რა არის ვიბრაციული მედიცინა (ეფექტები და გამოყენების სფეროები)
ადამიანის სხეულის ყველა უჯრედი ერთურთს უცვლის სხვადასხვა სიხშირის ტალღებს, ასე ვთქვათ, „საუბრობს ერთმანეთთან“. ყველაზე უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანის ორგანიზმი, როგორც ფიზიკური სხეული, ასევე ასხივებს ტალღებს. არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ყველა ცოცხალი უჯრედი არის რადიოსიგნალების მიმღებიც და გამცემიც.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ადამიანი არის მულტიორგანიზმი, ანუ მრავალი ორგანიზმის გამაერთიანებელი, რადგან მასში (მის ჭერქვეშ) ბინადრობს ათობით ტრილიონი ბაქტერია. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმი „ჟღერს“ როგორც ტალღების თავისებური გუნდი.
იმის გაგება, რომ ორგანიზმი არის ტალღური სტრუქტურა, ეხმარება ჩვენს სხეულს გამოჯანმრთელებაში ვიბრაციული პრაქტიკის გამოყენებით – მედიტაცია, ხმის თერაპია (ჩვენი ხმა, ტიბეტური თასები, ზარები და ა.შ.), აკუპუნქტურა და სხვა.
ვიბრაციული მედიცინის მთავარ პრინციპებსა და ეფექტებზე გვესაუბრება „ვალეოლოგია-ჯანმრთელობაზე ზრუნვის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ცენტრის დირექტორი, ექიმი პედიატრი, ნუტრიციოლოგი (ჩერტიფიელედ Iნტერნატიონალ Aსსოციატიონ Nუტრიტიონ ანდ წეიგჰტ, დიეტოლოგყ ანდ ნუტრიციოლოგყ ცონსულტანტ), სუ-ჯოკ თერაპევტი, ამერიკული Aნტი Aგინგ აკადემიის (WOSAAM) საერთაშორისო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, Aნტყ დაბერების სპეციალისტი/კონსულტანტი, საქართველოში საერთაშორისო კომპანია „Aხიომა Lიფე“ ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესების ახალი ტექნოლოგიების წარმომადგენელი, ბიორეზონანსული კვლევის სპეციალისტი, ნანა თარბაია-ყავლაშვილი:
- ქალბატონო ნანა, რას გვეტყვით ორგანიზმის ენერგეტიკულ-ვიბრაციულ სიხშირეებზე?
- ადამიანის ორგანიზმი გამოსცემს სხვადასხვა ელექტრომაგნიტურ რხევას (ფრეკანსები).
უჯრედებს, ქსოვილებს, ორგანოებს და ა.შ., ყველას აქვს თავისი უნიკალური და სხვადასხვა სიხშირის რხევები. ყველა ერთად ქმნის ადამიანის საერთო რხევით სპექტრს, რომელიც არის ადამიანის ინდივიდუალური რხევა. ჯანმრთელი და ავადმყოფი ადამიანის რხევითი სიხშირეები ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. როდესაც უცხო რხევები (ალერგენები, ვირუსები, ბაქტერიები, პარაზიტები და სხვა) იჭრებიან ადამიანის ორგანიზმში და ასნეულებენ მას, ადამიანის ნორმალური რხევითი დიაგრამა ირღვევა. ბიოფიზიკური მეთოდების გამოყენებით ორგანიზმის სიხშირეებს არღვევს 6000-ზე მეტი ნივთიერება, მათ შორის ვირუსები, ბაქტერიები, პარაზიტები, ქიმიკატები, მძიმე ლითონები, საკვები დანამატები, გარემო ტოქსინები და ალერგენები.
ვიბრაციულ/ენერგეტიკულ მედიცინაში სპეციალური ბიორეზონანსული აპარატურით შესაძლებელია იმ ელექტრომაგნიტური რხევების დაფიქსირება, რომლებიც არღვევენ ნორმალურ რხევით დიაპაზონს. გარდა ამისა, აღნიშნული აპარატურის ლიფე Expert-ის საშუალებით შესაძლებელია ორგანიზმში დაავადების გამომწვევი სიხშირეების ინვერსირება (ცვლილება ნორმის დიაპაზონში), სიხშირეების ფაზები გადაინაცვლებს და უბრუნდება თერაპიის მიმღებ პირს როგორც სამკურნალო სიხშირე.
ორგანიზმის სიხშირის დიაპაზონის ანალიზი სხეულში მიმდინარე პროცესების შეფასების საშუალებას იძლევა.
როდესაც ადამიანის ორგანიზმში ენერგიის ნაკადის ბლოკირება ან სხვა პრობლემაა, სიხშირის შესახებ ინფორმაციას ლიფე Expert-ი კითხულობს. კონკრეტულ უბანში სისხშირის ინვერსირება სპეციალური ლიფე ბალანცე ცონტაცტ-ის მოწყობილობით ხდება. ამ დროს სხეულის მაგნიტური თვისებები იწყებს ცვლილებას და მიიღწევა აღდგენა. ამისათვის სუსტი სიხშირის სიგნალები ეგზავნება ადამიანს, სხეულის გარკვეულ ნაწილებში განთავსებული ელექტროდებისა და ინფორმაციის შემცველი ბიორეზონანსის მეშვეობით. სწორედ ამ რხევების მეშვეობით მიმდინარეობს სხეულის რეაქცია. სხეულის სიხშირეზე ინფორმაცია ანალიზდება ლიფე ბალანცე ცონტაცტ-ის მოწყობილობის საშუალებით. ეს პროცესი ამარტივებს რთული თერაპიული პროტოკოლების მუშაობას და ადამიანს სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარება. კონკრეტულ არეალში მიმართული სიხშირის ენერგიის შედეგად, უჯრედების ელექტრული პოტენციალი რეგულირდება და დროთა განმავლობაში აღადგენს მათ ოპტიმალურ ფუნქციობას. ამ გზით ვლინდება სხეულის ბუნებრივი სამკურნალო ძალა.
ვიბრაციული მედიცინის პრაქტიკამ აჩვენა, როგორ აბალანსებს და ააქტიურებს თვითგანკურნების მექანიზმს.
აღნიშნული თერაპია დადებით ეფექტს იძლევა მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობაში, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და ითვლება უპრეცედენტო და უმტკივნეულო მკურნალობის მეთოდად.
ბიორეზონანსული კორექცია არის მედიცინის ალტერნატიული მიმართულება, რომელსაც წარმატებით იყენებენ ექიმები და პაციენტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ მეთოდის თავისებურებაა ბიორეზონანსული ეფექტის შექმნა, რომელიც ეფექტურად ეხმარება სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებასთან, ინფექციებთან, პარაზიტებთან და ფუნქციურ დარღვევებთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ბიორეზონანსი ხელს უშლის დაავადებათა განვითარებას და ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო გაძლიერებას.
- რა არის ბიორეზონანსი და რა გავლენა აქვს მას?
- სხეულის უჯრედების მიერ ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივების ფენომენს ბიორეზონანსი ეწოდება.
ამ ელექტრომაგნიტურ ტალღებს ჯანსაღ (ჯანმრთელ) სხეულში ფიზიკურად სწორი რხევები, ანუ ვიბრაციები აქვთ. დაავადების აღმოცენებისას, ორგანიზმის უჯრედები ზიანდება, ისინი ვეღარ ასრულებენ დაკისრებულ ფუნქციებსა და ამოცანებს. შედეგად ირღვევა ელექტრომაგნიტური გამოსხივება (რხევები). ყველა ეს დარღვევა განისაზღვრება ბიორეზონანსული დიაგნოსტიკური მოწყობილობებით, რომლებიც აღრიცხავს ელექტრომაგნიტური ტალღების (რხევების) სიგრძეს და სიხშირეს. შემდეგ კი მიღებული ინფორმაციის გაანალიზება მიმდინარეობს. სხეულის ტალღების (რხევების) შედარება ხდება ნორმალურ მნიშვნელობებთან (არსებობს ფიქსირებული რხევითი ნორმის დიაპაზონი ცალკეული ორგანოების მიხედვით) დიაგნოსტიკური მოწყობილობის გამოყენებით და დგინდება დაავადების ლოკალიზაცია. ეს მოწყობილობა იყენებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს.
უჯრედების მიერ შექმნილი ელექტრომაგნიტური ველი ქმნის სუსტი EM სიხშირეების გარკვეულ სპექტრს (ინდივიდუალური თითოეული ცალკეული ორგანოსთვის). ბიორეზონანსული დიაგნოსტიკური მოწყობილობები განსაზღვრავენ და აანალიზებენ წარმოქმნილი ტალღების სიხშირეს დაავადების იდენტიფიცირებისთვის.
ეს მოწყობილობა გავლენას ახდენს უჯრედების ელექტრომაგნიტურ ვიბრაციაზე, რაც არსებულ დაავადებასთან ბრძოლის საშუალებას იძლევა. ასეთი აღჭურვილობის გამოყენებით დიაგნოსტიკა და თერაპია სრულად უსაფრთხო პროცედურაა, გამორიცხავს ნებისმიერი სახის რადიაციის ზემოქმედებას. ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევა არის ელექტრომაგნიტური ტალღების საჭირო პარამეტრების დადგენის საფუძველი. გაითვალისწინეთ, რომ ისინი განსხვავდებიან სხვადასხვა დაავადებისთვის.
ამ პარამეტრების წყალობით შესაძლებელია მიზანმიმართული ეფექტის მიღწევა დაავადებულ უჯრედებზე, თანაც ისე, რომ არ მოხდეს ზემოქმედება ჯანმრთელ უჯრედებზე. თუ დაავადების გამომწვევი ბაქტერიები, ვირუსები ან პარაზიტები ორგანიზმშია, მაშინ ბიორეზონანსული თერაპიის აპარატები კონკრეტულად მოახდენენ მათზე ზემოქმედებას და მთლიანად გაანადგურებენ მათ.
- როგორ ხდება ბიორეზონანსული დიაგნოსტიკა?
- თანამედროვე ბიორეზონანსული დიაგნოსტიკური მოწყობილობები კომპაქტური აპარატურებია, რომელთა გამოყენება მარტივია, თუმცა, დიაგნოსტიკა მოითხოვს სამედიცინო/სპეციალურ განათლებას ან უნარებს. ასეთი მოწყობილობა განსაზღვრავს EM რხევების სიხშირეს მიმდინარე ნორმის მნიშვნელობებთან შემდგომი შედარებისთვის. მოწყობილობა აანალიზებს ვიბრაციის ცვლილებებს და სვამს დიაგნოზს, რასაც მოჰყვება დიაგნოსტიკის ძირითადი მიმართულებები: ადამიანის სხეულის ზოგადი ტესტირება, ინფექციებისა და პარაზიტების განსაზღვრა, ალერგიული რეაქციების გამოვლენა, კვების ტესტი.
- რას გულისხმობს და როდის გამოიყენება ბიორეზონანსული თერაპია?
- Bღთ მოწყობილობები აწარმოებენ ელექტრომაგნიტურ გამოსხივების ეფექტს სხეულზე, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა და განამტკიცოს ჯანმრთელობა.
ეს აიხსნება იმით, რომ ჯანსაღი უჯრედები იღებენ დამატებით თერაპიულ ეფექტს, ტკივილი კი საგრძნობლად სუსტდება. ელექტრომაგნიტური ტალღებისთვის სხვადასხვა პარამეტრი განისაზღვრება, რაც დამოკიდებულია ორგანოებსა და სისტემებზე, რომლებიც უნდა გაუმჯობესდეს.
ბიორეზონანსული თერაპია გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- სხეულის ფუნქციობის კორექტირებისას;
- ნებისმიერი ქრონიკული დაავადების არსებობისას;
- ფუნქციური დარღვევების სხვადასხვა გამოვლინებებთან გასამკლავებლად;
- დაავადებათა პრევენციისთვის;
- მავნე ჩვევებთან საბრძოლველად.
- რაში გამოიხატება ბიორეზონანსული ტესტირებისა და თერაპიის უპირატესობები?
- ბიორეზონანსული თერაპიის უპირატესობა ისაა, რომ:
1) ანესთეზირებს, სწრაფად კურნავს, აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებსა და უჯრედებს;
2) ღრმად მოქმედებს კუნთების ტკივილზე, ააქტიურებს შემაერთებელი ქსოვილიდან ტოქსინების გამოდევნას;
3) ხელს უწყობს ქსოვილთა აღდგენას, აჩქარებს ორგანიზმის გამოჯანმრთელებას ავადმყოფობის ან ტრავმის შემდეგ;
4) აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას; ზრდის ჟანგბადის პერფუზიას არტერიული წნევის და გულისცემის გაზრდის გარეშე;
5) ხსნის ჩხვლეტას, ტკივილს, ეფექტურია სახსრების, მყესების, კუნთებისა და ძვლების დაავადებათა დროს;
6) ზრდის უჯრედების მიერ ჟანგბადის შეწოვას. აბალანსებს უჯრედის მემბრანის პოტენციალს;
7) ხელს უწყობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლის რეგულირებას ორგანიზმში.
გარე სიხშირეების აღმოფხვრა, რომლებიც არღვევს კომუნიკაციას უჯრედებს შორის და მთლიანად ორგანიზმში, გამორიცხავს სტრესს სხეულზე და უზრუნველყოფს სისტემის გამართულ ფუნქციობას. ბიოსიხშირეს შეუძლია შეამოწმოს ყველა ეს პოტენციურად დესტრუქციული ფაქტორი. გამორიცხულია სხეულზე დამთრგუნველი, დამაზიანებელი ნივთიერების ან ფაქტორის გამოვლენის სიხშირე. სხეულში ენერგიის ნაკადის გზები ღიაა. სისტემა მუშაობს გამართულად. ამ ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ მიღებული გამოცდილების შედეგად, დაახლოებით 500 დაავადების სტანდარტული მკურნალობისა და გამოყენების პროტოკოლები განისაზღვრა. გამოყენების სფეროა ალერგია, ტკივილი, სახსრების პრობლემები, კუნთებისა და ჩონჩხის პრობლემები, რევმატიული დაავადებები, ინფექციები, ჰორმონული დარღვევები, საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები, ყურადღების დეფიციტი და აუტიზმი, აუტოიმუნური დაავადებები, კანისა და ნერვული სისტემის პათოლოგიები, დეტოქსიკაციის მხარდაჭერა, იმუნური სისტემის დაავადებები, ელექტრომაგნიტური გამოსხივება და ელექტროსმოგის გაწმენდის პროგრამები.
- როდის არის აქტუალური ბიორეზონანსის გამოყენება?
- ამ ტიპის თერაპია გამოიყენება სხვადასხვა სახის დაავადების დროს. მკურნალობის თავისებურება მისი მრავალფეროვნებაა – ზოგადთერაპიული, ანტიპარაზიტული და მატონიზებელი.
ბიორეზონანსის გამოყენება ნაჩვენებია ფილტვების დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, საყრდენ-მამოძრავებელი და ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიური და უროლოგიური პრობლემების დროს. გარდა ამისა, ეს მკურნალობა აქტიურად გამოიყენება ალერგიული დაავადებების, ინფექციებისა და პარაზიტული ორგანიზმების არსებობის დროს.
ბიორეზონანსით სარგებლობა შეუძლიათ ასევე სპორტსმენებს – ძლიერი ფიზიკური დატვირთვისა და ტრავმების შემდგომი რეაბილიტაციისთვის.
ბიორეზონანსი ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ის ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა, რადგან დადასტურებულია, რომ მეთოდს აქვს დადებითი გავლენა მთლიანად ადამიანის სხეულზე.
უპირატესობებში შედის:
- დაავადების სწრაფი იდენტიფიცირება საწყისი სიმპტომების გამოვლენამდე;
- ყველა ორგანოს დიაგნოსტიკის შესაძლებლობა ერთ სესიაზე და მათ შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება;
- ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიებისა და პარაზიტების ზუსტი იდენტიფიკაცია;
- გარემოსა და ტოქსიკური ფაქტორების გავლენის შესახებ ინფორმაციის მიღება;
- დაავადების წყაროსა და ალერგიული რეაქციის გამომწვევი მიზეზის დროული იდენტიფიცირება;
- მკურნალობის შესაძლებლობა წამლების გამოყენების გარეშე;
- უსაფრთხოება – მოწყობილობები არ ასხივებენ მავნე გამოსხივებას.
- რამდენად ეფექტურია ბიორეზონანსის გამოყენება?
- ფაქტები მეტყველებს მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტურობაზე და ძნელია მისი უარყოფა. მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება დაახლოებით 30 წელია. მან დაამტკიცა თავისი ეფექტურობა ბევრ სფეროში, მაგალითად:
- თამბაქოზე დამოკიდებულების დასაძლევად – ბიორეზონანსი აქტიურად გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა მოწევის მავნე ჩვევის უკუგდება და განსაკუთრებით, უმოკლეს დროში. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოწევაზე დამოკიდებულთა 77%-მა სძლია ამ მავნე ჩვევას ერთიკვირიანი თერაპიის შემდეგ.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების დროს – მკურნალობა ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და აუმჯობესებს პაციენტების ზოგად მდგომარეობას.
- ალერგიის დამარცხებაში – ალერგიით დაავადებულმა მოახერხეს ბიორეზონანსული მეთოდის ეფექტურობის შეფასება ალერგიასთან ბრძოლაში.
- კუნთების ტკივილის დაძლევაში – ტკივილის შემცირება შესამჩნევია უკვე მკურნალობის ერთი სესიის შემდეგ.
- ვისთვისაა უკუნაჩვენები ბიორეზონანსული ტექნიკის გამოყენება?
- საზოგადოდ, შეზღუდვები არ არსებობს, რაც მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც თავის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
ამავე დროს, არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ.
მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება აკრძალულია მათთვის, ვისაც აქვს კარდიოსტიმულატორი ან გადანერგილი ორგანოები.
ბიორეზონანსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მათ, ვისაც დაუსვეს ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, ორსულმა ქალებმა (1 ტრიმესტრი), ადამიანებმა, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის შედედების პრობლემები, ცერებრული და კორონარული მიმოქცევის დარღვევები, ეპილეფსია, ფსიქიკური დაავადებები, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებმა, პირებმა, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალური აუტანლობა ბიორეზონანსული რხევების მიმართ.
ტექნოლოგიები კოსმიური სისწრაფით ვითარდება და სადღეისოდ მოწყობილობა Lიფე Eხპერტ 3.0 – არის თანამედროვე და გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მონიტორინგისათვის.
მოწყობილობა Lიფე Eხპერტ 3.0-ს სხეულის მდგომარეობის დიაგნოსტიკის გარდა, შეუძლია ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ნეირონული ქსელის საშუალებით ბიორეზონანსული თერაპიის სფეროში. მას რამდენიმე წუთი სჭირდება თითოეული ორგანოსა და ორგანოთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად, ინდიკატორების გასაზომად. Lიფე Eხპერტ 3.0-ი ბიორეზონანსული თერაპიის ფუნქციის წყალობით, დადებით გავლენას ახდენს ადამიანის სხეულზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას. მოწყობილობა უზრუნველყოფს ორგანიზმში ჰორმონული ბალანსის მხარდაჭერას, აადვილებს ალერგიული რეაქციების მიმდინარეობას და აღმოფხვრის ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს.