როგორ შევწყვიტოთ ფულის გამო ჩხუბი
ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფინანსური პრობლემები იწვევს ურთიერთობებში დაძაბულობას ადამიანების თითქმის 75%-ში. რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად:
1. არ საუბრობთ ფულზე
გასაგებია, რომ ფულზე საუბარი შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო იყოს და ბევრი წყვილი საერთოდ გაურბის ამას, იმ იმედით, რომ დუმილი დაძაბულობას განმუხტავს. მაგრამ ურთიერთობაში ნებისმიერ თემაზე გაჩუმება შეცდომაა. ფინანსების სწორად განხილვის თავიდან აცილება იწვევს უფრო მეტ კონფლიქტს, და ხშირად ქმნის მომავალ პრობლემებს.
იურისტები ასახელებენ ფულად უთანხმოებას, როგორც განქორწინების მეორე ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, ღალატის შემდეგ. ის, თუ როგორ უმკლავდებით თქვენ და თქვენი პარტნიორი ფინანსებს, აშკარად ასახავს იმას, თუ როგორ უმკლავდებით გამოწვევებს ერთად.
რა უნდა გააკეთოთ:
- დაიწყეთ მცირედით: შეეცადეთ დაჯდეთ და ისაუბროთ ფინანსებზე. გაიარეთ ეს საუბარი რეგულარულად, ყოველ კვირას ან ყოველთვიურად.
- ამ თემის თანმიმდევრული და მიზანმიმართული განხილვით მომავალში უფრო სერიოზულ პრობლემებს აიცილებთ თავიდან.
2. არ გინდა აღიარო, რომ ფული ემოციაა
ბევრი ფინანსური ჩვევა გამომდინარეობს ჩვენი აღზრდისა და წარმომავლობისგან და ისინი აყალიბებენ ჩვენს დამოკიდებულებას ხარჯვის, დაზოგვისა და ვალების მიმართ. მიუხედავად იმისა, გაიზარდეთ ღარიბ თუ მდიდარ ოჯახში, ეს გამოცდილება გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ფიქრობთ ფინანსებზე დღეს.
ფულის ემოციური ასპექტის იგნორირება ნიშნავს იმ დიდი ნაწილის იგნორირებას, რაც ქვეცნობიერად გამოძრავებთ თქვენ და თქვენს პარტნიორს.
რა უნდა გააკეთოთ:
- ღიად ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდა თქვენი ოჯახი ფულს — ხარჯვას, დაგროვებას თუ არც ერთს — და როგორ აფასებთ ამას.
- იმის აღიარება, რომ თითოეულ თქვენგანს თქვენი მშობლებისგან გარკვეული ჩვევა გადმოგეცათ, თავიდან აიცილებს გაუგებრობას მომავალში.
3. არ იცით ზუსტი რიცხვები
შეუძლებელია ფინანსებზე მნიშვნელოვანი საუბარი, თუ არ გაქვთ მკაფიო სურათი თქვენი შემოსავლის, ხარჯების, ვალების ან დანაზოგების შესახებ.
ადამიანები გაურბიან მძიმე ფაქტებს, რადგან სიმართლესთან დაპირისპირება შეიძლება მტკივნეული იყოს. მაგრამ სიბნელეში დარჩენა გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ აუარესებს. თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი პარტნიორი თქვენზე მეტს შოულობს, ასეც იყოს.
რა უნდა გააკეთოთ:
- გააანალიზეთ შემოსავალი, ხარჯები, დავალიანება, დანაზოგი, საკრედიტო ბარათის ნაშთები - და გაუზიარეთ ისინი თქვენს პარტნიორს.
- სრული სურათის ცოდნა ერთადერთი გზაა ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
4. მალავთ იმას, რაც ნამდვილად გსურთ
ადამიანები, განსჯის შიშის გამო, ხშირად არ არიან გულახდილები თავიანთ ფინანსურ მიზნებსა და სურვილებში. ერთ პარტნიორს სურს დაზოგოს მომავლისთვის, ხოლო მეორეს შეიძლება სურდეს დახარჯოს მოგზაურობაზე ან განათლებაზე.
რა უნდა გააკეთოთ:
- მკაფიოდ აჩვენეთ რა გსურთ — იქნება ეს დაზოგვა სახლის შეძენისთვის, შავი დღისთვის, თუ მოგზაურობაში ხარჯვა.
- თქვენი პარტნიორი შეიძლება ყველაფრს გაგებით შეხვდეს. თუ არ განიხილავთ თქვენს ფინანსურ პრიორიტეტებს, ვერ შეძლებთ კომპრომისზე წასვლას და ერთად მომავლის შენებას.
5. არ გაქვთ საერთო ფინანსური მიზნები
ხშირად ერთი პარტნიორი აკონტროლებს ოჯახის ფინანსებს, მეორემ კი არ იცის როგორ და რაში იხარჯება ფული. ან წყვილები საერთოდ თავს არიდებენ ფულის განხილვას, რადგან ფიქრობენ, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ძალიან განსხვავებულია, იმისათვის რომ შეთანხმებას მიაღწიონ.
მიზნების გაზიარება არ ნიშნავს ერთობლივი საბანკო ანგარიშების ქონას ან ყველაფრის 50/50 გაყოფას. ეს ნიშნავს, რომ გქონდეთ შეთანხმებული მოსაზრება, თუ სად გსურთ ფინანსურად წასვლა. ამასთან, ყველასათვის სავსებით მისაღებია საკუთარი ფულის ქონა – ეს ორივეს გადასაწყვეტია.
რა უნდა გააკეთოთ:
-
დაისახეთ საერთო გრძელვადიანი ფინანსური მიზნები.
- თუ თქვენი შემოსავალი განსხვავდება, შეგიძლიათ ხარჯები გაყოთ არა შუაზე, არამედ შესაბამის პროცენტში.
6. თქვენ არ გესმით, რომ ფულზე საუბარი რთულია (და ეს კარგია)
თქვენი ფინანსების მართვა საკმარისად რთულია მაშინაც კი, როცა მარტო ხართ, რომ აღარაფერი ვთქვათ წყვილში. უნდა გაითვალისწინოთ ერთმანეთის ჩვევები, უპირატესობები, ემოციები და ეს ქმნის დამატებით სირთულეებს. ბევრს წყვილს შეცდომით მიაჩნიათ, რომ თუ მათ აქვთ ძლიერი ურთიერთობა, მაშინ ყველაფერი ბუნებრივად დადგება, მათ შორის ფინანსები. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ფულის მართვა მოითხოვს შრომას, მუდმივ კორექტირებას, ისევე როგორც ყველაფერი სხვა ურთიერთობაში.
რა უნდა გააკეთოთ: აღიარეთ, რომ ფულთან დაკავშირებული საუბრები რთული იქნება და ყოველთვის მშვიდად არ წავა. ძირითადი პუნქტები არის კომპრომისზე წასვლისა და ერთმანეთის გაგების სურვილი. დიდი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ვალის გადახდა, ინვესტიცია ან სახლის ყიდვა, მოითხოვს სერიოზულ მიდგომას.
ასე რომ, თუ რეგულარულად დაიწყებთ გულწრფელ, ღია საუბრებს ფულზე, უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს, ისწავლით კომპრომისზე წასვლას და შექმნით ფინანსურ გეგმას, რომელიც ასახავს თქვენს საჭიროებებსა და პრიორიტეტებს.
- ყოველივე ამის შემდეგ, ეს არ არის მხოლოდ ბიუჯეტის დახარჯვა - ეს არის ურთიერთობების დამყარება ნდობაზე, ღიაობასა და ურთიერთპატივისცემაზე. ამას კი გარკვეული ძალისხმევა სჭირდება.