რამდენად ჯანსაღია ავოკადოს ზეთი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენად ჯანსაღია ავოკადოს ზეთი?

მისი კვებითი შემცველობა ზეითუნის ზეთის მსგავსია, რომელიც ითვლება ყველაზე ჯანსაღ ზეთად.

კვებითი თვალსაზრისით, ავოკადოს ზეთი ერთ-ერთი საუკეთესოა ჯანმრთელობისთვის.

სიმინდისა და მზესუმზირის ზეთი უმეტესად ძალიან დამუშავებულია. მათ აქვთ მცირე კვებითი ღირებულება და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების მაღალი დონე, უჯერი ცხიმის ტიპი. ძალიან ბევრი ომეგა -6-ის არსებობამ შეიძლება ორგანიზმში გამოიწვიოს ანთება.

ავოკადოს ზეთი არ მიეკუთვნება ამ კატეგორიას. ავოკადოს ზეთს აქვს ცხიმების ჯანსაღი ბალანსი. ერთი სუფრის კოვზი შეიცავს დაახლოებით:

  • 124 კალორიას;
  • 10 გრამ მონოუჯერ ცხიმს;
  • 2 გრამ პოლიუჯერ ცხიმს;
  • 2 გრამ ნაჯერ ცხიმს

ავოკადოს ზეთის სარგებელი

ავოკადოს ზეთში შემავალ საკვებ ნივთიერებებს აქვს ჯანმრთელობის გარკვეული სარგებელი:

აუმჯობესებს არტერიულ წნევას

მონოუჯერი ცხიმებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ჯანმრთელობა. ავოკადოს ზეთში შემავალი მონოუჯერი ცხიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიპია ოლეინის მჟავა, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას. მონოუჯერი ცხიმებს აქვთ ჯანმრთელობის სხვა სარგებელიც. ისინი ამცირებენ “ცუდ” ქოლესტერინს და ხელს უწყობენ სისხლში შაქრის კონტროლს, ამცირებენ გულის დაავადებებისა და დიაბეტის რისკს.

დიდი რაოდენობით E ვიტამინს შეიცავს

ავოკადოს ზეთს აქვს მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ორგანიზმში არსებულ თავისუფალ რადიკალებს, რათა დაგიცვან დაავადებისგან. E ვიტამინის მოხმარებამ ასევე შეიძლება გააუმჯობესოს კანის ჯანმრთელობა.

E ვიტამინის საგებელი ასევე მოიცავს:

  • თვალის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას;
  • გაუმჯობესებულ იმუნურ ფუნქციას;
  • კიბოს რისკის შემცირებას

შეიცავს სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ანტიოქსიდანტებს

ავოკადოს ზეთს აქვს სხვა ნაერთები ანტიოქსიდანტური თვისებებით, მათ შორის:

  • ლუთეინი - რომელიც ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და აუმჯობესებს თვალის, კანისა და ტვინის ჯანმრთელობას;
  • ფიტოსტეროლი - რომელიც ასევე ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის შემცირებას

ჯანმრთელობისთვის უკეთესია, არარაფინირებული, ცივი დაწურვის ავოკადოს ზეთი. მიუხედავად იმისა, რომ ავოკადოს ზეთი სტაბილურია სითბოს მიმართ, დამუშავებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დამცავი ანტიოქსიდანტების დონეზე.

აქვს თუ არა რაიმე უკუჩვენება ავოკადოს ზეთს?

მთლიანობაში, ავოკადოს ზეთი ჯანსაღია, მაგრამ მაინც კალორიებით მდიდარი ზეთია. ავოკადოს ზეთის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება რეკომენდებული კალორიების მიღებაზე მოახდინოს გავლენა. ნებისმიერი საკვების მსგავსად, საუკეთესოა მისი ზომიერად მოხმარება.