როდის არ არის რეკომენდებული ჯანჯაფილის მიღება
იმუნიტეტის ამაღლებას და ანთების შემცირებას. მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ ჯანჯაფილი.
ჯანჯაფილი შესანიშნავია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, რადგან ის შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ცნობილია როგორც გინგეროლები და შოგაოლი, რომლებიც ქმნიან ანტიოქსიდანტურ ეფექტს და რომელიც ამცირებენ ორგანიზმში თავისუფალ რადიკალების დაზიანებას.
ცნობილია, რომ ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ ჯანმრთელობას კუჭის მოქმედების გაუმჯობესებით, ხელს უწყობს შებერილობისა და კუჭ-ნაწლავის დისკომფორტის შემსუბუქებას.
მას ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და ართრიტის სიმპტომების შემსუბუქებას. ხელს უწყობს გულისრევის ჩახშობას და სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას.
როდის უნდა შეზღუდოთ ჯანჯაფილის მოხმარება
მიუხედავად იმისა, რომ ჯანჯაფილი ზოგადად უსაფრთხოდ ითვლება არის შემთხვევები, როდესაც არ არის რეკომენდებული მისი მიღება, განსაკუთრებით კი დიდი დოზებით.
ყველაზე საყურადღებოა მათთვის, ვისაც აქვს სისხლდენის დარღვევები, როგორიცაა ჰემოფილია, როდესაც სისხლი სწორად არ დედდება. ჯანჯაფილს აქვს მსუბუქი ანტიკოაგულანტი, ანუ სისხლის გამათხელებელი თვისება, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაზარდოს სისხლდენის რისკი. მისი ანტიკოაგულაციური ბუნების გამო, ნებისმიერმა, ვინც ღებულობს სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს, ან ანტითრომბოზულ მედიკამენტებს, ასევე უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე. ჯანჯაფილის ამ მედიკამენტებთან კომბინირებამ შეიძლება პოტენციურად გააძლიეროს ეფექტი და გამოიწვიოს ზედმეტი სისხლდენა.
ჯანჯაფილმა შეიძლება შეამციროს სისხლში შაქრის დონე, ამიტომ დიაბეტით დაავადებულმა პირებმა უნდა აკონტროლონ სისხლში გლუკოზის დონე, თუ დიდი რაოდენობით მოიხმარენ ან იღებენ ჯანჯაფილის დანამატებს. რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციები ნებისმიერი დანამატის მიღების დაწყებამდე. ისინი, ვინც დიაბეტის წამლებთან ერთად იღებენ ჯანჯაფილს, უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
შეუძლია გამოიწვიოს ორსულობის დროს გართულებები. კვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯანჯაფილი ეფექტურია ორსულ ქალებში გულისრევის ჩასახშობად, უნდა შეზღუდოთ ჯანჯაფილის რაოდენობა, რომელსაც მიირთმევთ ორსულობისას, რადგან ანტიკოაგულანტურმა ეფექტმა შეიძლება შექმნას მუცლის მოშლის დიდი რისკი.
მაღალი წნევის მქონე ადამიანებმაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. თუ იღებთ წამლებს მაღალი არტერიული წნევის გასაკონტროლებლად, ჯანჯაფილთან ერთად შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს არტერიული წნევის დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითება. თუმცა, ამის დასაზუზტებლად საჭიროა მეტი კვლევა.
ჯანჯაფილის დოზებთან დაკავშირებით უმჯობესია გაესაუბროთ ექიმს.