საშემოდგომო რჩევები: როგორ მოვუაროთ კანს, როგორ შევინარჩუნოთ წონა და რომელი დაავადებები მწვავდება ამ სეზონზე...
როგორ მოვუაროთ კანს შემოდგომაზე
შემოდგომაზე მნიშვნელოვანია სახის კანისთვის დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება, ეს შეიძლება იყოს კრემი, ტონიკი ან შრატი.
პროდუქტები უნდა შეიცავდეს A და E ვიტამინებს, რაც სასარგებლო იქნება კანისთვის.
უნდა გამოიყენოთ დამცავი ტონალური კრემი ან BB კრემი გარეთ გასვლისას, რათა გათანაბრდეს სახის ფერი. ზაფხულში კი საჭიროა დაცვა SPF-ით. შემოდგომაზე და ზამთარში სახის კანს ასევე სჭირდება დაცვა ყინვისა და ქარისგან.
შემოდგომაზე და ზამთარში დილით კანზე უნდა წაისვათ დამატენიანებელი, ღამით კი მკვებავი საშუალებები.
შემოდგომაზე უნდა გამოიყენოთ უფრო სქელი და მკვებავი კრემები, რომლებიც დაიცავს კანს სიმშრალისგან. ყველა კოსმეტიკა, სეზონის მიუხედავად, უნდა შეირჩეს კანის ტიპის მიხედვით (ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული, ნორმალური). არასწორად შერჩეულმა კრემმა შეიძლება კანი გამოაშროს.
არ დალიოთ შემოდგომაზე ბევრი ყავა
იმისთვის, რომ შემოდგომაზე წონაში არ მოიმატოთ, უნდა შეეცადოთ შეინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობის დონე, აუცილებლად დაიძინოთ თავის დროზე, უზრუნველყოთ საკმარისი ძილი და თუ ეს შესაძლებელია, ნაკლები ყავა დალიოთ.
შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობის მაღალი დონის შენარჩუნება. ამისათვის მოიფიქრეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც გაიძულებთ გარეთ გასვლას, მიუხედავად ცუდი ამინდისა. იპოვეთ სახლიდან გასვლის მიზეზი იმის ნაცვლად, რომ საღამო ტელევიზორთან, კომპიუტერთან, საჭმლისა და ფუნთუშების ჭამაში გაატაროთ. ასეთი კინოსეანსების დროს სხეული იღებს უამრავ დამატებით კალორიას.
ასევე, არ დალიოთ ბევრი ყავა შემოდგომაზე.
შემოდგომაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკმარისი ძილი - არ შეცვალოთ ყოველდღიური რუტინა მოულოდნელად.
ბიორითმების უკმარისობა იწვევს მადის მარეგულირებელი ჰორმონების დონის დარღვევას.
ამავდროულად, შემოდგომაზე სწორი კვების პრინციპები არ განსხვავდება იმისგან, რომლის დაცვასაც დიეტოლოგები გვირჩევენ წელიწადის ნებისმიერ სხვა დროს.
რომელი დაავადებები ხშირდება შემოდგომაზე
ხშირი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების და გაციების მთავარი მიზეზი არის ტანსაცმელი, რომელიც არ არის შესაფერისი ამინდისთვის. ბევრი არ ჩქარობს თბილი ტანსაცმლის ჩაცმას და ცივდება.
ზოგიერთი, პირიქით, ზედმეტად თბილად ივამს, რაც იწვევს ჭარბ ოფლიანობას. შედეგად, სხეული სველდება, რისი შედეგი არის დაავადება.
ასევე, შემოდგომაზე D ვიტამინისა და მზის შუქის ნაკლებობის გამო, ადამიანები უფრო მეტად განიცდიან დეპრესიას.
გარდა ამისა, შემოდგომაზე მწვავდება სახსრების დაავადებები. თუ შემოდგომის შუიდან განაგრძობთ მსუბუქი ტანსაცმლის ტარებას, შედეგი იქნება ჰიპოთერმია და სახსრის ანთების გამწვავება. ართროზისას, ტემპერატურის შემცირებისას ასევე ხშირია სახსრის ირგვლივი კუნთების სპაზმი და ხრტილოვანი ქსოვილის კვების დაქვეითება.
შემოდგომაზე რისკის ქვეშ არიან ნევროლოგიური დაავადებებით დაავადებული ადამიანები. საყურადღებოა იმ ადამიანების მდგომარებოა, რომელთაც აქვთ: ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი და მალთაშუა თიაქარი.
ასევე შესაძლებელია გამწვავდეს ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, ასევე ალერგია - კერძოდ, ობას და მტვერზე.
შემოდგომაზე იზრდება გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების გამწვავების რისკი.