10 ნიშანი იმისა, რომ არასაკმარისად იკვებებით
შეიძლება განიცადოთ გაღიზიანებადობა, მუდმივი შიმშილი, ენერგიის ნაკლებობა, თმის ცვენა, ხშირი ავადმყოფობა და სხვა სიმპტომები.
10 ნიშანი იმისა, რომ საკმარისად არ იკვებებით:
სხეულის მასის ინდექსის მნიშვნელოვნად შემცირება
თუ სხეულის მასის ინდექსის შემცირებას სხვა რომელიმე დაავადება არ განაპირობებს, მაშინ ეს არასაკმარისი კვების ნიშანია.
ენერგიის დაბალი დონე
თმის ცვენა
კალორიების, ცილების, ბიოტინის, რკინის და სხვა საკვები ნივთიერებების არაადეკვატური მიღება თმის ცვენის მიზეზია.
შიმშილის ნიშნების ცვლილებები
მუდმივად შიმშილი შესაძლოა იყოს ნიშანი იმისა, რომ არ იღებთ საკმარის საკვებს.
მადა და საკვებისადმი ლტოლვა შეიძლება გაიზარდოს კალორიების მკვეთრი შეზღუდვის საპასუხოდ. ეს გამოწვეულია ჰორმონების დონის ცვლილებებით, რომლებიც აკონტროლებენ შიმშილს და ნაყროვანებას.
განწყობის ცვლილება
კვლევებმა აჩვენა, რომ ცუდმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს ცუდი განწყობა და უარყოფითად იმოქმედოს საერთო ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
მუდმივად სიცივის შეგრძნება
ორგანიზმს სჭირდება გარკვეული რაოდენობის კალორიების დაწვა, რათა შეიქმნას სითბო და შეინარჩუნოს ჯანსაღი, კომფორტული სხეულის ტემპერატურა.
კალორიების შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის დაქვეითება.
ყაბზობა
ყაბზობა შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბალ კალორიების მიღებასთან.
ხშირი ავადმყოფობა
თუ ხშირად ავად ხართ, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ არ იღებთ საკმარის საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის.
ნუტრიენტები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმუნური ფუნქციონირებისთვის, მოიცავს გარკვეულ ამინომჟავებს - არგინინს და ტრიპტოფანს - ასევე შემდეგ მინერალებს და ვიტამინებს:
- თუთია;
- სელენი;
- A ვიტამინი;
- B ვიტამინები, მათ შორის B1, B2, B3 და B12;
- C ვიტამინი;
- D ვიტამინი
ზრდის შეფერხება
კანის პრობლემები
არასაკმარისი კვება უარყოფითად მოქმედებს კანზე. კანზე შეიძლება განვითარდეს სიმშრალე, დაზიანებები, სისხლჩაქცევები.
არასაკმარისი კვება ნიშნავს, რომ ორგანიზმი არ იღებს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არასაკმარისი ჭამით, მაგრამ შეიძლება არსებობდეს სხვა მიზეზებიც.
მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი კვება ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკს, საკვების ნაკლებობამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე. ეს განსაკუთრებით ეხება კალორიების მკაცრ ან გრძელვადიან შეზღუდვას.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ნიშანს, მიმართ ექიმს ზუსტი მიზეზის დასადგენად.