წონის აუხსნელი კლება - რამ შეიძლება გამოიწვიოს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წონის აუხსნელი კლება - რამ შეიძლება გამოიწვიოს?

წონის 5%-ზე მეტს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან წონის ასეთი ხანგრძლივი და მიზეზო კლება შესაძლოა ფარულად მიმდინარე დაავადების ნიშანი იყოს. კვების გამოტოვება, ჩქარი კვება, ნაკლები ცხიმის მიღება, ხანმოკლე ავადმყოფობა ის ფაქტორებია, რომლებმაც შეიძლება წონის კლება გამოწვიოს. სხეულის მასა მცირდება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას, როდესაც ენერგიის დანაკარგი არ კომპენსირდება კალორიული საკვების მიღებით ან დატვირთვა იმატებს, მიღებული საკვები კი - არა. ეს წონის დაქვეითების ფიზიოლოგიური მიზეზებია.

არსებობს პათოლოგიურi ფაქტორებიც, წონას უმიზეზოდ ხშირად იკლებენ ასაკოვანი ადამიანები, წონის უმიზეზო კლება შეიძლება დაკავშირებული იყოს ყნოსვის ან გემოვნების დარღვევასთან, გულისრევასთან, დეპრესიასთან, ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთან.

წონის კლებას იწვევს დეპრესია, მღელვარება და სტრესი. დეპრესია გავლენას ახდენს ტვინის იმავე ნაწილებზე, რომლებიც მადას აკონტროლებს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები გასტროინტესტინური ტრაქტის დაავადებების დროს, როცა საკვები ნივთიერებების შეწოვა დარღვეულია, წონა კარგი კვების შემთხვევაშიც კი იკლებს. საკვების შეწოვის დაქვეითება, სიგამხდრე და ანემია ტიპობრივია ნაწლავის ანთებითი დაავადებისთვის. ნაწლავის ანთებითი დაავადებისთვის დამახასიათებელია ხშირი ფაღარათი, მუცლის ტკივილი, საერთო სისუსტე, უმიზეზო სიცხე. ინფექციური დაავადებები წონის აუხსნელი კლება თან ახლავს ტუბერკულოზს, სოკოვან დაავადებას, პარაზიტულ ინვაზიას.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ენდოკრინული სისტემის დაავადებები, რომლებიც, ჩვეულებრივ, სიმსუქნის მიზეზია ზოგ შემთხვევაში წონის კლებას იწვევს. ამის მაგალითია წონის კლება შაქრიანი დიაბეტის ფონზე. დიაბეტი ტიპი 1-ის დროს იმუნური სისტემა ებრძვის ინსულინის წარმომქმნელ პანკრეასის უჯრედებს. ინსულინის გარეშე ორგანიზმი გლუკოზას ენერგიის წყაროდ ვეღარ იყენებს. იწყება ცხიმისა და კუნთების “წვა” საჭირო ენერგიის მისაღებად, რაც წონნის კლებას იწვევს.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა ჰიპერთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე მეტ ჰორმონს აწარმოებს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი ორგანიზმის მრავალ ფუნქციას აკონტროლებს, მათ შორის – მეტაბოლიზმსაც. მისი სიჭარბე ხშირად იწვევს ზედმეტი ენერგიის “დაწვას”, ამიტომ ზეაქტიურად მომუშავე ფარისებრი ჯირკვლის მქონე ადამიანები, მიუხედავად კარგი მადისა, “აუხსნელად” იკლებენ წონას. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობა, წესისამებრ, ავტოიმუნური წარმოშობისაა, რაც ნიშნავს, რომ უცნობი მიზეზის გამო იმუნური სისტემა უცხოდ აღიქვამს თირკმელზედა ჯირკვალს და თავს ესხმის მას. ამ დროს საკმარისი რაოდენობით ვეღარ გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები, რომლებიც გავლენას ახდენენ საკვებიდან მიღებული ენერგიის გარდაქმნაზე, აკონტროლებენ სხეულის მინერალურ ბალანსს – ნატრიუმის, კალიუმის კონცენტრაციას – და კუნთოვანი მასის მომატებას. მათ დეფიციტს წონის კლებამდე მივყავართ.

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს წონის კლება უმეტესად ღებინებისა და ანორექსიის შედეგია.

ამათ გარდა, წონის კლება ნევროლოგიური დაავადებების, ინსულტის, გაფანტული სკლეროზის, დემენციის, პარკინსონის დაავადების, მეორეული სიმპტომია.

თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს ავადმყოფი წონას იკლებს გულისრევის, ღებინების ან შარდით ცილის კარგვის გამო.