საშუალებებს იძლევა მანამდე უცნობი ვირუსების გაჩენისათვის (მაგალითად, როგორ ეს იყო ებოლასა და SARS-CoV-2-ის შემთხვევაში), რაც მათზე დაკვირვებას ართულებს.

რადგანაც დედამიწის კლიმატი უფრო თბილი ხდება, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ გარეული ცხოველები მომავალში იძულებულები გახდებიან გადაადგილდნენ ადამინებთან ახლოს რეგიონებში, რაც მკვეთრად გაზრდის ვირუსული აფეთქებების რისკს და შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი პანდემიები. მოცემული მომენტისათვის, ექსპერტები დიდ ყურადღებას აქცევენ გარეული ცხოველების დაავადებებზე დაკვირვებას და გარემოს ცვლილებების კვლევას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თმის მოვლა ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის მოვლა ზაფხულში

ზაფხულში თმა უფრო ხშირად ბინძურდება ოფლის, მტვრისა და ცხიმის გამომუშავების გამო, ამიტომ უფრო ხშირად უნდა დაიბანოთ. შეცვალეთ არსებული შამპუნი უფრო რბილი შამპუნით, რომელიც დასაშვებია ხშირი გამოყენებისთვის. უმჯობესია, თუ ის სულფატის გარეშე იქნება, ნაზი გამწმენდი ინგრედიენტებით.

აუცილებლად დაიბანეთ თმა, თუ მასზე მოხვ­დება ზღვის ან ქლორირებული წყალი. გამოიყენეთ თმის ღრმა გამწმენდი თვეში ერთხელ მაინც. დასაბანად გამოიყენეთ გრილი ან თბილი წყალი, მაგრამ არა ცხელი.

დაიცავით თმა მზისგან ქუდით და სპეციალური პროდუქტებით. შეეცადეთ, თმა ბუნებრივად გაიშროთ. მზე და ქარი ამ პროცესში უფრო მტერია, ვიდრე დამხმარე. უმჯობესია გადადოთ ფერის რადიკალური ცვლილება. იგივე ეხება დახვევას. თუ გადაწყვეტთ ასეთი პროცედურის ჩატარებას, ორმაგად მნიშვნელოვანია თქვენი თმის საიმედო დაცვა და გაძლიერებული მოვლა.

თავის თმიანი ნაწილის კანზე გამოიყენეთ დამამშვიდებელი ნიღბები, სპრეი ან ყვავილოვანი ჰიდროზოლები. გახსოვდეთ, რომ სკა­ლპიც შეიძლება დაიწვას, განსაკუთრებით გაყოფის ადგილზე, სადაც კანი არც ისე დაცულია თმით. მოერიდეთ ალკოჰოლისა და ფისების შემცველ თმისთვის მავნე პროდუქტებს. უმჯობესია, ისინი ფიქსაციის სპრეებით ან სპეციალური ცვილებით ჩაანაცვლოთ.

თმის მთავარი მტრები ზაფხულში

მტერი #1 - ულტრაიისფერი გამოსხივება. თმის მთავარი „სამშენებლო მასალა“ არის ცილა კერატინი, რომელიც შედგება ამინომჟავების ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვებისაგან. ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენით, ცილოვანი ბმები ნადგურდება. ამის გამო თმა კარგავს ელასტიკურობას, ხდება უფრო მტვრევადი და იწყებს საკვები ნივთიერებების უფრო აქტიურად დაკარგვას. შეგიმჩნევიათ, როგორ ცვივა და ფერს იცვლის თმა მზეზე ყოფნისას? ეს არის ფერის პიგმენტი - მელანინი, რომელიც ნადგურდება ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით. განადგურებული პიგმენტის ადგილას სიცარიელეები წარმოიქმნება. ამის გამო თმა იძენს არა მხოლოდ საინტერესო ფერს, არამედ ფოროვან, ჰეტეროგენულ სტრუქტურას და ამავე დროს ხდება მყიფე და სუსტდება.

მტერი N2 - არის მაღალი ტემპერატურა, რომლის გავლენით თმა კარგავს ტენიანობას და ბუნებრივ ცხიმოვან ლუბრიკანტს. ამიტომ აუცილებელია სპეციალური საშუალებების გამოყენებით ხელოვნურად შეიქმნას თმის ზედაპირზე დამცავი ფენა, თმის ცვენის თავიდან ასარიდებლად, რაც გამოწვეულია თმის დასუსტებითა და მტვრევით.

მტერი N3 - მარილიანი ან ქლორირებული წყალი და ქარი. ზღვის მარილი და ქლორის ნაწილაკები თმაზე ილექება და აღწევს მასში. ამის გამო თმა ზარალდება. ზღვის მარილი შთანთქავს ცხიმს და აშრობს თმას. ქარი ნესტიან, დაუცველ თმას წვრილი მტვრის ფენით ფარავს.

როგორ დავიცვათ თმა ზაფხულში?

ბანალური, მაგრამ ეფექტური რჩევაა ქუდის დახურვა. მაგრამ რა მოხდება, თუ არ მოგწონთ ყველა სახის ქუდი, ან უბრალოდ თქვენი ლამაზი თმის დემონსტრირება გსურთ? მაშინ იზრუნეთ მზისგან დამცავი სპეციალური საშუალებების შეძენაზე. ეს შეიძლება იყოს ზეთები, სპრეი, კრემები ან თმის ლოსიონები. მნიშვნელოვანია, იპოვოთ თქვენი ტექსტურა.

თუ სკალპი მიდრეკილია ცხიმის ჭარბი გამომუშავებისკენ, მაშინ ზეთების გამოყენებამ შეიძლება უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს, მაგალითად, თმას მოუწესრიგებელი იერი მიეცეს. ამიტომ საუკეთესო ვარიანტია მსუბუქი სპრეი ან ულტრაიისფერი ფილტრებისა და მზრუნველი კომპონენტების შემცველი სითხე.

ნორმალური და მშრალი თმისთვის იდეალურია ნაჯერი ლოსიონები, კრემები და ზეთები. მაგრამ მყიფე, მტვრევადი და შეღებილი თმისთვის ზეთები ჯობს. არსებობს პროფესიონალური მშრალი ზეთის სპრეი, რომელიც აერთიანებს მზრუნველ კომპონენტებს და მსუბუქ ზეთებს, რის გამოც მას არაწებოვანი და ჰაეროვანი ტექსტურა აქვს.

როგორ შევინარჩუნოთ თმის სილამაზე ზაფხულში

დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ მცენარეული ნახარში. გვირილა ქერა თმას კეთილშობილ ელფერს მიანიჭებს, ჭინჭრის ნახარში კი ბზინვარებასა და სირბილეს დაუბრუნებს.

თუ შვებულებაში თმის კონდიციონერის წაღება დაგავიწყდათ, თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ გრილი, მჟავე წყალი. ერთ ლიტრ წყალს დაუმატეთ სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი. ამის შემდეგ თმა გლუვი გახდება და დამატებით ბზინვარებას შეიძენს.

თუ სანაპიროზე გასვლამდე თმის დამცავი არაფერი გაქვთ, წაისვით ნებისმიერი ზეთი: ქოქოსის, აბუსალათინის ან თუნდაც ზეითუნის. ხელისგულებში შეიზილეთ რამდენიმე წვეთი და თმის მთელ სიგრძეზე გაანაწილეთ. არ წაისვათ ზეთი უშუალოდ თავის თმიანი ნაწილის კანზე.

თუ მზეზე ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ იგრძნობთ დისკომფორტს და შეამჩნევთ სკალპის სიწითლეს, ღამით კანზე პანთენოლი წაისვით. უფრო მოსახერხებელია პანთენოლის სპრეის გამოყენება. ეს ხელს შეუწყობს დაზიანებული კანის უფრო სწრაფად განკურნებას და შეამცირებს მზისგან დამწვრობის უარყოფით შედეგებს.

რომელი ვარცხნილობა ავირჩიოთ საზაფხულოდ?

თუ ზაფხულში თმის გასასწორებელ უთოს ან ფენს ვერ ელევით, მაშინ შეეცადეთ ძალზე შეამციროთ მათი გამოყენება. სხვა შემთხვევაში უნდა გახსოვდეთ მაღალი ხარისხის თერმული დაცვა. გამოიყენეთ თერმოაქტიური, კერატინის შემცველი ან სხვა პროდუქტები მზრუნველი ინგრედიენტებით.

თმის ფენით გასაშრობად აირჩიეთ ცივი ჰაერის რეჟიმი, ის ყველაზე ნაკლებად აზიანებს თმას. კატეგორიულად არ გამოიყენოთ ფისებისა და ალკოჰოლის შემცველი საფიქსაციო საშუალებები. პროფესიონალური ბრენდები გვთავაზობენ ფიქსაციის პროდუქტების ფართო არჩევანს, რომლებიც, ძირითადი ფუნქციის გარდა, დამატებით იცავს თმას დაზიანებისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. თუ გაქვთ ხვეული ან მოკლედ შეჭრილი თმა, ყურადღება მიაქციეთ მოდელირებად ცვილებსა და პასტებს.

თმის უთოების მოყვარულთათვის იდეალურია თერმოაქტიური პროდუქტები დამარბილებელი ეფექტით. გასასწორებლად აირჩიეთ პროფესიონალური გასასწორებელი უთოები სპეციალური საფარით და რეგულირებადი ტემპერატურით.

საზაფხულოდ ყველაზე პოპულარული ვარცხნილობები კოსებისა და კუდების სხვადასხვა ვარიაცია. გამოიყენეთ რბილი მასალისგან დამზადებული თმის სამაგრები და მოერიდეთ ლითონის სამაგრებს, რამაც შეიძლება თმა დააზიანოს. კულულების შესაქმნელად კი უმჯობესია მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებული პროფესიონალური სახვევები.