რატომ გრძელდება ხველა?
ზოგადად, საოცრად ხშირია ხანგრძლივი, მტანჯველი ხველა, რომელიც რჩება ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციის ძირითადი სიმპტომების გავლის შემდეგ. განსაკუთრებით შემოდგომაზე და ზამთარში, სეზონური გრიპის, კოვიდისა და რესპირატორული სინციტიალური ვირუსის შემთხვევების გაზრდის ფონზე.
აფთიაქებში იყიდება ხველის ურეცეპტოდ გასაცემი ბევრი საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ ისინი დიდად ეფექტური შეიძლება არ აღმოჩნდეს. თუმცა ამ ტიპის ხველა საბოლოოდ თავისით გაქრება.
როგორ ვითარდება ხველა?
ხველა არის რთული პროცესის შედეგი, რომელიც იწყება მაშინ, როდესაც გარკვეული გარე სტიმულის საპასუხოდ სასუნთქი გზების ნერვული რეცეპტორები გაღიზიანებულია.
არსებობს ხველის რეცეპტორების ორი ტიპი - ქიმიური და მექანიკური. ქიმიური რეცეპტორები რეაგირებენ ძლიერ სუნზე, აირებსა და ორთქლზე. რის გამოც შეიძლება ხველა აღმოცენდეს, მაგალითთუ ცხარე წიწაკას ცხელ მექანიკური რეცეპტორები გააქტიურებულია გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორიცაა მტვერი.
როდესაც ეს ნერვული დაბოლოებები გააქტიურებულია, ხორხის კუნთები იჭიმება, სუნთქვა ჩერდება, მკერდში წნევა იზრდება და ეს იწვევს ჰაერისა და ლორწოს მკვეთრ გამოყოფას სასუნთქი გზებიდან დაახლოებით 224 მეტრი წამში სიჩქარით. ვიდრე 800 კილომეტრი საათში), რაც თითქმის ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ყველაზე სწრაფი მანქანა მსოფლიოში. ამ პროცესს ხველის რეფლექსი ეწოდება.
კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსული ინფექცია, ანთების გამოწვევით, საგრძნობლად ზრდის სასუნთქი გზების რეცეპტორების მგრძნობელობას, რაც გვაიძულებს უფრო ხშირ და ძლიერ ხველას.
როდესაც ინფექციის მწვავე სტადია გაივლის და თავს უკეთ გრძნობთ, ორგანიზმი იწყებს სასუნთქ გზებზე ანთებით მიყენებული ზიანის აღდგენას და ხველის რეფლექსი თანდათან სუსტდება, უბრუნდება ნორმას. თუმცა, ეს ყოველთვის არ ხდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს და ხველის რეფლექსის ნორმალიზებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.
რა სახის ხველა არსებობს?
არსებობს ხველების სამი ძირითადი ტიპი: მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული. მწვავე ხველა აღინიშნება ვირუსული ინფექციის აქტიურ ფაზაში. ქვემწვავე ხველა განისაზღვრება, როგორც ხველა, რომელიც გრძელდება სამი ან მეტი კვირის განმავლობაში ინფექციის მწვავე ფაზის დასრულებიდან.
- ხველას, რომელიც ავადმყოფობიდან 12 კვირის შემდეგაც არ ქრება, ქრონიკული ეწოდება. უმეტეს შემთხვევაში, ქრონიკული ხველა ასოცირდება ასთმასთან, პოსტნაზალურ სინდრომთან და კუჭის რეფლუქსთან, როდესაც კუჭის შიგთავსი რეგულარულად ბრუნდება საყლაპავში და ხვდება სასუბთქ გზებში, აღიზიანებს რა მას.
შეუპოვარი პოსტინფექციური ხველა არის გაჭიანურებული ქვემწვავე ხველა, რომელიც შეიძლება ქრონიკული გახდეს.
რა უნდა გააკეთოთ ამ დროს
ითვლება, რომ შემთხვევების დაახლოებით ნახევარში პოსტინფექციური ხველა თავისით გადის ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. თუ ეს არ მოხდა, უნდა მიმართოთ მედიკამენტებს ან ხალხური მედიცინის მეთოდებს.
- სამწუხაროდ, უბრალოდ არ არსებობს დადასტურებული ეფექტურობის მქონე ერთი წამალი, რომელიც ეფექტური იქნება ყველა პაციენტისთვის.
ზოგისთვის სტეროიდების შემცველი მედიკამენტები ან ხველის რეფლექსის დამთრგუნავი პრეპრატებია ეფექტური, ზოგისთვის აფთიაქებში ურეცეპტოდ გაყიდული სხვადასხვა სიროფი, ზოგისთვის კი საკმარისია ჩაი თაფლით.
როდის მივმართოთ ექიმს
სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სპეციალისტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუდმივ ხველას თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: წონის სწრაფი კლება, სისხლიანი ხველა, ღამით უხვი ოფლიანობა და ჭრბი რაოდენობის ნახველი.
იშვიათ შემთხვევებში, ქვემწვავე და ქრონიკული ხველა შეიძლება იყოს ფილტვის კიბოს ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სხვადასხვა ფორმების ნიშანი. და მაშინაც კი, თუ გამაფრთხილებელი სიმპტომები არ გაქვთ, მაგრამ მაინც ნერვიულობთ გახანგრძლივებული ხველის გამო, საჭიროა სამედიცინო გამოკვლევა.