რატომ არის მუცელზე ძილი ცუდი ჯანმრთელობისთვის
და ხერხემლის დაძაბვა.
- ამ პოზიციამ შეიძლება შეზღუდოს სასუნთქ გზებში ჰაერის გატარება, რაც ართულებს კომფორტულ სუნთქვას.
- დილით თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ძილის პოზიციით, განსაკუთრებით მუცელზე ძილით.
- მუცელზე ძილმა შეიძლება გაზარდოს ზურგის, კისრის და მხრების ტკივილის ალბათობა.
როდესაც მუცელზე იძინებთ, ტანი ბუნებრივად იძირება ლეიბში. შედეგად, ზურგმა შეიძლება თაღოვანი ფორმა მიიღოს და ხერხემალი ნეიტრალური პოზიციიდან გადაიხაროს. ეს იწვევს ხერხემლის დაძაბვას, ტკივილს.
ზურგისა და კისრის ტკივილის გარდა, ძილის ცუდმა პოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი გართულებები, როგორიცაა თავის, მხრის ან მკლავის ტკივილი.
ამასთან შეიძლება შეამჩნიოთ მეტი ნაოჭი სახეზე. როდესაც სახის ერთი მხარე ბალიშზეა მოთავსებული ის იჭიმება და იწვევს კანის შეკუმშვას.
ზურგზე ან გვერდზე ძილი გაცილებით მეტ სარგებელს და ნაკლებ დისკომფორტს იძლევა, ვიდრე მუცელზე ძილი.
პოზიციის ცვლილებაში შესაძლოა დაგეხმაროთ ბალიშის გამოყენება.