რომელი ფაქტორები ზრდის თრომბოზის რისკს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ფაქტორები ზრდის თრომბოზის რისკს

  • პირველ რიგში, ეს არის სისხლის ნაკადის შენელება ხანგრძლივი უმოძრაობის დროს (ავადმყოფობა, ტრავმა, ფრენა).
  • მეორე მიზეზი არის სისხლძარღვის კედლის დაზიანება ანთების, ოპერაციის გადატანის შემდეგ, ათეროსკლეროზის და არტერიული ანევრიზმის შედეგად.
  • და მესამე მიზეზია ჰიპერკოაგულაცია - მდგომარეობა, რომელშიც სისხლის შედედების სისტემა ჩვეულებრივზე უფრო აქტიურად მუშაობს.

რაც უფრო მეტი რისკის ფაქტორი მოქმედებს სხეულზე, მით უფრო მაღალია სისხლის შედედების ალბათობა.

ამის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა და დიაბეტი, 40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცები, ორსული ქალები და ქალები, მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები.

ასევე არსებობს სისხლის შედედების გაზრდილი რისკი ქალებში, რომლებიც იღებენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს.

როგორ ვლინდება თრომბოზი?

თრომბოზის განვითარების ნიშნები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ სად განვითარდა თრომბოზი - არტერიებში თუ ვენებში. მოგახსენებთ ზოგად ნიშნებს:

  • ტკივილი ერთ კიდურში;
  • სიმძიმე და შეშუპება, რასაც თან ახლავს კანის ფერის შეცვლა;
  • კიდურის დაბუჟება;
  • ტკივილი მკერდის არეში;
  • გონების უეცარი ცვლილება და ა.შ.

თრომბმა სისხლძარღვი შეიძლება დაახშოს სრულად ან ნაწილობრივ. თრომბოზის კლინიკური ნიშნები განსხვავებულია და დამოკიდებულია არა მხოლოდ, ვენურ თუ არტერიულ სისხლძარღვებში ჩამოყალიბდა თრომბი, არამედ იმაზეც, თუ რომელ ორგანოს სისხლძარღვში ჩამოყალიბდა იგი.

რა შეიძლება გახდეს თრომბის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორი?

თრომბის განვითარების შესაძლებლობა იზრდება:

  • გულის კუნთის ტონუსის დაქვეითების;
  • სისხლძარღვების ტონუსის და ელასტიკურობის დაქვეითების და ასევე სისხლის შედედების უნარის მომატების დროს.

შესაძლებელია თრომბი მოწყდეს და გავრცელდეს, რასაც თრომბოემბოლია ეწოდება. ამ დროს ჩივილები სხვადასხვაგვარია:

  • ტკივილი გულის არეში;
  • რიტმის დარღვევა;
  • სიკვდილის შიში;
  • ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ხველა სისხლიანი ნახველით;
  • მწვავე ტკივილი მუცელში;
  • ღებინება;
  • მუცლის კედლის დაჭიმულობა;
  • ტკივილი და სიმძიმე ქვემო კიდურებში - მწვავე და ქრონიკული;
  • ხანგამოშვებითი კოჭლობა;
  • კიდურის შეშუპება;
  • კიდურის კანის ფერის ცვლილება.

თრომბოზის პროფილაქტიკა გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღ წესს:

  1. ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული;
  2. ცხოვრება თამბაქოს გარეშე;
  3. წონის კორექცია;
  4. ჯანმრთელი კვება;
  5. საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება;
  6. კვლევა თრომბოფილიაზე;
  7. ექიმთან დროული ვიზიტი, რადგან თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.