5 მარტივი გზა საჭმლის მონელების გაუმჯობესებისთვის
არსებობს ბევრი რამ, იმისათვის რომ გააუმჯობესოთ საჭმლის მონელება. მათ შორის:
დაიწყეთ დილა დამამშვიდებელი რეჟიმით
ბევრისთვის დილა გაღვიძებისთანავე იწყება სამსახურში წასვლის რუტინით. თუმცა, ამას შეიძლება ჰქონდეთ უარყოფითი შედეგები გონებაზე და ნაწლავებზე.
ნაწლავი და ტვინი დაკავშირებულია ასობით მილიონი ნერვის მეშვეობით, რომელიც ცნობილია როგორც ნაწლავის ნერვული სისტემა. ეს ხშირად ნიშნავს, რომ ის, რაც ჩვენს ტვინში ხდება, შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზე, რაც ხდება ნაწლავებში და პირიქით.
იმის ნაცვლად, რომ დილა დაიწყოთ ნაჩქარევად ან მასტიმულირებელი აქტივობებით, შეცვლეთ ისეთი აქტივობით, რომელიც სასარგებლო იქნება ნაწლავ-ტვინის ღერძისთვის.
მედიტაცია ან თუნდაც რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა საწოლიდან ადგომამდე დაგეხმარებათ.
იმოძრავეთ მეტი
სხვადასხვა აქტივობა დადებითად მოქმედებს ნაწლავის ბაქტერიების მრავალფეროვნებაზე, დაწყებული აერობული აქტივობებიდან იოგამდე. ისევ და ისევ, ეს სარგებელი შეიძლება მიეკუთვნებოდეს ნაწლავ-ტვინის ღერძს. ამ აქტივობებისგან მიღებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სარგებელი შეიძლება იყოს იმის მიზეზეი, თუ რატომ რეაგირებენ ნაწლავის ბაქტერიები დადებითად მოძრაობასა და გონების აქტივობაზე, რაც იწვევს ნაწლავებში პრობიოტიკების სიმრავლის გაზრდას.
მიიღეთ მზის შუქი
სეირნობა შეიძლება იყოს დილის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვევა კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის, რადგან ყოველი ნაბიჯით შეგიძლიათ მიიღოთ უამრავი სარგებელი. ის ამშვიდებს და ამზადებს სხეულს დღისთვის.
დალიეთ ყავა ან ჩაი
მიირთვით ფინჯანი ყავა. დილით შეგიძლიათ მიირთვით ფინჯანი ყავა ან ჩაი, ხოლო შუადღის შემდეგ უკოფეინო ყავა. ყავა და ჩაი მდიდარია ფიტოქიმიკატებით, რაც სასარგებლოა ბაქტერიებისთვის. თუმცა, საჭიროა დილით წყლის მიღებაც.
მიირთვით საუზმე პრებიოტიკებითა და პრობიოტიკებით