დიეტა და ვარჯიში დემენციის თავიდან ასაცილებლად
- ახალ კვლევაში საშუალო ასაკის ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ მაღალი კარდიორესპირატორული ფიტნეს დონე, ჰქონდათ დემენციის დაბალი რისკი.
კარდიო-რესპირატორული ფიტნესი გულისხმობს სხეულის უნარს მიაწოდოს კუნთებს ჟანგბადი ფიზიკური დატვირთვის დროს. ამ უნარს შეიძლება ჰქონდეს დიდი გავლენა დემენციის რისკის შემცირებაზე.
ახალი კვლევის მიხედვით, საშუალო ასაკის ადამიანებმა, რომელთაც სურთ დემენციის რისკის შემცირება მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ ვარჯიშის შესაძლებლობებზე.
კვლევამ დაადასტურა, რომ არაფერია უფრო მნიშვნელოვანი დემენციის რისკის შესამცირებლად, ვიდრე აერობული ვარჯიში.
დემენციის რისკის ყველაზე დიდი ვარდნა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები სრულიად უმოძრაო ცხოვრებიდან გადადიან ფიზიკურ აქტივობაზე. ვარჯიშის ნებისმიერი რაოდენობა სასარგებლოა ტვინისთვის
ამერიკის გულის ასოციაცია (AHA) რეკომენდაციას უწევს როგორც ხმელთაშუა ზღვის სტილის დიეტას, ასევე DASH დიეტას ტვინის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ორივე დიეტა მდიდარია ახალი ხილითა და ბოსტნეულით, მთელი მარცვლეულით, თევზით და ფრინველის ხორცით.