რომელ სამედიცინო მდგომარეობებთან არის დაკავშირებული ყნოსვის დაკარგვა
Frontiers in Molecular Neuroscience-ში გამოქვეყნებული დასკვნების მიხედვით, ყნოსვის დაკარგვა და მასთან დაკავშირებული ანთება დაკავშირებულია სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობასთან.
თავის ტვინში ყნოსვის სისტემა პირდაპირ კავშირშია იმ სფეროებთან, რომლებიც აკონტროლებენ სიამოვნებას და ემოციებს, რამაც შეიძლება ახსნას, თუ რატომ არის ყნოსვის დაკარგვა დაკავშირებული დეპრესიასთან, შფოთვასთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა მდგომაროებებთან.
რა იწვევს ყნოსვის დაკარგვას?
მრავალი სამედიცინო მდგომარეობის დროს ადამიანებმა შეიძლება განიცადონ ყნოსვის დაკარგვა სხვა სიმპტომებამდე და ამის ბრალი შეიძლება იყოს ანთება.
ყნოსვის დაკარგვას თან ახლავს ქრონიკული ანთების გაზრდილი დონე, რაც დადასტურებულია, რომ ზრდის მრავალი სამედიცინო მდგომარეობის რისკს.
მიუხედავად იმისა, რომ ტვინზე ანთების ზემოქმედების ზუსტი გზები განსხვავდება, ყნოსვის დაკარგვა კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ადამიანებმა უნდა მიმართონ ექიმს, რათა გამოიკვლიონ რა შეიძლება იყოს მიზეზი.
ბევრმა ფაქტორმა შეიძლება ხელი შეუწყოს ყნოსვის დაკარგვას, როგორიცაა სინუსური ინფექცია, ჰაერის დაბინძურება და მოწევა. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ტვინის პრობლემა შეიძლება იყოს მთავარი მიზეზი.
ყნოსვის დაკარგვას კავშირი აქვს გუნება-განწყობის დარღვევებთან და ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან.
ყნოსვის დაკარგვასთან დაკავშირებული მდგომარეობები მოიცავს:
- ალცჰაიმერის დაავადება;
- შფოთვითი აშლილობა;
- ბიპოლარული აშლილობა;
- დეპრესია;
- ფიბრომიალგია;
- ფრონტტემპორალური დემენცია;
- მძიმე მეტალის ექსპოზიცია;
- ჰანტინგტონის დაავადება;
- ხანგრძლივი COVID;
- მენოპაუზა;
- გაფანტული სკლეროზი;
- პოსტტრავმული სტრესული აშლილობა,PTSD
კავშირი ყნოსვასა და ემოციებს შორის
განწყობის დარღვევებისას, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია, ყნოსვის დაკარგვა შეიძლება იყოს ადრეული სიმპტომი, რადგან ყნოსვის სისტემა პირდაპირ არის დაკავშირებული ტვინის ძირითად უბნებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სიამოვნებისა და ემოციების განცდაზე.
ყნოსვის დაკარგვის მკურნალობამ შეიძლება გააუმჯობესოს ტვინის ჯანმრთელობა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული ან გამოსწორდეს მრავალი ნევროლოგიური, კოგნიტური და ქცევითი პრობლემები მკურნალობის მეთოდებით. ეს შეიძლება მოიცავდეს არომათერაპიას, ან ეთერზეთების ან სპეციფიკური სურნელების ზემოქმედებას, ტვინში ნეიროტრანსმიტერების სტიმულირებას, ანთების შესამცირებლად და მეხსიერების გასაუმჯობესებლად. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს ყნოსვას, არამედ ამ გრძნობის სიმულაციის გზით, ააქტიურებს ტვინის მეხსიერებას, ემოციურ უბნებს და მათ ჯანმრთელობას უნარჩუნებს.