ფეხის ტკივილის სახეები, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:
ტკივილი, შეშუპება
ეს შეიძლება იყოს სისხლის შედედების გამო, რომელსაც ეწოდება ღრმა ვენის თრომბოზი. კანის მიდამოში შეიძლება ასევე იყოს მგრძნობიარე შეხების მიმართ და მოწითალო ფერის. ზოგჯერ DVT-ს არ აქვს სიმპტომები.
მიზეზები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ღრმა ვენების თრომბოზის ალბათობა, მოიცავს:
- ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი;
- ასაკი - 65 წელზე უფროსი;
- ოპერაცია;
- ჰორმონების მიღება
გართულების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს სიმპტომები:
- გულმკერდის ტკივილი;
- სუნთქვის გაძნელება;
- სისხლიანი ხველა
ამიტომ, საწყისი სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ფეხების მუდმივი კრუნჩხვები და დაღლილობა
თუ გაქვთ ფეხების კრუნჩხვები და დაღლილობა, შესაძლოა გქონდეთ პერიფერიული არტერიის დაავადება. ამ დროს არტერიები ეფექტურად ვეღარ ატარებენ სისხლს კიდურებამდე.
რისკ-ფაქტორებია:
- ასაკი - 65 წლის ან მეტი;
- მოწევა;
- ჭარბი წონა;
- მაღალი ქოლესტერინი;
- მაღალი წნევა;
- დიაბეტი;
- თირკმლის უკმარისობა
მკურნალობის გარეშე, არსებობს შანსი, რომ ამ დაავადებამ საბოლოოდ გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები.
წვის შეგრძნება
როდესაც ასეთი ტკივილი იწყება ზურგის ქვედა ნაწილში ან თეძოში და ეშვება ერთი ფეხის უკანა მხარეს, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რადიკულიტით. შეიძლება იგრძნოთ:
- ტკივილი მოძრაობისას;
- ფეხის კრუნჩხვა;
- ჩხვლეტა
უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ რადიკულიტის სიმპტომები, რადგან მკურნალობის გარეშე შესაძლებელია ისეთი გართულებები, როგორიცაა:
- ფეხში შეგრძნების დაკარგვა;
- ნერვის მუდმივი დაზიანება
უეცარი მკვეთრი ტკივილი
ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა დაზიანების გამო. უნდა მიმართოთ ექიმს, ზუსტი მიზეზის დასადგენად.