ჯანსაღი ცხოვრების წესის სარგებელი - რჩევები ჯანსაღი ცხოვრებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი ცხოვრების წესის სარგებელი - რჩევები ჯანსაღი ცხოვრებისთვის

ჯანსაღი ცხოვრების წესი ასევე ნიშნავს იმას, რომ გააკეთოთ ის, რაც გაბედნიერებს და თავს კარგად გაგრძნობინებთ.

ჯანსაღი ცხოვრების როლი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში:

ხელს უშლის დაავადების განვითარებას

2020 წლის კვლევაში, მოზრდილებში, რომლებიც 8 კვირის განმავლობაში მიჰყვებოდნენ ხილითა და ბოსტნეულით მდიდარ დიეტას, შემცირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

2020 წლის სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ხილისა და ბოსტნეულის ყოველდღიური მოხმარებს დაკავშირებულია ტიპი 2 დიაბეტის განვითარების 25%-ით დაბალ რისკთან.

თითქმის 200 000 ზრდასრული ადამიანის დაკვირვების შედეგად, ვინც ყველაზე მეტ მარცვლეულს იღებდა 29%-ით დაბალი იყო ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევები.

2020 წლის კვლევაში, რომელშიც 44000 ზრდასრული მონაწილეობდა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც ყოველდღიურად 11 წუთს ზომიერ და ენერგიულ ფიზიკურ აქტივობას ატარებდა, სიკვდილის დაბალი რისკი ჰქონდათ მათთან შედარებით, ვინც მხოლოდ ამ ინტენსივობით ვარჯიშობდა 2 წუთის განმავლობაში.

ახანგრძლივებს სიცოცხლეს

ძირითადი ჯანსაღი ჩვევები დაკავშირებულია ხანგრძლივ ცხოვრებასთან.

მოწევის შეწყვეტამ, ჯანსაღი წონის შენარჩუნებამ, რეგულარულმა აქტივობამ, ჯანსაღმა კვებამ და ალკოჰოლის ზომიერად მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა.

გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

მიირთვით მეტი ბოსტნეული

2020 წლის კვლევების მიმოხილვა ვარაუდობს, რომ ხილისა და ბოსტნეულის ადეკვატური რაოდენობით მოხმარება ასოცირდება შემდეგი მდგომარეობების დაბალ რისკთან:

  • გულის დაავადება;
  • ინსულტი;
  • კიბო;
  • ნაადრევი სიკვდილი

მიიღეთ მთვლიანი მარცვლეული

2020 წლის სანდო წყაროს კვლევა აკავშირებს მეტი მთლიანი მარცვლეულის მოხმარებას და შემდეგი პრობლემების შემცირებულ რისკს:

  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სიმსუქნე;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადება;
  • კიბო

მთლიანი მარცვლეული მოიცავს:

  • შვრია;
  • მთლიანი მარცვლეულის პური;
  • ყავისფერი ბრინჯი;
  • წიწიბურა;
  • ქერი;
  • ქინოა

რაფინირებული, ანუ ნაკლებად სასარგებლო მარცვლეული მოიცავს:

  • თეთრი პური
  • მაკარონი;
  • თეთრი ბრინჯი

შეინარჩუნეთ ფიზიკური აქტივობა

სავარჯიშოების ზოგიერთი სახეობა, რომელიც კარგია ჯანმრთელობისთვის მოიცავს:

  • სიარულს;
  • პილატესს;
  • ველოსიპედით სეირნობას;
  • ცეკვა

შეინარჩუნეთ სოციალური ურთიერთობები

მყარმა ურთიერთობებმა და მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

აკონტროლეთ სტრესი

ვარჯიში ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, ენერგიის განთავისუფლებით და ბედნიერების ჰორმონების – ენდორფინების გამოყოფის გაძლიერებით.

ასევე სასარგებლოა:

  • მედიტაცია;
  • ღრმა სუნთქვა;
  • ბუნებაში დროის გატარება;
  • მეგობრებთან საუბარი

„ყველაფერი ან არაფერი“ აზროვნება, სადაც მხოლოდ „კარგი“ საკვების მირთმევა შეგიძლიათ და „ცუდი“ არასოდეს, ხშირად უკუშედეგს იწვევს. ამიტომ, შესაძლებელია პერიოდულად მიიღოთ თქვენთვის სასურველი საკვები. თუმცა, ამას არ უნდა ჰქონდეს ხშირი ხასიათი.

დასვენება ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობისთვის. ზედმეტმა ვარჯიშმა შეიძლება გაზარდოს დაზიანებების რისკი და შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა.