ვინ იმყოფება ართრიტის განვითარების რისკის ქვეშ
- მემკვიდრეობითობა,
- მოწევა,
- ასაკი (რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო მაღალია მისი განვითარების შანსი),
- სახსრების ტრავმები.
ართრიტი შეიძლება განვითარდეს ჭარბი წონის ადამიანებშიც, რადგან ჭარბი წონა აძლიერებს სახსრების დაზიანებას.
ართრიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია
- შეშუპება,
- ტკივილი,
- შებოჭილობა,
- კანის სიწითლე სახსრის არეში.
ართრიტის პირველი გამოვლინებისას უნდა მიმართოთ ექიმს, რომ დაავადების დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე დადგინდეს და დროულად დაიწყოთ მკურნალობა. არანამკურნალევმა ართრიტმა შეიძლება გამოიწვიოს დეფორმაცია, სრული უმოძრაობა და სახსრის რღვევაც კი.
არ არსებობს უნივერსალური პრეპარატი ართრიტის სამკურნალოდ. გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს, მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები ან სპეციფიკური მედიკამენტები აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ. ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენცია: ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის წარმართვა და ტრავმების თავიდან აცილება.