სამზარეულოს რომელი ნივთების შეცვლა გჭირდებათ ხშირად და რატომ?
სარეცხი ღრუბელი
უნდა შეიცვალოს კვირაში ერთხელ.
USDA-ს სურსათის უვნებლობისა და ინსპექტირების სამსახურის კვლევით პროექტში, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი იყო სამზარეულოს ნიჟარა. გასაკვირი არ არის, რომ ფოროვანი ღრუბლები, რომლებიც იწოვენ ზეთს, ცხიმს და საკვების ნარჩენებს, ბაქტერიების გავრცელების წყაროა.
საწმენდი ჯაგრისები
უნდა შეიცვალოს თვეში ერთხელ.
ღრუბლების მსგავსად, მათზე შეიძლება დაგროვდნენ ბაქტერიები.
ჭურჭლის პირსახოცები
უნდა შეიცვალოს ყოველდღიურად.
თუ იყენებთ ხელსახოცებს სამზარეულოს ზედაპირების გასაწმენდად, ხელების გასაშრობად თუ ხელსახოცად თქვენი საუკეთესო არჩევანია ყოველდღიურად გამოიცვალოს ისინი ან გაირეცხოს.
საჭრელი დაფები
უნდა შეიცვალოს ყოველ ექვს თვეში ერთხელ
როდესაც საჭრელ დაფებზე არის ნაკაწრები, შესაძლოა ბაქტერიები ადვილად დაგროვდნენ. თუმცა, გამოცვლის ვადა შეიძლება განსხვავდებოდეს საჭრელი დაფის მასალის მიხედვით. ხის საჭრელი დაფის ზოგიერთ ტიპს აქვს გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები, ამიტომ მათი შენახვა დიდხანს შეიძლება.
სამზარეულოს დანები
უნდა შეიცვალოს ყოველ ექვს თვეში.
თუ დანის სახელურზე გაჩნდება ბზარები უნდა გამოიცვალოს.სახელურების ბზარები შეიძლება იყოს ადგილი, სადაც ბაქტერიები გროვდებიან.
საჭრელი დანების გამოცვლა უნდა მოხდეს ყოველ ექვს თვეში ერთხელ, თუმცა ვადები განსხვავდება მათი ხარისხისა და მათი გამოყენების სიხშირის მიხედვით.
პლასტმასის შესანახი კონტეინერები
უნდა გამოიცვალოს გაუფერულებისას ან დამახასიათებელი სუნის გაჩენისას. ასევე უნდა გამოიცვალოს თუ გაჩნდება ნაკაწრები ან შეიცვლის ფორმას.
გამოყენების ვადები განსხვავდება პლასტმასის კონტეინერის ტიპის მიხედვით და რამდენად კარგად ინახავთ მას. მაგალითად, საკვების გასატანად და მიტანისთვის გამოყენებული სახეობები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ისინი, როგორც წესი, არ არის გათვლილი გასარეცხად, გასათბობად ან ხელახლა გამოსაყენებლად, ამიტომ უმჯობესია დაუყოვნებლივ გამოცვალოთ ისინი. გარდა ამისა, ზოგიერთი სახის პლასტმასის საკვები კონტეინერი არ არის უსაფრთხო მიკროტალღურ ღუმელში ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
ხშირ შემთხვევაში, მინის შესანახი კონტეინერების არჩევა იქნება მეტად სუფთა სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. შუშის კონტეინერები შესანიშნავი ალტერნატივაა, რადგან ისინი მდგრადია ცვეთის მიმართ.