როგორ ვიზრუნოთ იმუნიტეტზე ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვიზრუნოთ იმუნიტეტზე ზამთარში

ამიტომ ზამთრის მენიუს მცირე კორექციით შესაძლებელია ავადობისგან თავის დაცვა.

ნიორი

გურმანები და პიკანტური კერძების მოყვარულები უპირატესობას ყოველთვის ნიორს ანიჭებენ, მოდური რესტორნების შეფ-მზარეულებს ის ყველა ეგზოტიკურ სანელებელს ურჩევნიათ, თავისი სამკურნალო თვისებებით კი, ნიორმა დიდი ხანია გაითქვა სახელი მთელ მსოფლიოში. შუასაუკუნეებში შავი ჭირი სწორედ ნიორმა დაამარცხა. დღეს, საბედნიეროდ, მომაკვდინებელი დაავადებები ნაკლებად გვემუქრება, თუმცა, ნიორი მაინც რჩება პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად. იმუნიტეტის გასამაგრებლად რეკომენდებულია ნივრის ცოცხლად ჭამა. შეიძლება მისი დამატება სოუსში, ხორცის კერძებში ან ტოსტზე წასმული. თუ ნივრის მოყვარული არ ხართ, დაუმატეთ ნიორი წვნიანს ან ნებისმიერ სხვა კერძს მომზადების პროცესში, არომატი გაქრება, სასარგებლო თვისებები კი შენარჩუნდება.

თევზი

თევზი იმ ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების წყაროა, რომელიც მართალია ზრდის იმუნიტეტს, მაგრამ ძალიან ცოტაა ჩვენს ორგანიზმში. ამიტომ იმუნიტეტის გასაძლიერებლად აირჩიეთ ცხიმიანი თევზი, მაგალითად, თინუსი, სკუმბრია ან ორაგული. გარდა ამისა, ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია თუთიის გამომუშავება, რომელიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობს იმუნური უჯრედების განვითარებაში. ამიტომ, საჭიროა, მივიღოთ ამ ელემენტის შემცველი პროდუქტები, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ თევზია.

შოკოლადი

როგორც აღმოჩნდა, ნამდვილი შავი შოკოლადი, კაკაოს დიდი შემცველობის გამო, ზამთარში არა მხოლოდ იცავს ორგანიზმს მავნე ბაქტერიებისგან, ტონუსსაც უმაღლებს მას. სუფთა სახით კაკაო ხელს უწყობს იმუნური სისტემის სტიმულაციას და ეხმარება ვირუსებისგან დაცვაში. თუმცა, ერთი პრობლემაა – მინარევებისა და სხვადასხვა მღებავის გარეშე, ნამდვილი კაკაოს გამოყენება საკვებში პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მას არასასიამოვნო მწარე გემო აქვს. ასე რომ, ოპტიმალურ საშუალებად შავი შოკოლადის ფილა რჩება.

სოკო

თუ გაციებას ვერ გადაურჩით, მთელი კვირის სახლში გატარება კი არ გინდათ, საქმის გამოსწორება არა მარტო ანტივირუსული პრეპარატებით, სოკოს დახმარებითაც შეიძლება. ინფექციასთან ეფექტურად გასამკლავებლად, საკვებში ის პროდუქტები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც ლეიკოციტების დამცავ თვისებებს ამაღლებენ, ასეთი კი სწორედ სოკოა (თითქმის ყველა სახეობა).

ჯანჯაფილი

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ გაციების დროს ან იმუნიტეტის სტიმულაციისთვის, მხოლოდ ჯანჯაფილის ფესვების გამოყენებაა შესაძლებელი. მისი სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ უძველეს დროში იყო ცნობილი. მაგალითად, ჩინეთში მებრძოლები ჯანჯაფილის ფესვებს ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებზე იდებდნენ. პროდუქტი რეტინოლს, С და В ვიტამინებს შეიცავს. მისი ფარმაკოლოგიური თვისებები ძალიან ჰგავს ნივრის თვისებებს, თუმცა არომატი ბევრად უფრო სასიამოვნო აქვს. ჯანჯაფილის გამოყენება საკმაზის სახით შეიძლება სხვადასხვა კერძში, მას, როგორც წესი, წვნიანს ან ფაფას, ხორცის კერძებს ან ქათმის სალათებს უმატებენ. შეიძლება ჯანჯაფილის ჩაის დაყენებაც. საჭიროა მისი ფესვების წვრილად დაჭრა და ადუღებული წყლის დასხმა, ლიმონის, პიტნის და თაფლის თანაბარი პროპორციით დამატება და ცოტა გაციება.

ლიმონი

ლიმონი დიდი ხანია აღარ ითვლება ეგზოტიკურ ციტრუსად, მისი სამკურნალო თვისებების შესახებ კი ყველამ კარგად იცის. ლიმონში С ვიტამინის მაღალი კონცენტრაციაა, თუმცა, თვისებებს მხოლოდ ცოცხლად ან ახალგამოწურულ წვენში ინარჩუნებს, თერმული დამუშავების ან ჰაერთან ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად კი, კარგავს თავის ფუნქციას. ამიტომ საჭიროა ლიმონის წყალში დამატება და მაშინვე დალევა.

თაფლი

თაფლი იმ ტკბილეულის მოყვარულთა საყვარელი საკვებია, ვინც ზედმეტი ფუნთუშეულის ჭამის უფლებას თავს არ აძლევს. მდიდარი არომატის გარდა, თაფლს მრავალი სამკურნალო თვისებაც აქვს – ახორცებს ჭრილობებს, აუმჯობესებს ნერვულ და იმუნურ სისტემას. გაციების დროს თაფლი ხელს უწყობს ავადმყოფობის სწრაფად დამარცხებას, იმ შემთხვევაში კი, თუ ყოველ დილას ერთ კოვზ თაფლს შეჭამთ, ავადმყოფობა საერთოდ არ მოგეკარებათ.

კეფირი

შესაძლოა, დიეტურმა კეფირმა ვინმე გააკვირვოს თავისი სამკურნალო თვისებებით, მაგრამ ის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა იმუნიტეტის შესანარჩუნებლად და შეუძლია გაციებისგან თავის დაღწევაში დაგვეხმაროს. კეფირს საჭმლის მონელების სისტემის გაუმჯობესებისა და ნაწლავებში მიკრობების შეღწევისგან დაცვის უნარი აქვს. კალციუმისა და D ვიტამინის ხარჯზე ის ამაგრებს ძვლებს და ეხმარება სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს დამცავი ანტისხეულების სინთეზს სისხლში, რაც ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლას უადვილებს.

გოგრა

ბეტა-კაროტინის შემცველი გოგრა ეხმარება ორგანიზმის უჯრედებს ერთმანეთთან სწორი კომუნიკაციის დამყარებასა და შენარჩუენებაში, რაც უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. თუ არ გიყვართ გოგრა, ჭამეთ ნებისმიერი სხვა ნარინჯისფერი ბოსტნეული, თუნდაც სტაფილო და გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მუქი ნარინჯისფერია ბოსტნეული, მით მეტია მასში ბეტა-კაროტინი.

ხურმა

ხალისიანი შეფერილობის გარდა, ხურმა დიდი ოდენობით ვიტამინ РР-ს შეიცავს, რომელიც სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) გამომუშავებას უწყობს ხელს, ეფექტურად ებრძვის დეპრესიას და დაღლილობას. ამასთანავე, ბეტა-კეროტინით (А ვიტამინით) მდიდარი ხურმა სასარგებლო მცენარეულ შაქარს შეიცავს, რომელიც არტერიულ წნევას არეგულირებს.

კივი

იტალიასა და ევროპის სხვა სამხრეთულ ქვეყნებში სწორედ ზამთარში იწყება კივის სეზონი. ის С ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს. ხილი მდიდარია К და Е ვიტამინებითაც, რომელთა მიღება განსაკუთრებით ეფექტურია ნატურალურ იოგურტთან ერთად.

მანდარინი

ზეთი, რომელსაც ციტრუსის კანი შეიცავს, ერთგვარი ბუნებრივი არომათერაპიის ფუნქციას ასრულებს და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ფოლიუმის მჟავა კი, ჰორმონულ ბალანსს არეგულირებს, А ვიტამინი – კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, В ჯგუფის ვიტამინები კი, კარგ განწყობას უზრუნველყოფს.

მსხალი

А, В1, В2, С და Е ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, იოდით, ცინკით, ფოსფორით და კალცით მდიდარი მსხალი, რომელიც ყურადღების კონცენტრაციისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას ეხმარება, საუკეთესო სამხარია ოფისში ზამთრის სეზონზე.

ბროწეული

С, Р, B6 და B12 ვიტამინების „კოქტეილით“, ბროწეული სისხლძარღვებს ამაგრებს და სისხლის ფორმულას აუმჯობესებს, რაც განსაკუთრებით საჭიროა ზამთარში, გაციების შემდეგ ძალების აღსადგენად. იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიიღეთ დღეში ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი, მარცვლით კი მწვანე სალათი გაამდიდრეთ.