ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზები
ეს მდგომარეობა ხასიათდება უკიდურესი დაღლილობის მუდმივი განცდით. პაციენტები მუდმივად გრძნობენ დაღლილობას, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად ეძინათ. მუდმივი ძილიანობა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის საერთო სიმპტომია და ეს მდგომარეობა ხშირად გვხვდება სხვა სიმპტომებთან ერთად. ეს მოიცავს კუნთების ტკივილს, თავის ტკივილს და კონცენტრაციის სირთულეებს.
ქრონიკული დაღლილობის შესაძლო მიზეზები:
ინსულინრეზისტენტობა - ამ დროს სისხლიდან უჯრედებში შაქარი ვერ გადადის, რაც იწვევს ენერგიის ნაკლებობას. შაქრით მდიდარი კვება და ქრონიკული სტრესი ინსულინრეზისტენდობის გამომწვევ მიზეზებს შორისაა.
ჰორმონალური დისბალანსი - მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
ინფექციები.
სტრესი.
მძიმე მეტალების ზემოქმედება - დარიშხანი, ტყვია, ვერცხლისწყალი, ალუმინი და სხვა მძიმე მეტალები ხელს უშლიან მიტოქონდრიებში ენერგიის წარმოებას.
ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა
ჟანგბადის ნაკლებობა
გვიან დაძინება
მუდმივი ძილიანობა შეიძლება იყოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის სიმპტომი და ამიტომ საყურადღებოა. თუ მუდმივად გრძნობთ ძილის საჭიროებას და ეს უარყოფითად მოქმედებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არ უნდა უგულებელყოთ ექიმთან კონსულტაცია.