საკვები, რომელზეც 50 წელს გადაცილებულმა ქალებმა უარი უნდა თქვან
აუმჯობესებს მენოპაუზის პერიოდის ქალების ზოგად ჯანმრთელობას. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა European Journal of Nutrition-ში (EJN).
კვლევაში მონაწილეობდა 200 ქალი, რომელთა საშუალო ასაკი 51 წელი იყო. მოხალისეებს უკვე დაიწყებული ჰქონდათ მენოპაუზა - მენსტრუალური ციკლის საბოლოო შეწყვეტა, რომელიც დაკავშირებულია სხეულის ბუნებრივ დაბერებასთან და კვერცხუჯრედების მარაგის ამოწურვასთან. მკვლევარებმა გააანალიზეს მონაწილეთა დიეტა და სთხოვეს, ეთქვათ, ჰქონდათ თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები.
- შედეგებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც სვამდნენ ნაკლებ ტკბილ სასმელს, ნაკლებად აღენიშნებოდათ სახსრებისა და კუნთების ტკივილი. მათ ასევე დაადგინეს, რომ დიეტაში წითელი და დამუშავებული ხორცის პროპორციის შემცირება დაკავშირებულია ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან.
მეცნიერებმა დაამატეს, რომ კუნთების სიძლიერის, მოქნილობისა და გამძლეობის გაზრდის საუკეთესო არჩევანი ხმელთაშუა ზღვის დიეტაა. იგი მოიცავს ხილის, ბოსტნეულის, პარკოსნების, თხილის, მარცვლეულის, ზეითუნის ზეთის და თევზის აქტიურ მოხმარებას.