თვალის უპეების შეშუპება - გამომწვევი მიზეზები
უმეტესად ისინი მხოლოდ ასაკის მატებაზე მიუთითებს. თვალების გარშემო არსებული ქსოვილები, მათ შორის, ქუთუთოების დამჭერი კუნთები, დროთა განმავლობაში სუსტდება, კანი ეშვება, ცხიმოვანი ქსოვილი ქვედა ქუთუთოების მიდამოში ჩამოდის და მათ შესივებულის მსგავს შესახედაობას აძლევს. თვალებქვეშ ზოგჯერ სითხეც გროვდება.
თვალებქვეშ ტომრების გაჩენას იწვევს:
- სითხის შეკავება;
- მარილიანი საკვები;
- ძილის უკმარისობა;
- ჰორმონული ფონის ცვლილება;
- ალერგია,
- დერმატიტი;
- მემკვიდრეობითი განწყობა
როგორ ვლინდება
- მსუბუქი შესივება;
- მოშვებული კანი;
- მუქი წრეები თვალების გარშემო
სიმპტომებს ამსუბუქებს:
- თვალების გარშემო რამდენიმე წუთის განმავლობაში ცივი საფენების დადება;
- საკმარისი ძილი;
- ძილისას თავის ოდნავ მაღლა დადება;
- მოერიდეთ ალერგენებს
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:
- თან ახლავს სიწითლე, ტკივილი ან ქავილი;
- შეშუპება ძლიერი და მუდმივია;
- შეინიშნება სხეულის სხვა ნაწილებშიც, მაგალითად, ფეხებზე.
მკურნალობის მიზანია თვალებქვეშ გაჩენილი ტომრების გაქრობა სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურით: ლაზერით, ქიმიური პილინგით, ასევე კანის მატონიზებელი, გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი სპეციალური საშუალებებით.
არსებობს ქირურგიული მეთოდიც. ოპერაციამდე აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს შესაძლო შედეგებსა და გართულებებზე.