პნევმონიის სიმპტომები და ინფექციის თავიდან აცილების გზები
- ზოგადი სისუსტე,
- ოფლიანობა,
- ხველა ნახველით,
- 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა.
ხანდაზმულ ადამიანებში ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაბინდვა, მეხსიერების გაუარესება.
პაციენტები ხშირად გრძნობენ ტკივილს გულმკერდის არეში და ის ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის, ხველების ან ფიზიკური დატვირთვის დროს. თუ ასეთი სიმპტომები შეინიშნება, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემების მუშაობასთან დაკავშირებით.
ასევე, სწორი და დროული მკურნალობის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სეფსისი. ხშირად, პნევმონიის სიმპტომები შეიძლება აგვერიოს მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებთან, ბრონქიტთან ან თუნდაც ტუბერკულოზთან. ზუსტი დიაგნოზისთვის საჭიროა რენტგენოლოგიური ან ტომოგრაფიული კვლევა, C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა, სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება.
პნევმონიის პრევენცია მოიცავს გრიპის, პნევმოკოკური ინფექციის და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ასევე უფრო ხშირად უნდა დაიბანოთ ხელები საპნით და გაანიავოთ ოთახი ყოველ 1,5-2 საათში ერთხელ.
- პნევმონიამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ან მწვავე გართულებები ნებისმიერი ასაკის ადამიანში;
- თუკი არ მოხდება პნევმონიის მკურნალობა შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებები გამოვლინდეს;
- 5 წლის ასაკამდე ბავშვები და 65 წელს ზემოთ პირები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან
პნევმონიის მწვავე მიმდინარეობით განვითარების რისკ-ჯგუფებში შედიან:
- 5 წლამდე ბავშვები;
- 65 წლის ზემოთ პირები;
- პირებს რომელთაც აღენიშნებათ: ასთმა,ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის, თირკმლის, ღვიძლის დაავადებები, დიაბეტი;
- პირები, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ;
- მწეველები.
პნევმონიის ძირითადი ნიშნები ბავშვებში
ბავშვებში პნევმონიის მიმდინარეობა რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. სხეულის ტემპერატურა 380С-ზე მაღალია, გრძელდება სამ დღეზე მეტხანს და არ ემორჩილრება სიცხის დამწევ საშუალებებს. პატარებში სხეულის ტემპერატურა შესაძლოა 37,5℃-ს არ აღემატებოდეს. ამასთან, ვლინდება ინტოქსიკაციის ყველა ნიშანი - სისუსტე, ჭარბი ოფლიანობა, მადის დაქვეითება. მცირეწლოვან ბავშვებში (ისევე როგორც ხანდაზმულებში) ტემპერატურული ტალღები ზოგჯერ არ აღინიშნება, რაც თერმორეგულაციის არასრულყოფილებასა და იმუნური სისტემის უმწიფრობას უკავშირდება.
სუნთქვა
აღინიშნება გახშირებული ზედაპირული სუნთქვა: 2 თვემდე ასაკის ჩვილებში სუნთქვის სიხშირე შესაძლოა წუთში 60-ს აღწევდეს, წლამდე ბავშვებში - 50-ს, უფრო მოზრდილებში - 40-ს. ხშირად ბავშვი თვითნებურად ცდილობს ცალ გვერდზე დაწოლას. ზოგჯერ შეინიშნება პნევმონიის კიდევ ერთი ნიშანი - გახდილ მდგომარეობაში გულმკერდზე დაკვირვებისას დაავადებული ფილტვის მხარეს კანის ჩაზნექა ნეკნებს შორის და სუნქვისას გულმკერდის ცალი მხარის ჩამორჩენა. შესაძლოა გამოვლინდეს სუნთქვის რიტმის დარღვევა სუნთქვის პერიოდული გაჩერებით, სუნთქვის სიხშირისა და სიღრმის ცვლილება. ქოშინის დროს პატარა თავის ქნევას იწყებს და სუნთქვის ტაქტს აყოლებს, გამობურცავს ტუჩებს და ბერავს ლოყებს, აღენიშნება ქაფისებური გამონადენი ცხვირ-პირიდან.
ხველა
ყელის ჩაფხაჭნის გამო თავიდან პატარას შეიძლება მხოლოდ წამოახველოს, შემდეგ კი ხველა მშრალი და მტანჯველი ხდება და ტირილის, ჭამის დროს ძლიერდება. მოგვიანებით ხველა ნახველიანი ხდება.
ბავშვის ქცევა
პატარები ჭირვეულობენ, ტირიან, ერღვევათ ძილი, უარს ამბობენ საჭმელზე, აღენიშნებათ დიარეა და ღებინება. ჩვილები ძუძუს აღარ წოვენ.