რომელი პროდუქტები გვეხმარება ენერგიის შენარჩუნებაში
- თითოეული ადამიანის რაციონი უნდა შეიცავდეს მთლიან მარცვლეულს, განსაკუთრებით შვრიის ფაფას, რომელიც მდიდარია ბოჭკოვანი და რთული ნახშირწყლებით და ქინოას, რომელიც შეიცავს მაგნიუმს, B ჯგუფის ვიტამინებს და ცილებს. მათგან დამზადებული კერძები ენერგიას დიდი ხნის განმავლობაში იძლევა.
- ენერგიის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ცილოვანი საკვები (კვერცხი,იოგურტი), პარკოსნები (ოსპი, ლობიო), თხილეული და თესლი(ნუში, სელის თესლი, ჩია). ისინი შეიცავს არა მხოლოდ პროტეინს, არამედ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსაც.
მათთვის, ვინც გრძნობს ნაკლებ ენერგიას ან დროებით დაღლილობას, რეკომენდირებულია კალიუმით მდიდარი ბანანისა და ვაშლის მირთმევა - ანტიოქსიდანტების წყაროა, ასევე კარგი ფორმის შენარჩუნებაში დაგვეხმარება ისპანახი, ბროკოლი და კომბოსტო, მწვანე ჩაი და უბრალო წყალი.