შავი ლობიოს 4 სარგებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შავი ლობიოს 4 სარგებელი

შავი ლობიო შეიცავს ხსნად და უხსნად ბოჭკოს, მცენარეული ცილის კარგი წყაროა.

ჭიქა მოხარშული შავი ლობიო ასევე უზრუნველყოფს:

  • ფოლიუმის მჟავას;
  • სპილენძს;
  • მანგანუმს;
  • B1 ვიტამინს;
  • მაგნიუმს;
  • რკინას;
  • ფოსფორს;
  • თუთიას;
  • კალიუმს

შავი ლობიოს 4 სარგებელი:

ამცირებს დაავადებების რისკს

შავი ლობიო სავსეა ანტიოქსიდანტებით. ისინი ებრძვიან თავისუფალი რადიკალების მოლეკულებით გამოწვეული ზიანის შემცირებას.

შავი ლობიო შეიცავს რამდენიმე ანტიოქსიდანტს, მათ შორის ანთოციანინს და კვერცეტინს. დიეტაში საკმარისი ანტიოქსიდანტების მიღება გეხმარებათ ორგანოების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ანტიოქსიდანტები ამცირებენ შემდეგი პრობლემების რისკს:

  • ათეროსკლეროზი;
  • კიბო;
  • კორონარული არტერიის დაავადება;
  • გულის უკმარისობა;
  • მხედველობის დაკარგვა

ეხმარება კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში

შავი ლობიო შეიცავს საკვებ ნივთიერებას, როგორებიცაავიტამინები, მინერალები და ფიტოქიმიკატები. ისინი ერთად მუშაობენ ანთების, დეტოქსიკაციისა და უჯრედების ჯანმრთელობისთვის. ეს ყველაფერი ხელს უწყობს კიბოს რისკის შემცირებას.

შავ ლობიოში არსებული ანტიოქსიდანტები იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, ბოჭკოვანი მცენარეული საკვები, როგორიცაა შავი ლობიო, ასოცირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოს დაბალ რისკთან.

ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს დნმ-ის მუტაციების თავიდან აცილებას, რაც იწვევს კიბოს უჯრედების წარმოქმნას.

სელენი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კიბოს პროფილაქტიკაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხეულის დეტოქსიკაციაში, მათ შორის კანცეროგენული ნივთიერებების მოშორებაში.

სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის

შავ ლობიოში არსებული ანტიმიკრობული მოლეკულებმა შეიძლება ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მავნე პარაზიტებისა და ბაქტერიების განადგურებას.

ლობიო გვთავაზობს როგორც ხსნად, ასევე უხსნად ბოჭკოს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ნარჩენების აღმოფხვრაში და მიკრობიომში არსებული კარგი ბაქტერიების გამოკვებაში.

პრებიოტიკები წარმოადგენენ სასარგებლო საკვებს ნაწლავის ბაქტერიებისთვის.

აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას

შავ ლობიოში შემავალი საკვები ნივთიერებები, რომლებიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, მოიცავს: ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებს ანთებას თქვენს სისხლძარღვებში. ფლავონოიდები ხელს უწყობენ ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას ჯანსაღ დიაპაზონში. ნუტრიენტები, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, მაგნიუმი და კალიუმი, ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას და გულის რითმის რეგულირებას.

რამდენიმე გამოკვლევის თანახმად, ბოჭკო ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებას

როგორც ნებისმიერმა სახის ლობიომ, შავმა ლობიომ შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო სიმპტომები, შებერილობა, მეტეორიზმო. თუმცა, დროთა განმავლობაში, საჭმლის მომნელებელი სისტემა შესაძლოა შეეგუოს მას და სიმპტომები შემცირდეს.

ლობიოს ადვილად მოსანელებლად შეგიძლიათ:

ლობიო წყალში დაალბოთ ღამით, ლობიო მოხარშეთ, სანამ ძალიან რბილი გახდება. ტემპერატურა ამცირებს ლობიოში შემავალ ლექტინებს, რომლებიც იწვევენ არასასიამოვნო სიმპტომებს.