რა სასარგებლო თვისებები აქვს ასკილს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სასარგებლო თვისებები აქვს ასკილს?

რა დაამტკიცა მეცნიერებამ?

1. ასკილს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ეს გამოწვეულია ნაერთების ჯგუფით, რომლებიც გვხვდება ნაყოფში, რომელსაც ეწოდება გალაქტოლიპიდები. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ასკილი შეიძლება იყოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ალტერნატივა.

2. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აჩვენა, რომ ასკილი ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს იმ ნივთიერებების მსგავსად, რომლებიც გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ.

3. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ შეაფასა ასკილი, როგორც ათეროსკლეროზის პოტენციური სამკურნალო საშუალება. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ასკილს შეუძლია ხელი შეუშალოს ათეროსკლეროზული ფილაქების წარმოქმნას.

ასკილის პოტენციური ძალ

მეცნიერებმა ასკილში აღმოაჩინეს ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ კიბოს უჯრედების მოკვლა. კვლევის დროს მათ კენკრაში 50-მდე ახალი ნაერთი აღმოაჩინეს. მათ შორისაა იაცეოზიდინი, რომელიც აქტიურად ანადგურებს თავის ტვინის აგრესიულ კიბოს უჯრედებს და ცირცილიოლი, რომელიც კლავს კანის კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბოს და აგრესიულ ძვლის კიბოს.

ეს სიახლე არ არის პირველი მცდელობა ასკილის კიბოს საწინააღმდეგო პოტენციური ძალების შესაფასებლად. ასევე ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასკილიდან მიღებულ ექსტრაქტებს შეუძლიათ შეამცირონ კიბოს უჯრედების გამრავლება.

გარდა ამისა, ასკილის ექსტრაქტებმა ხელი შეუწყეს ქიმიოთერაპიული პრეპარატის ეფექტურობის გაზრდას, რომელიც გამოიყენება გლიობლასტომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

უფრო მეტიც, ასკილის ექსტრაქტების ზემოქმედება გამოკვლეულია კიბოს სხვადასხვა ტიპზე. თუმცა, მათზე ზემოქმედების უჯრედული მექანიზმები ჯერ კიდევ გაურკვეველია.

იმისთვის, რომ ზუსტად შეფასდეს კონკრეტული პროდუქტებისა თუ დანამატების გავლენა კიბოზე, აუცილებელია მრავალი დამატებითი, მაღალი ხარისხის და გრძელვადიანი კვლევის ჩატარება.

შეიძლება თუ არა ასკილი საშიში იყოს?

რაც არ უნდა უვნებელი ჩანდეს ასკილის დანამატები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციები, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ თირკმელებში გარკვეული ტიპის კენჭების განვითარების რისკი, ხოლო მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედების მომატებაც კი.

ასკილის დანამატების მიღება ასევე სახიფათოა, თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, ჰემოქრომატოზი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ან სიდერობლასტური ანემია. C ვიტამინის დიდი რაოდენობა (ასკილი მდიდარია ასკორბინის მჟავით) არ უნდა იყოს შერწყმული სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებთან, როგორიცაა კუმადინი (ვარფარინი).

ასკილის დანამატების მიღება შეიძლება იყოს საზიანო ასპირინთან ან სხვა სალიცილატებთან, ესტროგენებთან და სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.