დღეში რამდენი ქოლესტერინის მიღებაა ჯანსაღი?
ექსპერტები გვირჩევენ, რომ ყურადღება მივაქციოთ ნაჯერ ცხიმებს.
დღევანდელი გაიდლაინები არ შეიცავს კონკრეტულ შეზღუდვებს იმის შესახებ, თუ რამდენი ქოლესტერინი უნდა მოიხმაროთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ბევრი ქოლესტერინი მიიღოთ.
ქოლესტერინის ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით მნიშვნელოვანია ქოლესტერინის შემცირება რაც შეიძლება მეტად.
პროდუქტების უმეტესობა შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ნაჯერი ცხიმები ზრდის სისხლში ქოლესტერინს და გულის დაავადებების რისკს.
სასარგებლო პროდუქტებია: ხილი, ბოსტნეული, თხილი, პარკოსნები, მთლიანი მარცვლეული, თევზი.
ნაჯერი ცხიმები ყოველდღიური კალორიების 6%-ზე ნაკლებს უნდა შეადგენდეს.
ზოგიერთ შემთხვევაში, დიეტაში გაჯერებული ცხიმებისა და ქოლესტერინის შემცირება მეტად მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი, ჯანსაღი ვარიანტების არჩევა დაგეხმარებათ.
სხვა მდგომარეობებმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ქოლესტეროლზე. ქოლესტერინს ასევე შეუძლია გაზარდოს გულის დაავადების რისკი ჰიპერლიპიდემიისა და ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.
ქოლესტერინის რეგულირებას ხელს უწყობს:
- ვარჯიში;
- ალკოჰოლის მოხმარების შემცირება;
- მოწევის შეწყვეტა;
- სტრესის შემცირება;
- წონის მართვა
ქოლესტერინით მდიდარი საკვების უმეტესობა დატვირთულია ნაჯერი ცხიმებით. მაქსიმალურად შეზღუდეთ შემდეგი საკვები:
- დამუშავებული ხორცი;
- ცომეული;
- მზა პროდუქტები;
- შემწვარი საკვები;
- სრულცხიმიანი რძის პროდუქტები