როდის უნდა გავამახვილოთ ყურადღება ქოშინის დროს და რატომ უნდა მივმართოთ დაუყოვნებლივ ექიმს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის უნდა გავამახვილოთ ყურადღება ქოშინის დროს და რატომ უნდა მივმართოთ დაუყოვნებლივ ექიმს

როგორ მოვიხსნათ ქოშინი და არ გამოგვრჩეს სერიოზული ავადმყოფობის განვითარება.

ქოშინი არის სუნთქვის გაძნელება, ანუ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სუნთქვის სიღრმე, რიტმი და სიხშირე დარღვეულია. ქოშინი ზოგ შემთხვევაში ფიზიოლოგიური შეიძლება იყოს. ეს ნიშნავს, რომ ის ჩვეულებრივ შეიძლება განვითარდეს ყველა ადამიანში, მაგალითად, მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს.

ასევე, სუნთქვის გაძნელების განვითარების მიზეზები შეიძლება იყოს:

• გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

• სასუნთქი სისტემის დაავადებები;

• ანემია;

ჭარბი წონა, სიმსუქნე;

ცხოვრების უმოძრაო წესი;

• პანიკის შეტევები, დეპრესია.

ქოშინის ნამდვილი მიზეზის გასარკვევად, საჭიროა მივმართოთ თერაპევტს, კარდიოლოგს ან პულმონოლოგს.

წითელი ხაზები ქოშინის დროს, როდესაც საჭიროა სასწრაფოდ ექიმთან კონსულტაცია ან სასწრაფოს გამოძახება, შეიძლება იყოს შემდეგნაირი:

• ტუჩების და ცხვირ-ტუჩ სამკუთხედის მოლურჯო შეფერილობა (ციანოზი);

• არტერიული წნევის მკვეთრი მატება ან დაქვეითება;

• როდესაც სუნთქვის აქტი (ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა) დროს სხეული იყენებს დამხმარე კუნთებს. როცა ჩასუნთქვისას ნეკნებს შორის კანი ვარდება და სუნთქვისას თითქოს მუცელი მოძრაობს;

• სუნთქვის სიხშირე წუთში 22-ზე მეტია (ნორმა არის გულმკერდის 16 მოძრაობა წუთში);

• ხმაურიანი სუნთქვა, სტვენავი ხმა ჩასუნთქვაზე.

ქოშინის შესამსუბუქება (თუ მდგომარეობა მძიმე არ არის) შესაძლებელია შემდეგი გზით:

• ისუნთქეთ სუფთა ჰაერი, გაანიავეთ ოთახი;

• თუ ფიზიკური აქტივობის დროს ქოშინი ჩნდება, შეჩერდით ან შეამცირეთ ვარჯიშის ინტენსივობა. შემდეგ კი მაინც მიმართეთ ექიმს;

• იძინე ან წექი მაღალ სასთუმალზე;

• მჯდომარე მდგომარეობაში, დახარეთ წინ იდაყვებზე. ეს ხელს შეუწყობს ფილტვების გაფართოებას და სუნთქვის გაადვილებას;

• დამშვიდდით, ამასთან განახორციელეთ ნელი, ღრმა, თანაბარი ჩასუნთქვები;

სუნთქეთ მოკუმული ტუჩებით. ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ ძალიან ნელა პირით. გაითვალისწინთ, რომ ამოსუნთქვა ორჯერ მეტი ხანგრძლივობის უნდა იყოს დროში, ვიდრე ჩასუნთქვა;

• ოქსიგენოთერაპია - გამოიყენეთ ჟანგბადის კონცენტრატორი, თუ ეს შესაძლებელია;

• რეკომენდებული რეგულარული ფიზიკური აქტივობა;

• დაიცთ ძილისა და დასვენების გრაფიკი, კარგად დაიძინეთ;

• აკონტროლეთ სხეულის მასის ინდექსი, ის ნორმალური უნდა იყოს.

ამ საკმაოდ მარტივ, მაგრამ ეფექტურ რეკომენდაციებს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი მდგომარეობა.

ქოშინის მკურნალობა დაკავშირებულია მისი აღმოცენების მიზეზთან, ხშირად ეს მხოლოდ რაიმე დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს. ამიტომ, თვითმკურნალობით არ უნდა დაკავდეთ და ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.